დაბრძანდით! თქვენ იმიტომ დაგიბარეთ რომ ანალიზის ზუსტი პასუხი გითხრათ, მაგრამ ძალიან მიჭირს ამის თქმა. ექიმო რა ხდება? რამე საშიშია? მდგომარეობა იმაზე რთულია ვიდრე მოველოდით. ნერვებმოშლილმა დედამ ხმამაღლა წამოიყვირა: არ იტყვით რაშია საქმე? ანალიზის პასუხმა აჩვენა რომ თქვენი შვილი მძიმე სენით, ლეიკემიითაა დაავადებული, უკვე გართულებულ მდგომარეობაში ანის მამა შეშფოთებული მივარდა ექიმთან და ჟანჟღალით უთხრა: ჩემი შვილი განკურნეთ რადაც არ უნდა დაგიჯდეთო. ჩვენ ყველანაირად შევეცდებით მაგრამ უკვე გვიანია, მდგომარეობა რთულადაა და შეიძლება შემდეგ სავალალო აღმოჩნდეს. ანის დედა ტირილით ღმერთს ეუბნებოდა: ღმერთო მე რატომ არ მომექეცი მასე და რატომ მართმევ ერთადერთ შვილს, გთხოვ მე წამიყვანე და აქვითინებულმა მეუღლეს დაადო თავი. ანის დედა აზრზე არ იყო, თითქოსდა წაერთვა მეტყველებისა და აზროვნების უნარი, ყველას უნდოდა გაეგო რა ხდებოდა, მაგრამ ანის მშობლები თქმას ვერ ახერხებდნენ. ისინი ფიქრობდნენ თუ როგორ ეთქვათ ანისთვის ან საერთოდ ეთქვათ კი? მაგრამ დამალვას რა აზრი ჰქონდა, მაინც გაიგებდა ადრე თუ გვიან. დედამ გადაწყვიტა რომ ის ეტყოდა ანის ამას, მაგრამ საშინლად უძნელდებოდა. რა ვქნა? რა ვქნა? რა ვქნა? ამას იმეორებდა ანერვიულებული. დამშვიდდი ასე მოგვექცა ბედი, უდროოდ ის მიდის ვინც ღმერთს უყვარს, ყველას ერთი გველის. . . . . . დათო ამას როგორ ამბობ? ის ხომ ჩვენი ერთადერთი შვილია? მისი დათმობა არ შემიძლია გესმის????? არაააააააააააააააააა. . . . . . . . . . . . !!!!!!!!!!!!!!!!! ნინო ჩვენი შვილი ძლიერია, აიტანს ამ ყველაფერს და იბრძოლებს გადარჩენისთვის, ის ხომ ჩვენი შვილია. . . . . დამშვიდდი და უარესად არ შეაშინო. . . . . დედამ შეაღო პალატის კარი ისე, თითქოს ლოდი დააწვა და დიდი სიძნელით შევიდა შიგ. ანის ძალიან ლამაზად და მშვიდად ეძინა. დედას უნებლიედ ცრემლები წამოუვიდა. როგორ დაერღვია მისთვის სიმშვიდე, როცა ხედავდა რა უშფოთველად ეძინა. ანის დიდი ხანი არ სძინებია, მალე გამოეღვიძა და დაინახა დედა ფანჯარაში დაღონებული როგორ იყურებოდა. დე შენ ხარ? შვილო გაიღვიძე? იცი რა ლამაზად გეძინა? მართლა? ალბათ იმიტომ რომ ლამაზი სიზმარი ვნახე. და რა სიზმარი ჩემო ანგელოზო? ვითომ "ოცნების კუნძულზე” ვიყავი და მზის ჩასვლას ვუყურებდი. მართლაც ლამაზი სიზმარი გინახავს შვილო ხო დედა! ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ადგილი დამესიზმრა და ცუდია რომ ეგ მხოლოდ სიზმარი იყო . . . . . Lდედა როგორი სახე გაქვს? მასე რატომ მიყურებ? მოხდა რამე? მითხარი არ დამიმალო შვილო იცი რა? არა დედა არ ვიცი, თუ მეტყვი გავიგებ! შვილო არ შემიძლია!!!!! და აქვითინდა. . . . . . . დედა ცუდად ხარ? არა შვილო არ ინერვიულო მე კარგად ვარ. დე რას მიმალავ? მითხარი დე გთხოვ! დედა შენ არ ინერვიულო შვილო ყველაფერი კარგად იქნება, უფალი ჩვენთანაა. დედა ეგ რა შუაშია? მეტი აღარ შემიძლია შვილო. . . . . . . დედა მითხარი რა ხდება! იცი შვილო შენ ავად ხარ. . . . . ! ავად? სერიოზულად? ლეიკემიაააა. . . . ლეიკემია?????????? სულშეკრულმა თქვა ეს, დე დე დე ლეიკემია როგორ დე? საიდან? რისთვის? ანი აქვითინდა, დედა ამხნევებდა მაგრამ მის გულში ყველაზე დიდი ტკივილი იყო და ანის ცრემლები მას ტკივილზე ტკივილს უმატებდა. დედა! დე! რამდენ ხანს ვიცოცხლებ? 6 თვემდე! 6 თვემდე? ძალიან ბევრია. . . . . დე არ მინდა წვალება გესმის? არა! მირჩევნია უმტკივნეულოდ მოვკვდე და მალე. დედა ხმას ვეღარ იღებდა. ამის შემდეგ ეს ამბავი ანის მეგობრებმაც გაიგეს, ყველას უჭირდა დაჯერება და წარმოდგენა, რომ ისინი მალე ანის ვეღარ ნახავდნენ, მაგრამ ანისთან არაფერს იმჩნევდნენ. შემდეგ ანის მეგობრებმა გადაწყვიტეს მისთვის ეს დათვლილი დღეები გაელამაზებინათ და გიოს შეატყობინეს ეს ამბავი . . . . . გიოსთვის ეს უდიდესი დარტყმა იყო . . . . . . . . მას ხომ ანი ძველებურად უყვარდა. . . . . . . . . . გიო მეორე დღესვე ჩამოვიდა ანის სანახავად. ანი აზრზეც არ იყო რომ გიომ ყველაფერი იცოდა. გიო ჩამოსვლისთანავე საავადმყოფოში წავიდა. . . . . თან ანის საყვარელი ყვავილების თაიგული უყიდა. როცა საავადმყოფოში შევიდა ფიქრობდა იმაზე თუ როგორ ჩაეხედა ანის თვალებში, რა ეთქვა მისთვის, ნერვიულობისაგან მთლად კანკალებდა. ფიქრობდა რომ ანი გაიფიქრებს მხოლოდ ეხლა გავახსენდი ამდენი ხნის მანძილზეო და ასეთი აზრები უტრიალებდა თავში. ამ ფიქრში ანის პალატას მიუახლოვდა, კარები შეაღო, ამოისუნთქა და შედგა პირველი ნაბიჯი. ანის თავი ფანჯრისკენ ჰქონდა მიბრუნებული და ცას გაჰყურებდა. .
|