Main » 2011 » December » 24 » ***
7:19 PM
***


....როგორ ხარ პატარავ? როგორ მომენატრეე რამდენი ხანია არ მინახიხარ? 5 ? არა 6 წელი.. 6 წელი არ გვილაპარაკიაა არადა რამდენი რამეე დამრჩა შენთვის სათქმეელი...


ამბობენ, ბოლოში ჩვენ ისევ დასაწყისს ვუბრუნდებითო. მეც ახლაა ესე მომივიდა. ისევ დასაწყიsSi მივედი... ჩვენს დასაწყისში. გახსოვს, როგორ გაგიცანი? სკოლის ბუფეტში მორიგმა იდიოტმა მეათეჯერ მცემა... შენ კიდე მოხვედი და სახიდან სისხლს მწმენდდი. ერთად-ერთი იყავი მთელ სკოლაში ვისაც მაშინ შევეცოდე. გახსოვს, მერე სკოლიდან სახლში ერთად რომ მივდიოდით? რა ბედნიერი და უდარდელი დრო იყო .. მხოლოდ სწავლა და წიგნები. ის თუ გახსოვს რომ მკითხე იმ ბიჭებს არაფერს უზამო ? მე გიპასუხე პატიება ყველა ადამიანს უნდა შეეძლოს და მეც ვპატიობ-მეთქი...

არადა თურმე რა მაგრად ვცდებოდი.... იცი გაკვეთილიდან პირველად შენთან ერთად გავიპარე.. არ მითქვams მაგრამ მანამდე არასოდეს გავპარულვარ... და ეგრე ვაცდენდით სულ სკოლას .. მე "შკოლნიკი” ბიჭი რომელიც წიგნებით ცხოვრობდა და შენ სკოლაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი და "დერსკი” გოგო. გახსოვს ის სკოლის ბაღი რომელშიც ერთად ვემალებოდით მასწავლებლებს? ერთად ვიჯექით იმ ხის სკამზე ჩახუტებულები და შენ რაღაც საყვარელ ისტორიებს მიყვებოდი ხოლმე ... 

გახსოვს რომ მკითხე რაზე ოცნებობო? მაშინ დავიბენი და ვერ გიპასუხე.. აბა როგორ მეთქვა რომ ჩემი ოცნება იმ მომენტში ჩემს თვალწინ იდგა... როგორ ამეხსნა რომ ერთადერთი რაზეც ვფიქრობდი და ვოცნებობდი შენ იყავი ... ეჰჰ .. მეც გიპასუხე არ ვიცი არაფერზე-მეთქი... გახსოვს იმ სკამზე რო ვიჯექით, თავი ჩემს მკერდზე გედო რაღაცას მიყვებოდი და უcბად შეჩერდი.. რომ მკითხე ასე რატომ სუნთქავ ან გული რატომ გიცემს ასე სწრაფად, ცუდად ხომ არ ხარო? 

მაშინაც შემეშინდა პასუხის გაცემა ... ვერ გითხარი რომ ცუდად კი არა ყველაზე კარგად ვიყავი ცხოვრებაში... ვერ აგიხსნიდი რომ შენ იყავი ჩემი გულისცემის მიზეზი.... გახსოვს საყვარლად რომ მეჩხუბებოდი ხოლმე, ლექციებს რომ მიკითხავდი.. ასეთი თბილი და გულწრფელი რატომ ხარ ყველასთანო. ამბობდი ადრე თუ გვიან გადაგივლის ყველაო.. მე არ მჯეროდა და გპასუხობდი, რომ მხოლოდ გულიდან ამოსული გრძნობის მჯერა... შენ საყვარლად იცინოდი .. როგორ მიყვარდა შენი სიცილი.. : ) 

ის თუ გახსოვს ჩემს დაბადების დღეზე 1 ჭიქა ღვინო როm დავლიე ... ცხოვრებაში პირველად დავლიე მაშინ. და ფეხზე რომ ვერ ვდგებოდი... შენ კი იცინოდი და შენი მბრჭყინავი შავი თვალებით მიყურებდი. იცი, ერთხელ შენს ჩანთაში რომ რვეული დამრჩა .. რომ მოვედი და წავიღე?.. ის რვეული არ დამრჩენია სპეციალურად დავტოვე ... ხომ მჭირდებოდა მიზეზი შენს სანახავად : ) შენ მომანიჭე ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი წუთები ... და ყველაზე ბედნიერი დღე... თუ გახსოოვს სკოლის მერე სახlში გაცილებდი ... საშინელი წვიმა წამოვიდა.. ქუჩები დაცარიელდა, აღარავინ დადიოდა გარეთ, ჩვენ კი ნელ-ნელა მივსეირნობდით .. როგორ გვიყვარდა წვიმა ორივეს.. მარტო მე და შენ და მეტი არავინ მთელ ქალაქში ...

სახლთან რომ მივედით რომ შემობრუნდი და შენი საყვარელი სველი ტუჩები ნაზად შეეხო ჯერ ლოყას მერე ტუჩებს .. იცი იმ მომენტში მეგონა ბედნიერებისგან გული გამისკდებოდა.. ჩემი პირველი კოცნააა - პირველი შენ იყავი. სულ სველები რომ ვიდექით შენს ეზოში საშინელ წვიმაში და ერთმანეთს ვკოცნიდით. ეგ არასოდეს დამავიწყდება მერე კი 3 დღეში წახვედი ... ისე წახვედი რომ არაფერი აგიხსნია. მაგრამ რა აზრი ჰქონდა ახსნას მე მაინც ვერ გაგიგებდი. ..იცოდი რომ მიდიოდი. გულით გრძნობდი მაგრამ ჩემთან არ შეიმჩნიე. გახსოვს ბოლო დღეს რა მითხარი?"უსიყვარულოდ ცხოვრება ძნელია, მაგრამ გახსოვდეს ცხოვრება . . . მტყვნელია".. მე ვერ მივხვდი მაშინ ეგ რა შუაში იყო და ჩხუბი დაგიწყეე ნუ იგინები-მეთქი. მე ხო არასოდეს ვიგინებოდი.... რას ვიფიქრებდი რომ იმ დღეს მიდოდი სამუდამოდ და რომ ვერასდროს გნაახავდი...

ბოლოს კიდე რომ მომაძახე შენ მეყვარები ცხოვრების ბოლომდეო... მეც დაგეთანხმე... და მერე წახვედი. წახვედი შორს და სამუდამოდ. მეორე დღეს სკოლაში რომ ვერ გნახე და ტელეფონი რომ არ აიღე ძალიან გამიკვირდა.


მე ხომ ვერ წარმომედგინა რომ შენ შენი სიტყვა შეასრულე. და სიცოცხლის ბოლო წამებამდე ჩემი სიყვარული გულSი ატარე. რას წარმოვიდგენდი რომ შენი ცხოვრება ასეთი მოკლე აღმოჩნდებოდა...... შენ წახვედი და მე კი დამტოვე.. მარტო ამდენ პრობლემასთან ამ გრძნობებთან რომლებიც შიგნიდან მწვავდა, ამდენი წელი. დავრჩი მარტო უსუსური ბავშვი მგლების ქვეყანაში. იცი, ბოდიში მაქვს მოსახდელი შენთან. საბოლოოდ რომ მიდოდი შენს ეზოში ვიჯექი.. ზემოთ ვერ ამოვედი... რომ ჩამოგასვენეს ერთხელ შემოგხედე.. შენ ისევ ისეთივე ლამაზი იყავი ისევ ისეთი როგორიც მუდამ დარჩი ჩემს მახსოვრობაში. უკან კლასელები და მეგობრები მოგყვებოდნენ. მე კი მოშორებით სკამზე ვიჯექი და ხმის ამოუღებლად... და თვალებიდან ცრემლები მდიოდა..

გიყურებდი და ვიცოდი რომ მეტი ვეღარ გნახავდი. მინდოდა წამოყოლა მაგრამ რა მეთქვა ხალხისთვის .. რომ აცრემლებული ბავშვი შენი ვინ ვარ ?. შენ წახვედი და მე კი დავრჩი....... იცი, ჩვენს სკამზე თვეობით ვიჯექი ხოლმეე და ვფიქრობდი .. შენზე, ჩემზე, ცხოვრებაზე, ვიხსენებდი და ეს მოგონება ერთნაირად დიდი სიყვარულის და სინანულის გრძნობას მიჩენდა გულში. მერე კი ჩვენი სკამი წაიღეს... და მაშინ უკვე ყველაფერი შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში . 

იცი ვერ გავძელი და იმ სკოლიდან წავედი. ვერ ვუყურებდი ყოველ დღე იმ გზას რომლითაც შენ გაცილებდი სახლში. იცი, შენი ყველა ფიქრი და ოცნება ავასრულე რომელიც მე მეხებოდა... ისეთი გავხდი როგორიც გინდოდა რომ დაგენახე. ყველაფერი ფეხქვეშ გავთელე.... ძველი გაგება სწავლა .. პატიოსნება ... და ყველა ვისიც მთელი ცხოვრება მეSინოდა, ისინი ვინც ყოველთვის ზემოდან მიყურებდნენ.. ყველა ჩემს ფეხებთან იყო დაჩოქილი ... საერთოდ ყველა... ზოგი პატiვს მცემდა. ზოგსაც ვეზიზRებოდი მაგრამ ეშინოდა. ახალი სკოლა ჩემი გავხადე.. ყველაფერი ჩემი იყო. ფულში ვცურავდი ...

იმდენი მქონდა რომ არ ვიცოდი სად წამეღო .... მაგრამ იცი ერთი ვერ ვქენი ... ჩემი სიტყვა ვერ ავასრულე .. რომ მხოლოდ შენი ვიქნებოდი ცხოვრების ბოლომდე.. შენს მერე ბევრი გოგო იყო .. მაგრამ არავინ მყვარებია ისე როგორც შენ... ძალიან მინდოდაა შემყვარებოდა მაგრამ ისინი არ მაძლევდნენ მაგის საშუალებას. ყველას ნიღაბი უკეთია ამ ცხოვრებაში.. ყველა როლს თამაშობს და ყველაა იყიდება. ზოგი მეტი ღირს ზოგი ნაკლები მაგრამ ყველა იყიდება.... შენ კიდევ .. შენ იყავი გულწრფელი პირდაპირი და განუმეორებელი ..... გახსოვს ვარდები რომ გაჩუქე..? მაშინ პირველად ვაჩუქე გოგოს რაღაც .... არადა 2 კვირა ვაგროვებდი იმ ვარდების ფულს... შენ კიდე შენი საყვარელი დიდი თვალუკები ქვემოთ ჩაწიე და გაწითლდი...

მე კი გავბრაზდი ... მეგონა აr გამომართმევდი... ახლა კი მივხვდი რომ შენ სწორედ იქცეოდი ..... იცი რამდენი გოგო ავავსე საჩუქრებით... და ყოველთვის საჩუქრების ფასები მატულობდა... მაგრამ როდესაც საჩუქრების სერია წყდებოდა მაშინვე მთავრდებოდა ჩვენი ურთიერთობა ... მაშინ მივხვდი რომ არავინ ღირს იმ გრძნობის მასზე წასაბილწად, რომლითაც შენ მიყვარდი ... ვერ გავთელაავ იმ გრძნობას სხვაზე რომლითაც შენ გიყურებდი და აღგიქვამდი... იცი რომ წახვედი 1 კვირაში მოწევა დავიწყე ... ვიცი ცუდია მაგრამ რა ვქნა .... იცი 2 თვეSი სმაც დავიწყე და 6 თვე ვსვავდი . მერე კი სამუდამოდ ქუჩაSი წავედი ...... იცი გავხდი ისეთი როგორიც უნდა ვყოფილიყავი ... არც ხალხის დანდობა ვიცი. არც შეცოდება. არც პატიება. ყველა და ყველაფერი ჩემს ქვეშაა.. ფულიც ბევრი ვიშოვე.. მეგობრებიც ... კარგიც ვნახე და რა თქმა უნდა ბევრი ცუდიც..... გავბოროტდი ჩემო პატარავ, მაგრამ იცი ჩემს გულს რომ ვერაფერს ვუშვრები.... მხოლოდ გარეგნულად შევიცვალე.. 

გარეგნობა, ქცევები, ლაპარაკის მანერა მაგრამ ის გრძნობა რაც გულSი იყო 6 წლის წინ ახლაც ანთია ... ახლაც ხანდახან ღამე გულში დამივლის საყვარელი ჟრუანტელი... სუნთქვა შემინელდება და ბურუსით მოცულ ფიქრებში ვარდები ..... იცი, პაატარავ მე ყველაფეერი ისე გავაკეთე როგორც შენ თქვი... მაგრამ არ ვიცი გულს რა ვუქნაა ... და როდესაც ასე ძლიან მჭირდება შენი რჩევა შენ გვერდზე არ ხარ.. ვიცი ზეცაში ხარ.. ანგელოზებთან... შენც ხომ ჩემი პატარა ანგელოზი იყავი. იცი ცოტა ხნის წინ, ერთ გოგოს თვალი მოვკარი.... იცი რა საყვარელია ... შენ მოგეწონებოდა... ძალიან მომეწონაა... იცი ის სახელი ჰქვია შენ რომ ძალიან გიყვარდა... მაგრამ... რატომ ტირი პატარავ? გეგონა დამავიწყდი ? არა, სულელო შენ ხომ მე მთელი ცხოვრება მაჩუქე, შენს დავიწყებას როგორ მოვახერხებ? რატომ არ გელაპარაკებოდი მთელი ეს დრო? იმიტომ, რომ გაბრაზებული ვიყავი ... შენ იცოდი რომ მიდიოდი და არ მითხარი ... სხვა თუ არაფერი დაგემშვიდობებოდი მაინც ....


არა პატარავ ნუ ტირი, ყველაფერი კარგად იქნება... მას მერე რაც წახვედი 6 წელია . ღამე ძალიან ხშირად, ძილში ვტირი.. მაგრამ აღარ ვიტირებ ... აღარც შენი საშინელი მონატრება შემაწუხებს ... აღარც შენთან ლაპარაკის სურვილი ... აღარ მომინდება გულში ჩაგიკრა როგორც ადრე... არა სულელო, არ გივიწყებ ..... პირიქით .. შენთან მოვდივარ... და უკვე ვერაფერი დაგვაშორებს ..... ერთად ვიქნებით მარადიულად...

"უსიყვარულოდ ცხოვრება ძნელია მაგრამ გახსოვდეს, ცხოვრება . . . "


Category: ♥ ისტორიები ♥ | Views: 1006 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: