მოგეწონა ანი?! არა! რატომ? იმიტომ, რომ ცუდად კითხულობ! იცი ანი? ეს შენს გარდა არავის უთქვამს. მე კი გეუბნები! ანი დამცინი? ეგ როგორ? არც მიფიქრია. . . . ანი მიყვარხარ!!!!!!! მე გიო მიყვარს! იკა ხომ იცი?! ცოტათი მაინც არ გრძნობ ჩემს მიმართ რამეს? არა იკა სერიოზულად შენზე ფიქრი არ შემიძლია, მაპატიე მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუო, გულს ვერ ვუბრძანებ. . . . . . . . . . . . . . ესე იგი შენ ამბობ რომ არაფერი გამოვა? შენზე ფიქრი არ ღირს? არა იკა! მე წინასწარ გაფრთხილებ რომ მერე არ დაიტანჯო, გესმის? ანი იცი? არ მინდა თავი მოგაბეზრო ან შეგაცოდო, მაგრამ რა ვქნა რომ შენზე ფიქრს ვერ ვიშორებ, ძალიან დიდი ხანია უკვე რაც მიყვარხარ. . . . . იმ დროიდან როცა გიოსთან ერთად იყავი, მეც შენსავით ვგრძნობდი თავს. . . . ვხედავდი რომ სხვასთან იყავი, სხვა გიყვარდა, მაგრამ არ ვანებებდი შენზე ფიქრს თავს. . . .ვერ ამოგშალე გონებიდან და გულიდან. . . . . განა ეგ დასაძრახია????? განა სიყვარულისთვის სჯიან ადამიანებს? ანი იქნებ სცადო და გამოგვივიდეს რამე, ხომ იცი "ცდა ბედის მონახევარიაო” იტყვიან. ადრე თუ გვიან გიო ხომ უნდა დაივიწყო? გთხოვ იყავი ჩემთან ერთად, გინდ გიოზე ფიქრობდე მაინც, რატომ უნდა გადაწურო შენი ცხოვრება ერთზე და თან ისეთზე რომელიც არც ფიქრობს შენზე? ანი მიპასუხე!!!! გიპასუხო??? გიპასუხებ! გიოს ვერ ვივიწყებ, თავს ვერ ვერევი და ვერც დავივიწყებ, ჩემი გული მას ეკუთვნის და მორჩა . . . . . . . ეხლა კი წადი გთხოვ!!!! უკვე თავი მომაბეზრე, დამივიწყე. . . . შენ ხომ მე მეუბნები რომ გიო დაივიწყეო და მე კი გთხოვ რომ მე დამივიწყო. . . . . . . . კარგი ანი წავალ, მაგრამ დაუფიქრებლად იქცევი და მასე ცხოვრებაში ბევრს წააგებ . . . . თუ შენი ბოლო პასუხი ასეთია, მე სამუდამოდ გავქრები შენი ცხოვრებიდან და შენი ბედნიერებისთვის მსხვერპლსაც კი გავიღებ. . . შენ იცხოვრე ისე სანამ გამიცნობდი, ვიცი შენს ცხოვრებაში დიდ დანაკლისს არც წარმოვადგენ ჩემნაირები ბევრია. . . . . . მაგრამ საბოლოო რჩევას დაგიტოვებ რათქმაუნდა თუ გაითვალისწინებ, ეცადე არ დაკარგო ახლო ადამიანი და თუ უკვე დაკარგე გახსოვდეს ცხოვრება გრძელდება!!!! ჩემი გულის კარი შენთვის მუდამ ღია იქნება. ნახვამდის ანი . . . . . !!!!!!! იკას ამ სიტყვებმა ძალიან დამაფიქრა და გული მატკინა, მივხვდი რომ რაღაც მემართება, ყველას გულს ვტკენ, განა ეგ მინდა? არა რაღაც მისდაუნებურად ხდება . . . . არ ვიცი რა მემართება, დაბნეული ვარ, ვერავინ მიგებს. . . . . ჩემთვის მხოლოდ გიო და გიოოოო . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ვინ მოითვლის კიდე რამდენი ხანი ვფიქრობდი მასზე, თითქოსდა ეს ფიქრები ჩემი ლანდი იყო, რომელიც ყოველთვის თან დამსდევდა. . . . . . მე მას ველოდი, ველოდი დიდხანს, ლტოლვით, შიშით და ასე გრძელდებოდა ლოდინი!!! ნაცრისფერ დღეებს წარმოსახვით შექმნილი ფერებით იფერადებ, სიზმრებით, ფიქრებით, ოცნებით ცხოვრობ!!!! ეს იყო ჩემი სიზმარი, რომელიც შორსაა ან იქნებ სხვისიც გამხდარა, ჩემთან კი მხოლოდ ნატვრა და ზმანებაა. . . . . . . . . . . ჩემი ცხოვრება ლოდინში გაილევა, უსასრულო ლოდინში, ჩემი ცხოვრების დრო და ჟამი ნელა ძალიან ნელა მიცოცავს, ბედი დამცინის, რისთვის ვერ ვივიწყებ მას, თითქოსდა ამის იქეთ არ არსებობს არსებული დრო . . . . . . . . ! მხოლოდ დრო მკლავს, რომლის უკიდეგანო სივრცეში ჩაქსოვილია მჭიდროდ მოლოდინი. ეს ღამეც ნელა, თეთრად თენდებოდა, მაგრამ უცნაური იყო დანარჩენ დღეებთან შედარებით. ცივი, წვიმიანი, თითქოსდა ჩემს წუხილს ცა ღვრიდა. ვგრძნობდი რაღაც უცნაურ ტკივილს, რაღაც გული ცუდს მიგრძნობდა და მეშინოდა. . . . . . . (ანის გული სწრაფად უცემდა და მართლაც რაღაც საშინელი ტკივილი იგრძნო სხეულში, რომელმაც თითქოსდა სასიცოცხლო ძაფი ჩასწყვიტა მასში. გრძნობდა რომ გონება ებინდებოდა და ირგვლივ ყველაფერს გაორმაგებულად ხედავდა.) ღმერთო!!! უცებ ტკივილმა აიძულა ხმამაღლა ეთქვა ეს სიტყვა და უსულოდ დაეცა. მშობლებმა ხმაური გაიგონეს და ოთახში შევარდნენ. დაინახეს ანი უსულოდ იატაკზე დაგდებული. დედა პანიკამ მოიცვა. სასწრაფო გამოიძახეს და ანი საავადმყოფოში წაიყვანეს. ეს ყველაფერი მოულოდნელად და უეცრად მოხდა. შემდეგ ყველამ გაიგო ეს შემზარავი ამბავი და საავადმყოფოში მოიყარეს თავი. ელოდნენ ანის გონზე მოსვლას, ყველა საათს მისჩერებოდა, როგორც იქნა ანი გონს მოვიდა. ექიმმა ყველას შეატყობინა და ყველამ ერთდროულად შვებით ამოისუნთქა. დედა პალატაში შევიდა, შეაღო კარი და დაინახა შვილი, ფერმკრთალი და გული აუჩუყდა: დედა რა მოხდა? ნუ გეშინია შვილო, ყველაფერი რიგზეა, უბრალოდ ცოტათი შეუძლოდ გახდი. დედა რაღაც ყველაფერი მტკივა, საერთოდ ყველაფერი. დამშვიდდი შვილო მალე გაგივლის და სახლში წაგიყვანთ. ანი ყველა მისმა მეგობარმა მოინახულა, ყველა ამხნევებდა და ცოტათი მოახერხეს კიდეც მისთვის ტკივილი დაევიწყებინათ. ყველას რომ ეგონა ანი მეორე დღესვე სახლში დაბრუნდებოდა, ამაო აღმოჩნდა, რადგან მდგომარეობა თანდათან რთულდებოდა. . . . . მაგრამ ზუსტ მიზეზს ვერავინ იგებდა. ასეთ ერთფეროვნებაში, საავადმყოფოში ანიმ თითქმის ორი კვირა გაატარა. ანის მშობლები ექიმმა თავისთან დაიბარა. ცოტა არ იყოს შეშინებული შევიდნენ ექიმთან, რადგან ექიმს სახეზე უცნაური მიმიკები უთამაშებდა. . . . ეს მიმიკები მწუხარების მიმანიშნებელი იყო.
|