ანი . . . . . . . . . . . . . . . ანიმ პირველად თავი არ შემოაბრუნა, გაიფიქრა მომესმაო . . . . ეს ხომ გიოს ხმა იყო. . . . ჩაფიქრებული ხარ? (ამ სიტყვებზე ანიმ დაიჯერა, რომ არ ეჩვენებოდა. უცებ თავი შემოაბრუნა და გიო დაინახა, ადამიანი რომელიც მას ყველაზე მეტად სჭირდებოდა. თქვენ ვერ მიხვდებით ანის გულში რა ხდებოდა, მაშინ როცა გიოს ხმა გაიგონა. თითქოსდა ვეღარ გადაიტანდა იგი ამ სიხარულს, მაგრამ თავი შეიკავა და სიამაყით შეხედა გიოს.) - გიო შენა ხარ? ასე მოულოდნელად რამ ჩამოგიყვანა? (ხო . . . მხოლოდ ეს უბრალო სიტყვები, მაგრამ უბრალო და ამავე დროს ძვირფასი, იმიტომ რომ ანიმ ამ სიტყვებს მთელი მისი სიცოცხლე და უსაზღვრო სიყვარული გამოაყოლა, თუმცა გიოსათვის შეუმჩნევლად. გიომ ამ დროს გაიფიქრა. . . . . "არც კი გახარებია ჩემი დანახვა, თუმცა მეტის ღირსი ვარ, ან რას უნდა ველოდო? მე ხომ ის მივატოვე, როცა მას ძალიან ვუყვარდი და ვჭირდებოდი”) შეიძლება შენს სიახლოვეს ჩამოვჯდე? სულ დამავიწყდა . . . . . დაჯექი! Uუბრალოდ ძალიან გამიკვირდა მართლა არ გელოდი. ისე ასე მოულოდნელად რისთვის ჩამოდი? პრობლემები ხომ არ შეგექმნა? არა! არანაირი პრობლემები. ვიცი ძნელი დასაჯერებელია და არც დაიჯერებ, მაგრამ აქ შენს გამო ვარ. როცა გავიგე რომ ავად იყავი, დაუყონებლივ, ფიქრის გარეშე წამოვედი, შენს სანახავად. ვიცი გიჭირს ამის დაჯერება, მაგრამ ღმერთია მოწამე რომ გულწრფელად გეუბნები. დიახ! ძალიან ძნელია. ვიცი უაზრობაა ამაზე საუბარი, მაგრამ მე ამ წამს დიდ ხანს ველოდი, ველოდი იმ წამს როცა ყველაფერზე დაგელაპარაკებოდი და გაგიმხელდი ჩემს საიდუმლოს. გიო მე ამ ცხოვრებისგან უსაშველოს არაფერს ვითხოვდი . . . . . . მხოლოდ შენ მენახე, შენი ხმა გამეგო, ერთხელ მაინც დაგერეკა, მაგრამ დრო გადიოდა და ვეგუებოდი იმას რომ არ დაბრუნდებოდი. ვამბობდი რომ დროთა განმავლობაში ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა და ალბად ჩვენს ურთიერთობას "განშორება” ან თუნდაც "ლამაზი სიყვარული” დაერქვა. ალბად გაინტერესებს ბედნიერი ვარ თუU არა? ვერ გეტყვი, რადგან არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ რომ არა. იმიტომ რომ მე ბედნიერება სხვაგვარად წარმომედგინა . . . . . . . ისეთი როდესაც არაფერი გაკლია სიყვარულის მხრივ, როდესაც ეს გრძნობა შენთანაა . . . . . იმასაც ვიტყვი რომ ჩემი ბედნიერება შეიძლება ცხოვრებასთან ჭიდილი იყოს. ბედთან ჭიდილში დამარცხებულს, წარმოიდგინე არც უბედურად მიმაჩნია თავი. და იცი გიო რატომ? იმიტომ რომ ახლა რომ ვარ მე ისეთი ბედნიერი არასოდეს ვყოფილვარ! გესმის გიო?! ანუ ვიცი რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ ეგ მხოლოდ შენთვის, ჩემთვის კი . . . . . . ის ლამაზი გრძნობა, მარადიულად დარჩებ ჩემს გულში. როცა ვიხსენებ ჩემს საქციელს, საკუთარი თავი მეზიზღება . . . . დროის დაბრუნება რომ შემეძლოს . . . . . . . . ძალიან ვნანობ ჩემს საქციელს. დროის დაბრუნება რომ შეგეძლოს რას იზამდი? არ დაგკარგავდი! ვხვდები ანი რომ მეტი აღარ შეგიძლია, აღარ იცი როგორ მოიქცე, რა იფიქრო ან რა მოისურვო, მაგრამ ნუ მკიცხავ. იქნებ არ გჯეროდეს რასაც ეხლა ვამბობ, მაგრამ როდესაც აქედან წავედი, შენზე ფიქრი და ოცნებაც გავიყოლე. ის ყოველი ლამაზი წამი, რაც თუ ერთად გავატარეთ, ის ჩხუბი, ის სიხარული, ის ცრემლი, ის ჩახუტება, არასოდეს დამვიწყებია. იქნებ გეგონა რომ სამუდამოდ დაგივიწყე და შენზე არც კი ვფიქრობდი ან სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდი? არა ანი არა!!!!! შენი დავიწყება ვერ მოვახერხე! ან რისთვის უნდა დამევიწყებინე? იმიტომ ხომ არა რომ მანძილი გვაშორებდა? არა სიშორე უფრო მიმძაფრებდა შენდამი გრძნობას . . . . . მენატრებოდა ის შენი უარყოფითი თვისებები, რომელიც სასტიკად მაღიზიანებდა, შენი უმიზეზო გაბუტება, სიამაყე, ეჭვიანობა. . . . . . მინდოდა შენთვის დამერეკა პატიება მეთხოვა მაგრამ მრცხვენოდა. იმის მრცხვენოდა რომ ასეთი ლამაზი სიყვარული მივატოვე. ჩემი დანაშაული მიუტევებელია. აღარ ვიცი რა მემართება და როგორ მოვიქცე, არც ის ვიცი ჩემს საქციელს რა დავარქვა, ან ჩემს თავს ვუწოდო ადამიანი? იქნებ ჩემი საუბრით ტკივილი მოგაყენე, მაგრამ შენ რო გჩვევია ხოლმე ასეთ შემთხვევაში ამაყად და დიდსულოვნად შეეცადე მაპატიო . . . .
|