Main » 2012 » February » 2 » ♥ ♥ ♥
1:43 PM
♥ ♥ ♥
 ♥ ♥ ♥

♥ჩემს გულს და თვალებს ერთმანეთში დიდი ომი აქვთ, მეგოქეებმა ვერ შეიძლეს შენი გაყოფა, ჩემმა თვალებმა რომ გიმზირონ_გულს არ სდომია, გულს კი თვალები უკრძალავენ შენთან ლაღობას.. ♥

 ♥ ♥ ♥

♥როცა ვიძინებ, შენი სახე თვალთ მეხატება, გულსაც აღვიძებს ღამით შენი გამოცხადება ♥

 ♥ ♥ ♥

 ♥ ♥ ♥

♥ჩემივე მიმართ სული ჩემი ზიზღით ივსება, ვინც შენ შეგძულდა, ჩემს სიყვარულს ვერ ეღირსება.. ♥

 ♥ ♥ ♥

 ♥ ♥ ♥


♥შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა, ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ.. ♥

 ♥ ♥ ♥

♥სავსე ვარ შენით და ეს არის დიდი ქონება, ასე მატყუებს გულმართალი ჩემი გონება.. ♥

 ♥ ♥ ♥

 ♥ ♥ ♥

 ♥ ♥ ♥

როდესაც აღარ გეყვარები


როდესაც აღარ გეყვარები ( ყოველთვის ასე ხდება უცაბედი და დიდი ციყვარულის შემდეგ ), შენ მე მიმატოვებ... მიმატოვებ ისე, როგორც მინდვრის ლურჯი ყვავილები შეუძლია მიატოვოს ქალმა, როდესაც მაისის უმშვენიერეს თეთრ ვარდებს დაინახავს. 
არაფერს გისაყვედურებ... 
არაფერს გაგახსენებ... 
მხოლოდ მეყვარები... 
მეყვარები განუზომელი სევდანარევი სიმშვიდით, ისე, როგორც მე შემიძლია მხოლოდ... 
... გაივლის დრო და შენ სულ დამივიწყებ... გეყოლება ორი... სამი... ან იქნებ, ოთხი შვილიც... მერე შვილიშვილებიც დაგეხვევიან და ბედნიერი კაცი იქნები... 
გეყვარება ცოლი და ისიც ბედნიერი იქნება. 
ეყვარები მასაც, მაგრამ ისეთი გულისტკივილით არა, როგორც მე მიყვარხარ... ბედნიერებს არ შეუძლიათ გულისტკივილით სიყვარული. 
... შვილიშვილებით გახარებული ვერ გაიგებ, როგორ დაგატყობენ წლები თავის კვალს სახეზე და თმებზე ( ჭაღარა კი რა მალე წამიეპარებათ-ხოლმე ბედნიერ ადამიანებს ) ... 
... და მერე... 
დიდი ხნის შემდეგ... 
ვიცი, რომ დაგესიზმრები... 
დაგესიზმრები უზომოდ ლამაზი, ზღაპრული სიზმრით, ჩემი გაშლილი თმებით ( შენ ხომ ასე გიყვარს ჩემი თმები ), ჩემი სებდიანი თვალებით ( შენ ყოველთვის ამბობ, რომ მე სევდიანი თვალები მაქვს, დედაშენის თვალების მსგავსი )... 
გაგეღვიძება და დაგენანება ის მიტოვებული მინდვრის ყვავილები. მიხვდები, ისინი ისედაც ლამაზები იყვნენ იმ თეთრი ვარდების გარეშე... 
გაგახსენდება, რომ ცხოვრებაში ყოველთვის გაკლდა რაღაც, ჩემი სახით ... 
... ჩემი სიყვარული მოგინდება ! 
ისეთი თავაშვებული და ბედნიერი სიყვარული, როგორიც მხოლოდ მე შემიძლია.
გულისთკივილით გაიფიქრებ, " როგორ მივატოვეო ის სულელი გოგო " ( შენ ხომ ასე გიყვარს თქმა " სულელი გოგო " )... 
სისულელეა, მაგრამ მე მაინც მოვალ შენთან, როდესაც მიხმობ... შენ კი აუცილებლად დამიძახებ, ვიცი !.. 
... და ხომ ვამბობ, ეს იქნება დიდი ხნის შემდეგ... აღარ მექნება ისეთი თმები, შენ რომ გიყვარდა , სულ ჭაღარა ვიქნები, ალბათ... ჩემი თვალებიც გაუფერულებული იქნება მაშინ, ცრემლები ხომ ფერს უკარგავენ თვალებს... 
... მაგრამ შენ მაინც დაინახავ ჩემში იმ ქალს, წლების წინად რომ გიყვარდა სულ რამოდენიმე თვე... 
... და მთელი ჩემი ცხოვრება, 
და ის დაკარგული წლები, 
და იმდენი გულისტკივილი, 
ეღირება იმ ერთ ცრემლად, დამჭკნარ, დანაოჭებულ სახეზე რომ ჩამოგიგორდება და აცახცახებული, ბებრული ხელით რომ მოიწმენდ...

 ♥ ♥ ♥

 ♥ ♥ ♥

 ♥ ♥ ♥

-არ მიყვარს ირონია, პირზე-ღიმილი და გულში-შური, არ მიყვარს ბოღმით გაჟღენთილი ტკბილი სიტყვები, ეს რეალობააა!! ბევრი ქვეშ-ქვეშა ადამიანია, აქ კაკანებენ და კვერცხს სხვაგან დებენ!


 ♥ ♥ ♥

-ყველა თავისი თავის ორიგინალია და ნუ გააპატენტებთ საკუთარ მე-ს..

 ♥ ♥ ♥

 ♥ ♥ ♥


Category: ♥ სტატუსები ♥ | Views: 1109 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: