"ერთად წამართვი ყველა გრძნობა თუკი გწადია, ამითი მაინც არაფერი შეგემატება, წაურთმევლადაც შენი არის რაც მაბადია, რადგან მთლიანად შენ გეკუთვნი ჩემო ხატებავ, თუ სიყვარულმა გიკარნახა ჩემი გაძარცვა, მადლობას გეტყვი, გულში ასე რომ ითარეშე, მაგრამ ვაი თუ თავს იტყუებ ტრფობის ტაძართან და გულს მიქურდავ ჭეშმარიტი გრძნობის გარეშე, შენდობას გეტყვი, მშვენიერო! ჩემო მძარცველო სულით ღარიბი, ბოლომდე რომ გამაღატაკო, მაგრამ მე მიჯობს გულახდილმა ზიზღმა გამცელოს ვიდრე მიჯნურის უსამართლო წყენამ დამდაგოს, მოხიბლული ვარ და სიავეც აღარ მაძრწუნებს, კიდეც რომ მომკლა, შენს მტრობაში ვერ დამარწმუნებ.
გავყურებ სევდიან ჩვენს მიერ ათასჯერ განვლილ გზას და ათასჯერ ნაფიქრს ვფიქრობ. არ დარჩა იმ ქუჩაზე ჩემი ნაბიჯების კვალი, არ ვიცი რატომ, მაგრამ წვიმას ვაბრალებ. თუმცა ვერავინ და ვერაფერმა წაშალა შენი არსებობა ჩემს გულში. ვითვლი უკვე მერამდენე დღეს უშენობით დაღლილს, არ სცილდება შენი სახე ჩემს ცრემლიან თვალებს, მაგრამ არსად არ ჩანხარ, მხოლოდ და მხოლოდ ლოდინს ვხედავ ამ ნისლიან ფიქრებში. იმ წარსულს მივტირი, რომლისთვისაც მომავალს ვერასდროს გაცვლი და იმედიანი, იმედით აღსავსე, მჯერა წარსულის დაბრუნების, მისი მომავალში გაცოცხლების. მე გაძარცვული დავრჩები და შინ ისევ მარტო მივალ, შენი ხათრით გადავიღლები, აჩრდილივით ავიტუზები ფანჯარასთან და დაგელოდები, ჩემი ლოდინი ხომ უსასრულოა. . . . . . მწყურია შენი ხილვა, მსურს შენს სუნთქვას ვუსმინო დაუსრულებლივ. თავდავიწყებამდე მიყვარხარ გესმის?! აზრს ვეღარ ვაწყობ, სიტყვა სიტყვას მისდევს. ერთფეროვანი დღეები, არეული ფიქრები, დატანჯული ცხოვრება, გაგიჟებული გრძნობა, თავდავიწყებით შეყვარებული მე შენი არსების გრძნობის მონა, გამუდმებული ცრემლები, ცრემლები წარსული იმედგაცრუების, ცრემლი მოლოდინის და ერთგულების. . . . . . უცნაურია განცდები რომელიც მხოლოდ მაშინებს, სულს მიწეწს, მტკენს . . . . ვგრძნობ ჩემი გონება, ცნობიერება სადღაც მიქრის ჩემზე წინ, იქ კი ტკივილია იმაზე უფრო მწველი და მტანჯველი ვიდრე აქ, ვხედავ გატანჯულ გრძნობას, ვგრძნობ როგორ მახრჩობს და მგუდავს ეს დღეები, ეს Fფიქრები. . . . . . . . . მენატრები!!!!!! მდუმარე დღეები, წყენა, საყვედური, უყურადღებობა, სიყვარულის ნატვრაში გათენებული ღამეები, შენზე ოცნება, მოზღვავებული გრძნობა, სიგიჟე, შენს გამო თავის გაწირვა, იდეა კი რა . . . . . . "შმაგი სიყვარული”. რომელიც თავს არ მანებებს, უფრო მიმძაფრდება გაუთავებელი ტკივილი, ჩემგან წასული ცნობიერება, დაბნეული საქციელი და ისევ მონატრება, უსაზღვრო მონატრება. . . . . . გეძახი ისე როგორც არავის არასდროს დაუძახია შენთვის. . . . . .მიყვარხარ ისე როგორც არასდროს არავის ჰყვარებიხარ და ეს მონატრება ისეთი ძლიერია, როგორც მომაკვდავის სიცოცხლისათვის ბრძოლა. უკვე აღარ შემიძლია უშენოდ, როგორ მოვუღო ბოლო ამ ყველაფერს?! დამეხმარე!! დამირეკე მაინც, მითხარი მიზეზი თუ რატომ ან რისთვის წახვედი ესე მოულოდნელად?! რა დაგიშავე ასეთი რომ გამიწამე ცხოვრება?! . . . . . მიყვარხარ მინდა მთელი ხმით ვიყვირო, გესმიიიიიის?! მინდა გაგაგონო რომ უშენოდ ვერ ვძლებ, არ მინდა არავინ და არაფერი, აღარაფერი მაინტერესებს, მხოლოდ შენ. სულ ოთახში ვარ გამოკეტილი, გარეთ არ გავდივარ, საშინლად გავხდი, სულ ავად ვარ, ყველა და ყველაფერი მეზიზღება და მაღიზიანებს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
|