Main » 2012 » May » 10 » ჩემო საყვარელო მამიკო
9:22 PM
ჩემო საყვარელო მამიკო

ისევ ფიქრი მოდის,შენზე მოგონება..
ახლა სხვა ცხოვრება დაიწყო...
აწი რომ გინატრო,ჩემთან არ იქნები
ჩემო საყვარელო მამიკო..
ისევ ცრემლები და ისევ სინანული...
გზები ათასწილად გაიყო,
აწი როცა მოვალ სახლში არ დამხვდები,
ჩემო საყვარელო მამიკო..
მე ამ გულით დამაქვს შენი სიყვარული,
ქარმა ყველაფერი წაიღო.
ახლა გელოდები,შენ კი არსად ჩანხარ...
ჩემო საყვარელო მამიკო...
ნუთუ ვეღარ ვნახავ ღიმილს უსაყვარლესს,,
ჩემო საყვარელო მამიკო..
ნუთუ ვეღარ გნახავ როცა დამჭირდები..
ჩემო საყვარელო მამიკო..
ახლა ზეცაშია შენი თბილი სული..
ახლა სხვა ცხოვრება დაიწყო....
ისევ წვიმა მოდის,ნუღარ გაიკვირვებ...
ჩემი ცრემლებია მამიკო...
ახლა მიესალმე უფლის ანგელოზებს.
არ თქვა რა მოხდა და რა იყო...
ახლა ზეცაში ხარ,ღმერთმა ეს ინება...
ჩემო საყვარელო მამიკო...
ახლა ჩვენ ვილოცებთ შენი სულისათვის...
უკვე სხვა ცხოვრება დაიწყო...
შენ კი სამოთხიდან ყველას გადმოგვხედე....
ჩემო საყვარელო მამიკო.....
Category: ♥ ლექსები ♥ | Views: 1263 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: