Main » 2012 » February » 25 » განა მე წვიმა გვერდს ამივლიდა ?
1:21 PM
განა მე წვიმა გვერდს ამივლიდა ?


განა მე წვიმა გვერდს ამივლიდა ?
ჩემი ქოლგის ქვეშ ვიდექ წვალებით.
სადაც მე ვდგავარ, ამ ადგილიდან,
ამ ადგილიდან ჩანს მწვერვალები.
ბრიყვს სხვა რა უნდა, ოღონდ აქე და
ჭეშმარიტებას არ გთხოვს სრულებით:
სადაც მე ვდგავარ მხოლოდ აქედან,
მხოლოდ აქედან ჩანს უფსკრულები.
ქარმა ღრუბლები ცაში გაჰკიდა,
ელვა თვითნებობს,სივრცის გამკვეთი.
სადაც მე ვდგავარ - ამ გორაკიდან...
აქედან მოჩანს იქით-აქეთი.
Category: ♥ ლექსები ♥ | Views: 971 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: