Main » 2012 » March » 12 » ერთი სიყვარულის ისტორია..
2:03 AM
ერთი სიყვარულის ისტორია..

ჩემი ცხოვრება არარაობაა! სიცოცხლე, სუნთქვა, მიზანი – ის ერთი. მომავალი გაურკვეველი ბურუსივით მოცული. ყველაფერმა დაკარგა ჩემთვის აზრი. თითქოს უცნაურობათა კარუსელში ვზივარ, რომელიც გაუჩერებლად ტრიალებს.
რაც ჩვენ ერთმანეთს დავშორდით მე უკვე ის აღარ ვარ რაც ვიყავი, სულ მთლად შევიცვალე, მეგობრები ვეღარ მცნობენ, ყველას ის მხიარული და საყვარელი ანი ენატრებათ, როგორიც ძველად ვიყავი. მაგრამ გიოს გარეშე ჩემს ცხოვრებას რა აზრი აქვს. გულში სინანულისა და სიძულვილის მეტი არაფერი დამიტოვა განვლილმა დღეებმა, ყოველთვის მეგონა რომ არასოდეს შემიყვარდებოდა ვინმე ისე, რომ ჭკუიდან გადავიდოდი.
როგორც ამბობენ სიყვარული სენივით შეგეყრება და მოაგონდები "ვარდისფერ სიზმარს”. სხეულის თითოეული ნაკვთით, თითოეული ნერვით იცნობ მის შეხებას და შენი ცხოვრების ყოველი წუთი, ყოველი წამი, მხოლოდ მას დაემორჩილება.
ამგვარ განცდებს ძნელად თუU მოუძებნი სახელს, მაგრამ მათ გარეშე უღიმღამოა ცხოვრება, თუნდაც ვერ გაგიგონ, თუნდაც გაუყუჩებელ ტკივილად აღიბეჭდონ შენს ცხოვრებაში, მაგრამ ამ ბობოქარ ვნებათა ღელვას მაინც მოინატრებ.
ერთხელ გიომ მითხრა: ჩემს საყვარელ ადგილას წაგიყვანო, რომელსაც "ოცნების კუნძული’’ ერქვა. მიმიყვანა გიომ ზღვის ნაპირზე, სადაც მიწის მცირე ნაწილი ზღვაში კუნძულივით შეჭრილიყო და უამრავ ფრინველთა გუნდის თავშესაფარი გამხდარიყო. მართლაც საოცრად ლამაზი ადგილი იყო.ზღვის ნაპირას კარგა ხანს ვსეირნობდით, შემდეგ გიომ მითხრა:
ანუ რა ლამაზი თვალები გაქვსო!!!
გიო მასე ნუ მეხუმრები მეთქი ვუთხარი და გამაჩერა.
ანუ გინდა გითხრა ეხლა შენ რას ფიქრობ? 
აბა მითხარი
ეხლა შენ ფიქრობ ნეტა გიო ერთს მაკოცებდესო...
მე გულიანად გადავიკისკისე და ვუთხარი: ჩამოფრინდი ღრუბლებიდან რომეოოJJJ
…მერე ისევ გიომ განაგრძო. როცა სახლში რაიმე პრობლემა მაქვს სულ ამ ადგილას მოვდივარ და ვმშვიდდებიო . . . მაგრამ ახლა შენთან ერთად რომ ვარ თავს უსაზღვროდ ბედნიერად ვგრძნობო. . . . 
სულ ვხვდებოდით ერთმანეთს, ისეთი ბედნიერი ვიყავი რომ, თავი ზღაპარში მეგონა. . . . . მაგრამ ნაადრევად დამთავრდა ყველაფერი. გიო სადღაც გადაიკარგა, აღარც მირეკავდა, აღარც მწერდა და არც ვახსენდებოდი . . . . L
ჩემთვის კი ისევ ჩამოწვა უღიმღამობისა და მოწყენილობის გაბმული ზუზუნი. დრო საშინლად ნელა მიდის, თითქოს მიღოღავს, ისევ წვიმა, ისევ ავდარი, ისევ წყვდიადი. რა არაჩვეულებრივი ძალა გაქვს ამ თითქოსდა ჩვეულებრივ ბავშვს. ნეტავ ვის შეუძლია გაიგოს ჩემი ძახილი, რომ უშენოდ სიცოცხლე არ მინდა. როგორ მენატრები! შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე ან გამოვხატო თუ როგორ მენატრება ის დღეები, "ოცნების კუნძული’’. თვალწინ შენი სახე მიდგას, ლამისაა ხელებგაწვდილმა მოვიარო მთელი სახლი რათა შენს აჩრდილს მოვკრა თვალი და შევეხო.
სიგიჟემდე მენატრები!!! გესმიიიიიიის?! 


Views: 922 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: