Main » 2012 » March » 12 » ერთი სიყვარულის ისტორია..7
2:19 AM
ერთი სიყვარულის ისტორია..7

გიო მხოლოდ ამას გეტყვი:

" მე არ მითხოვია შენთვის სიყვარული,
მე არ მითხოვია შენთვის შებრალება, 
მე ბედნიერი ვარ ჩემი სიყვარულით,
შენ კი არაფერს გთხოვ არ მსურს მოწყალება,
მე ბედნიერი ვარ შენი ხმა რომ მესმის, 
მე ბედნიერი ვარ შენ ერთს როცა გხედავ,
მე ბედნიერი ვარ, ჩუმად ვიტანჯები
და მეტს არაფერს გთხოვ, არ მსურს მოწყალება
ასე ჩუმად! ძლიერ, მუდამ მეყვარები
შენზე ლოცვით ალბად, სულიც ამომხდება,
და მაინც, მაინც არაფერს გთხოვ
არ მსურს! არ მსურს! გესმის?! არ მსურს მოწყალება!”

ისე გიო რატომაა რომ ადამიანები, მათ შორის მეც, შენც და ყველანი წარმოუდგენელ სისუსტეს ვიჩენთ? რატომ ხდება რომ თავის შეკავება გვიჭირს ხოლმე? ან ახლა მე ვტირი ხო? და რატო ვტირი? ან რა არის ეს ცრემლები? ეს ცრემლები ჩემი წარსულია, ტირილი კი ჩემი სისუსტე. . . . . იქნებ ისიც ჩემს სისუსტეში ჩაითვალოს რომ ყველაფერს გპატიობ! ღმერთი არა ვარ, მაგრამ ადამიანი ვარ რომელსაც შენდობა შეუძლია. მიუხედავად იმისა რაც შენს გამო ვიტანჯე, მთელი ცხოვრება შენს ლოდინს შევალიე, შენზე ოცნებით ვიცხოვრე. . . . მიუხედავად ამ ყველაფრისა მაინც ძალიან მიყვარხარ. მე გპატიობ და ყველაფერზე თვალს ვხუჭავ . . . . . . იმაზეც რომ მიმატოვე და ნეტავ სამუდამოდ დაბრუნდი. . . . . . . ? ? ? ? ? ? ? ?
- ანი ცხოვრებაში არასოდეს შემხვედრია შენისთანა ერთგული ადამიანი, უსაზღვროდ, უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ ერთმანეთს შევხვდით . . . . . . . . . . . . . . 
ის დღეც მოვიდა როცა ანი საავადმყოფოდან უნდა გაეწერათ და დარჩენილი დღეები მშობლებთან და ახლობლებთან ერთად მშვიდად გაეტარებინა. ყველას უჭირდა და დაჯერება უძნელდებოდა, როცა წარმოიდგენდნენ რომ მალე ანის ვეღარასოდეს ნახავდნენ.
ანიმ იცოდა რომ მისი დღეები დათვლილი იყო, მაგრამ არც კი ეშინოდა იმიტომ რომ ის გიოს გვერდით იყო. ანიმ მაინც მიაღწია იმას რომ საყვარელი ადამიანი მასთან იყო, მაგრამ წუხდა რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა.
. . . .
დღეები გადიოდა!!!!!! სწრაფად!!!!! სწრაფად!!!!!! რა ცუდია რომ დროს ვერ გავაჩერებთ. . . . . . სიხარულში და ბედნიერებაში ყველაზე სწრაფად გადის დრო, ხოლო უბედურებაში კი მიცოცავს . . . . . . . . . 
ანისთვის დრო ეხლა ძალიან ჩქარა მიჰქროდა, ის ხომ უზომოდ ბედნიერი იყო. . . . . . 
ერთ დღეს მაისში იყო ლამაზი და საოცრად მშვენიერი დღე. გიომ გადაწყვიტა ანისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა.
ანი იცი მე შენთვის სიურპრიზი მაქვს და იმედია გაგახარებს!
რაა ასეთი?
სიურპრიზია! მოდი თვალებს აგიხვევ ასე უფრო კარგად გამოვა.
ღმერთო! როგორ მაინტერესებს რა არის.
გიომ ანის მოკიდა ხელი და "ოცნების კუნძულზე” წაიყვანა.
აი მოვედით! 
ღმერთო როგორ მეცნობა ეს სურნელი, ეს სასიამოვნო ჰაერი!
მართალი ხარ ანი, ნაცნობი ადგილია თან მონატრებული. მზად ხარ?
ერთი სული მაქვს.
აბა თვალები გაახილეეეეეეეეეე!!!!!!!
გიოოოო დამპალო!!!! აუ როგორ გამახარე, შენ ვერც კი წარმოიდგენ, თავი ზღაპარში მგონია, რა ბედნიერი ვარ, თითქოს თავიდან დავიბადე, შენ მაჩუქე სიცოცხლე! გიო შენ! ღმერთო! მგონია რომ ძველ დროში ვარ და ის ლამაზი წუთები დამიბრუნდა. . . . . . 
ხო ანი, ჩვენ ძველი დრო დავიბრუნეთ ! ! ! ! ! ! 
მართლაც საოცარი ადგილი იყო "ოცნების კუნძული”. ზღვის პირას განიერი, ლამაზი ბილიკი მიჰყვებოდა, სამოთხის ბილიკივით გარს შემოკვროდა სიმწვანე, სიმშვიდე. ზღვაც კი დამშვიდებული, კარგ ამინდში როგორც ჩვევია ხოლმე, ტბასავით მდორე, მინდორივით გაშლილი, უჩვეულო იყო. შორს ჰორიზონტთან ზღვისა და ცის ბოლოს ოქროსფრად ბრწყინავდა მზის სხივები ზღვის მდორე ზედაპირზე. . . . . . . . თან აფრებიანი ნავები დასრიალებდნენ და ეს აფრები ლამაზი ნახატივით იხატებოდა მზეზე. ეს სილამაზე ჰაეროვნების ილუზიას ქმნიდა. 


Category: ♥ ისტორიები ♥ | Views: 953 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: