Main » 2012 » April » 13 » აკრძალული.. (1)
9:20 PM
აკრძალული.. (1)

წინასწარ რას წარმოიდგენ,რომ ერთხელაც ვიღაც კრიმინალს გადაეყრები,რომელიც მოსაკლავად დაგზდევს და ის შენ შეგიყვარდება.ამის მერე კიდევ იტყვით,რომ სამყარო არ შეშლილა.ხალხი ძმას კლავს და მე ვიღაც კრიმინალის გამო უნდა ვტიროდე?ჩემი მოუშუშებელი ჭრილობა..რა ღრმაა..ნეტა მისიც?მაგრამ დავიჯერო რომ მხოლოდ ცივსისხლიანი მკვლელია?
მოკლედ და კონკრეტულად ყველაფერი იწყება ისეთ "პატიოსან" ადგილას რომ ვერც წარმოიდგენთ.ჩემ ძმას არ ეცალა,თორემ ავტობუსით გამომიშვებდა?ის ხომ ყოველთვის და ყველგან მაკონტროლებს,როგორც ძმებს სჩვევიათ.ერთი თაყვანისმცემელი არ გამოტოვა,საქმე რომ არ გაერჩია და ბოლოს "გმირულად" დამიდგებოდა წინ და "აღარ შეგაწუხებს"-ეს ფრაზა უკვე მერამდენედ მესმის.."იდიოტი ხარ"-ამ "ლანძღვას" კომპლიმენტად იღებს და ღიმილიანი სახით მიემართება თავის საქმეებზე.
"არ დავუშვებ რომ ჩემი და ვიღაც ბიჭებმა შეაწუხონ"-აი აქ იწყება ჩვენი ჩხუბი და გასველებაც ჭირს.ბოლოს შეიძლება ისევ მაგისმა შეყვარებულმა გაგვაჩეროს თორემ ალბათ თავს მომჭამს.
..მოკლედ სად ვიყავი;ავედი ავტობუსში და ნაცნობი სიტუაცია:ხალხის ამჟავებული სახეები,(სხვათაშორის ამას მე და ჩემი დაქალი "ამჟავებული არაჟნის სიმპტომს" ვეძახით)კონტროლიორის ფრაზა:"წარმოადგინეთ ბილეთები",ხალხის წყდომა ბილეთების აპარატთან და ასეე...ყველა რაღაცნაერად ერთვება ამ "ბედნიერ წრებრუნვაში"..მაგრამ რაღაც განსხვავებული აშკარად შევნიშნე..მაგალითად ის რომ ორი ბიჭი "რაღაცნაერად" მიყურებდა..ეს პირველი შემთხვევა არ იყო,რასაც ჩემს ეფექტურ გარეგნობას უნდა "ვუმადლოდე"..მოკლედ რაღაც ცუდად მიყურებდნენ..მალე ჩავედი და მივხვდი რომ უკან მომყვებოდნენ.ისედაც კბილის ექიმთან უნდა ამევლო,თუმცა კბილის ექიმის კაბინეტი ერთ ჩბნელებულ ქუჩაზე იყო.გამიხარდა,მეგონა თავს დავაღწევდი ამ ორს,მაგრამ კარი დაკეტილი დამხვდა..ნერწყვი გადავყლაპე..ჩუმად მოვიხედე და დავინახე რომ ერთ-ერთი სადღაც წასულიყო,ხოლო მეორე ისევ მომყვებოდა..
...ნაბიჯს ავუჩქარე და კიბეებზე უნდა ავსულიყავი,მაგრამ სწორედ ამ დროს კიბეებზე მეორე ტიპი ჩამოვიდა..ყველაფერს მივხვდი..მახე დამიგეს..ისიც მივხვდი რაც მოხდებოდა...
-ნახე რა ლამაზია..ასე გვიან მარტო?
-გვიან არ არის..
-შენისთანები გარეთ საერთოდ არც უნდა გამოდიოდნენ..
-როგორები?
-ლამაზები.
-კომპლიმენტად მივიღო?
-აბა რა-გაიცინა.მე კი შემეშინდა..
-აბა მოდი აქ..-ჩემსკენ წამოვიდა ერთ-ერთი..მეორე კი იცინოდა..
-არ მომეკარო-ვიყვირეე და თვალები მაგრად დავხუჭე..სულ ახლოს..ახლოოსს..და უცებბ...ბრაააახხხ!-გაისმა რაღაც ხმა..მე კი თვალები ვერ გავახილე.
-აქ დარჩენას აპირებ?-ვიღაცამ მკითხა..თვალები გავახილე და დავინახე ვიღაც ბიჭი ტყავის ქურთუკში..მოგრძო,წაბლისფერი თმა ჰქონდა და ღია თაფლისფერი თვალები..დავხედე და ხელი სისხლიანი ჰქონდა..
-შენ ის მოკალი?
-აბა გირჩევნოდა დამეტოვებინე აქ?
-მოკალი..
-ერთი მოკვდა დარტყმისგან,მეორემ კი გონება დაკარგა..-კიბეებზე აირბინა და მკითხა:-არ მოდიხარ?
-სხვა რა გზაა..-მეც ავყევი...
ძალიან დაბნეული ვიყავი და უცებ ფეხი ამისრიალდა და დავეცი..
-ფრთხილდა..გეტყობა ძალიან შეგეშინდა..-მე ადგომა ვეღარ მოვახერხე..-დაგეხმარო?-პასუხი არც მაცადა და სისხლიანი ხელები მომკიდა და ამიყვანა ისე მსუბუქად თითქოს 10 კილო ვყოფილიყავი..
-სად ცხოვრობ?
-გზას გავიგნებ..
-კაი რისი გეშინია..
-არ მეშინია..
-აბა რატომ კანკალებ?-გაიცინა..
-დამსვი.
-სახლში მიგიყვან.
-საიდან იცი სად ვცხოვრობ?
-მე ბევრი რამ ვიცი-გამიღიმა..
მერე უცებ შესახვევში მიმათრია და თვალებში ჩამხედა:
-არავინ არ უნდა გაიგოს რაც მოხდა..
-შენ კრიმინალი ხარ..
-მე შენ გადაგარჩინე..
-მაგრამ..
-იცოდე ვინმემ თუ გაიგო...შენც იმ ბიჭის ბედს გაიზიარებ..შენ გგონია გამიჭირდება?-სუნთქვაა შემეკრა.მართალი იყო.-გოგო გესმის?არავინ არ უნდა გაიგოს..თორემ მე არ გავიჭირდება შენი დახრჩობა..
მან მოსახვევში დამტოვა და წავიდა.მე კი ძლივს მივედი სახლში.იქ კი ჩემი ძმის კითხვაზე:"რა დაგემართა?"ვუპასუხე:"ფეხი გადამიტრიალდა" და შევიკეტე ოთახში..თუმცა ეს ყველაფერი ასე არ დამთავრებულა..პოლიციამ რომ მიაგნოს?ეგონება მე ჩავუშვი და მართლა..მართლა დამახრჩობს..მაგრამ ის ხომ კრიმინალია!
-კრიმინალი ვის უწოდე?-ფანჯარიდან გადმოვიდა და სერიოზული თვალებით შემხედა..
Category: ♥ ისტორიები ♥ | Views: 1018 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: