Main » 2012 » May » 17 » მე მინდა მუდამ შენთვის ვიცოცხლო
9:29 PM
მე მინდა მუდამ შენთვის ვიცოცხლო

გუშინ დავწექი რატომღაც ადრე
სწავლისგან დაღლილს თავი მტკიოდა
თითქოს მინდოდა ლექსის დაწერა
მაგრამ მუზები არ მოდიოდა

შუქი ჩავაქვრე, ოთახში ბნელა
მუზები კიდევ მიფრთხიან ხალხო
ვთქვი: დავიძინებ, - თვალს ვხუჭავ ნელა
იმ იმედით, რომ სიზმარში გნახო...

სიზმარი მართლაც ვნახე სათუთი
რა დამავიწყებს იმ ლამაზ წამებს
ერთად ვიჯექით მინდვრის ბოლოში
და მიყვებოდი შენს ახალ ამბებს.

ზღვა ყვავილები იყო ჩვენს ირგვლივ
ჩიტების ჭიკჭიკს ვუსმენდით ნაზად
შენთან მინდოდა ყოფნა დიდი ხნით
შენთან მინდოდა ყოფნა ანაზდად....

მაგრამ რას იზამ? - არაა ასე
მე არ დამცალდა შენ გვერძე ყოფნა
მე არ დამცალდა შენთან ბაასი
და ეს სიზმარიც სულ მალე მორჩა

გამომეღვიძა ძალიან მალე
ვერ დავტკბი სიზმრის ბედნიერებით 
ვერ დავტკბი ტრიალს მინდოზრე წოლით 
ვერ დავტკბი შენი სახის ცქერებით

გული დამწყდა, რომ სიზმარი იყო
თითქოს დაიწყო ჩემს გულში თოვა
მე მინდა მუდამ შენთვის ვიცოცხლო
და გაზაფხულიც სულ მალე მოვა...
Category: ♥ ლექსები ♥ | Views: 1151 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: