Main » 2011 » December » 12 » გარდავიცვალე ჩემს ლექსებში ეპოქის მსგავსად
0:14 AM
გარდავიცვალე ჩემს ლექსებში ეპოქის მსგავსად


იცი ყველაზე მეტად რისი მეშინია?
ლოდინის,განცდის...
დღეს აპრილებმა სული დამბანეს
სამყაროს გავსცდი...
განკითხვის დღე აქვთ იასამანებს.

ვბოდავ,სიმშვიდეს ვცოდავ...
სიჩუმეს არღვევს რიგალეტო,
პათოსმა შიში ამხილა ოდნავ..
შენ უნდა დამახრჩო სიგარეტო.

ბროწეულისგან ნაკოცნებს...
სიზმარში დახატული ნაცნობი ელეგია,
გუშინ წყევლა დალოცეს....
დანამულ მინდორზე მონატრების ენერგია.

ჩამესმა ვედრება...
ხმა ჩაიკმინდეს სოფლის თავში მდგარმა ბებრებმა.

დაწერე,
დაწერე,
დაწერე,
გარდავიცვალე ჩემს ლექსებში
ეპოქის მსგავსად...
პალატა ცისფერი...ექიმი იესო მისინჯავს ცოდვებს,
გამწერეს...
ასეთი სიბრალული არ ყოფილა არსად.

მადლობა...
სდუმს ახალგაზრდობა...იციან
სიმართლე სად რომლის ღობეზეა,
ტერენტო,ნიკოლოზ,ტიციან
თქვენსავით უნდა დავტოვო პოეზია.
Category: ♥ ლექსები ♥ | Views: 1008 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: