ასე მიდიოდა უფერული დღეები ჩემი არეული ცხოვრებისა და ერთხელ როცა გიოზე ვფიქრობდი, ტელეფონმა დარეკა. . . . ვუპასუხე . . . გიო იყო, მითხრა რომ დღეს 9 საათზე "ოცნების კუნძულზე” მივსულიყავი. . . . . . მივედი . . . . . ცოტა ხნით დუმდა და არაფერს მეუბნებოდა . . . . . . . შემდეგ დაიწყო . . . . . . . . ანი ერთ საათში ამერიკაში მივდივარ სამუდამოდ, მაგრამ მე შენ ყოველთვის მეყვარები და არასოდეს დაგივიწყებ. გიო სამუდამოდ მიდიხარ????????? იქნებ მართლაც სამუდამოდ იქ დარჩე, მაგრამ გიო . . . . სამუდამოდ შენს გულში ვერ ვიქნები, ყოველთვის არ გეყვარები რადგან შენ მიდიხარ, ჩემგან შორს, სულ სხვაგან და ახალ ცხოვრებას დაიწყებ, ახალ სიყვარულთან და აქ მე, მესამე ზედმეტი ვიქნები. . . . . ჩვენი სიყვარული გიო შენთვის არაფერს ნიშნავს, ნამდვილ სიყვარულს არ ტოვებენ . . . არ ნებდებიან. . . . . მისთვის იბრძვიან, რადგან მოიპოვონ და შეინარჩუნონ. . . . . . . მაგრამ შენარჩუნება ყველაზე რთულია . . . . . . ვერ გამიგია როგორ იქცევი, ისე უაზროდ მომახალე ეს ყველაფერი რომ გაგება ძალიან მიჭირს, მაინც რა არის მიზეზი შენი ასეთი მოულოდნელი გადაწყვეტილებისა? ამას ვერ ამიხსნი? არა, ანი გამიგე აქ დარჩენა არ შემიძლია უნდა წავიდე!!!!!!!!!!! მაკოცა ლოყაზე ნაზად და წავიდა. . . . . . ეხლაც ვგრძნობ მისი ტუჩების შეხებას ლოყაზე, ეს დამრჩა მხოლოდ მისგან იმ დღის მერე. . . . . . რაც გულს მითბობს . . . . . თუმცა გულის დიდი ნაწილი გატეხილი და დატანჯულია. . . . . აღარ გამოჩენილა! როგორც ჩანს მართლაც სამუდამოდ წავიდა, მე კი ისევ ისე ვიყავი და ველოდებოდი, უიმედო სიყვარულს, რომელიც სამუდამოდ დამეკარგა. თუმცა მტანჯავდა ცალმხრივი გრძნობა ძლიერი, მაინც არ ვანებებდი ამ გრძნობას თავს, ვერ ვამჩნევდი იმათ ვისაც მართლა ვუყვარდი . . . და არ შემეძლო მათი შეყვარება. . . . . ერთი ამათგან გამოირჩეოდა. . . . . . . ის იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ჩემდამი ნამდვილი სიყვარულის გრძნობა გააჩნდა, რომელიც ჩემზე წუხდა, ზრუნავდა და ფიქრობდა, ყოველდღე მკითხულობდა. მაგრამ იკას ჩემი გული სერიოზულად ვერ ითვისებდა. . . . მეცოდებოდა მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. პატივს ვცემდი მას როგორც მეგობარს, მაგრამ მისთვის ეს საკმარისი არ იყო. . . . ზოგჯერ გიოზე ფიქრებში გართულს სულ ვივიწყებდი და ნერვებმოშლილი ზიზღს მის მიმართ ვავლენდი. ერთ დღეს მეგობრები ერთად შევიკრიბეთ, მე არანაირად არ მინდოდა წასვლა მაგრამ ძალით წამიყვანეს ცოტა გულს გადააყოლებო. იქ იკაც იყო, ძალიან გაუხარდა ჩემი ნახვა, თვალები გაუბრწყინდა და ლექსიც კი წამიკითხა, საერთოდ უყვარდა ლექსების წერა, ჩვენს სამეგობროში ერთი პოეტი იყო. . . . . . თქვა ამ ლექსს ჩემს უსაყვარლეს ადამიანს ანის ვუძღვნი, რომელიც მისთვის დავწერეო და დაიწყო:
"დარდი ვერ გამიქრო განშორებამ სიცოცხლე, შენ ისევ მელანდები, ვიცი რომ დაგკარგე სამუდამოდ ვიცი და მაინც მენატრები, გრძნობა მომეძალა შენი ნახვის, გული მოლოდინით ამიტირდა, კიდევ გავუძლებდი სიმარტოვეს, მაგრამ უშენობა გამიჭირდა, ისევ ძველებურად მენატრები, აღარც სიყვარული მიძველდება, ვიცი არასოდეს დაბრუნდები, მაგრამ დაჯერება მიძნელდება. . . . . . . "
|