Main » 2012 » May » 19 » გავთავდი . . !!
7:06 PM
გავთავდი . . !!

მცივა, ძალიან მცივა... მტკივა, სადღაც გულის სიღრმეში ძალიან მტკივა.. როგორ მინდა დავასახიჩრო ჩემი ტკივილის მიზეზი, მაგრამ არადა და არ გამომდის.. ხშირად თავის მოკვლაც მიცდია, მაგრამ ბოლო წამს შემშინებია და იარაღი ძირს მომისვრია... მინდა თავს რაღაც დავუშავო, მაგრამ ჩემი მეორე "მე" მაკავებს... ხელს ვერ ვატოკებ, რომ თმები დავიპუწო, ამაზე კი საშინლად ვბრაზდები და კივილს ვიწყებ.. გაუთავებლად ვტირი, მაგრამ ჩემი არავის ესმის.. არავის ესმის ჩემი მდგომარეობა.. 
ჩემი მუცელი.. ცარიელი მუცელი, აღარ მავს ჩემი პაწია.. მომიკლეს და ჩემი თავიც მას გაატანეს.. ნეტავ რა დაშავდებოდა, ახლა ისეც ჩემთან რომ ყოფილიყოი განა თავს ცუდად გრძნობდა დედის მუცელში ? მინდა სიცოცხლე მოვუსპო იმ თეთრხალათიან "კაცს", რომელმაც ეს ჩაიდინა... მკვლელი..! დაუნდობელი მკვლელია..! რატომ უნცა ცხოვრობდეს ის ამ ქვეყანაზეი იმისთვის, რომ სხვა ქალსაც გაუმწაროს ცხოვრება და შვილი წაართვასი ეს ხომ უსამართლობაა..!
აი ახლა, ვიღებ იარაღს და წვიმიან ქუჩაში, ფეხით მივუყვები "საავადმყოფოსკენ" მიმავალ გზას... ვაღებ კარს და უკანმოუხედავად გავრბივარ იმ არაკაცის "კაბინეტში"..
აი, მის წინ ვდგავარ და მისი ღიმილიანი სახე უარესად მიშლის ნერვებს და უფრო მეტად მინდება მისი სიკვდილი.. იარაღს ხელი მაგრად ჩავჭიდე, მაგლა ავწიე და სასხლეტს ხელი გამოვკარი... 
ოთახიდან გამარჯვებული სახით გამოვედი და სირბილით წავედი სასაფლაოზე... მივრბივარ, მაგრამ ისევ სასაფლაოს შუაგულში „ვდგავარ"... ირგვლივ ყველაფერი ბრუნავს.. მინდა ხელით შევეხო ცას, თუმცა იქამდე შორია, მაგრამ არ ისე შორი.. 
მინდა თვალები გავახილო, მაგრამ იმის ძალაც აღარ შემრჩენია, რომ თავს ძალა დავატანო და ცალი თვალი მაინც გავახილო.. მინდა უკანასკნელად შევხედო მიწას.. იმ მიწას, რომელმაც მე და ჩემი შვილი გაგვაუბერურა.. თვალს ვერადავერ ვახელ..! მაგრამ დავმშვიდდი, რადგან მივხვდი, რომ მე უკვე აღარ ვარ აქ.. წავედი ამ მიწიდან შორს.. სადაც შემი შვილი ძალით წაიყვანეს... მივდივარ და ხელად ვეცლები მე ამ სამყაროს... 
"მშვიდობით ჩემო ცხოვრებავ, მშვიდობით..!"
Category: ♥ ჩანახატები ♥ | Views: 1051 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: