|
|
Main » 2012 » February » 19 » მე მჯერა სასწაულების ...
6:25 PM მე მჯერა სასწაულების ... |
…შევედი თუ არა პირველი რაც თვალში მომხვდა უთვალავი ბოთლი იყო ... მიმოფანტული მთელ სახლში... თუმცა ამას სახლი ნამდვილად აღარ ერქვა ... მასპინძელი შუქს თუ არ აგინთებდა აუცილებლად რამეს მოიწევდი ... ჭუჭყი... ქაოსი... დახუთული და ალკოჰოლით გაჟღენთილი ჰაერი მორიგეობით მიბიძგებდა გასაქცევად ,მაგრამ ვერ წავალ ... გიგის ვჭირდები ! შემოდი ... რას დაეყუდე გოგო _ საძინებლიდან გამომძახა და მეც შევედი _ ალბათ საუკუნეა არ მინახია _უცებ ვიგრძენი საოცარი მონატრება და ამავდროულად სიბრალული ... მე მიყვარს გიგი ... მიყვარს მთელი გულით .ოღონდ მეგობრულად .. მთელი ჩემი შეგნებული და შეუგნებელი ცხოვრება გვერდით მყავდა , ყოველთვის ზრუნავდა და მიფრთხილებოდა. დღეს კი, თავად არის მოსავლელი და დასარიგებელი .... გიგი ნარკომანია ... მე არ მრცხვენია ამის გამხელის .იმიტომ რომ ეს ავადმყოფობაა .მანიაა და მას დახმარება ჭირდება ... ... არადა სულ რაღაც 3 წლის წინ გიგი ადამიანი იყო ... ადამიანი დიდი გულით... უსაშველოდ თბილი და უაზროდ საყვარელი და რაც მთავარია იყო__ ადამიანი ! მაგრამ ეს მაშინ იყო ... დღეს ის მონაა... წამლის , შპრიცის . ლომკის მონა ... და ვატყობ უკვე ცრემლს ვერ მოვერევი ... აი ფაქტიც, მე ვტირი და ის თვალებში მიყურებს ... _ჩემ გამო ტირი ? ... შემომხედე ...ჩემ გამო დედაჩემიც აღარ ტირის უკვე _ გაუბერე გოგო ? _ და ვატყობ როოგორ მარიდებს მზერას ...( შემორჩენია სინდისი) _ გიგი , მეტირება ...ესეთ დღეში რო გიყურებ მეტირება -რა ვქნა მიპასუხე , რაა? _ არაფერი , ჩაეცინა ... ვერაფერი უნდა მეთქვა.. და მოდი რა ჩამეხუტე თუ არ გეზიზღები ... _ დაუფიქრებლად ვიხუტებ გულში და უკვე ქვითინზე გადავდივარ . ... მომიყევი რა როგორ არიან ჩვენები ... თიკო რას შვება ? ბექა ? რავი გიუშა .. ყველაფერი მაინტერესებს ხო იცი _ _ თიკო გათხოვდა ... ბექა არის რა ბესდელნიკობს ... გიუშა ისევ წასვლას აპირებს .. რეზოს პატარა გოგო შეეძინა .. რავი კარგად ვართ რა --- ამასაც თუ კარგად ყოფნა ქვია _ ცრემლს ვიწმენდ და სიგარეტს უკიდებ ... უცებ გიგიმ ხელი ამიკრა... ეეე ჩემი დედა... ეხლა ატრაკებ შენ -- ცხვირში მომაბოლე ხო ცხვირში... რეებს აკეთებ ტოო ? __ მეცინება და ისევ უკიდებ მეორე ღერს ... გიგ მოდი დამრიგებლის როლი დღეს მე მექნება რა ... და საერთოდ აწი მე დაგარიგებ _ შენი ხმა არ გავიგო = არ მაინტერესებს რა გინდა = მე რაც მინდა და ჩვენებს რაც უნდათ ისე უნდა იყო და მოიქცე გაიგე ? __ ხმას არ იღებს ... სიგარეტი გამომართვა და იმხელა ნაფაზი ამოარტყა მე მეტკინა ფილტვები ... _ 1 წელია არავის არ უნახივარ იცი ? 1 წელია არც იციან ცოცხალი ვარ თუ მკვდარი ... _ იციან რომ ცოცხალი ხარ ,დამშვიდდი . _ ხო , ეცოდინებათ ...მაგრამ რა ხეირი მე ? _არანაირი _ გიგ , დაგავიწყდა თქვენი ბოლო შეხვედრა ? რა გიკვირს _ რამდენი მოგითმინეს ,რამდენი დაგარიგეს ,რამდენი დაგეხმარნენ , რამდენი ,რამდენი ? -არ გრცხვენია ? ეს რო გაიგონ რო მე აქ მოვედი ,მეც მაგრა მომხვდება ხო იცი ,მაგრამ არ შემეძლო არ მოსვლა - არ შემეძლო = პირდაპირ გეტყვი მეცოდები ,თუმცა ჯერჯერობით დამრჩა ძველი სიყვარული შენს მიმართ გიგი... მოდი დაიწყე ახალი ცხოვრება რა ... მოდი , აჯობე სატანას , მოდი დაგვიმტკიცე რომ ძლიერი ხარ და რკინის ნებისყოფა გაქვს ... მოდი გიგ მოდიი, მე გპირდები რომ ყველაფერში ხელს შეგიწყობ შეეშვი ამ სისაზიზღრეს ოღონდ რა ... გთხოვ გიგ ... სიტყვები მეფანტება უკვე, ვამჩნევ... ხმა მიკანკალებს და გაქცევა მინდა . არ შემიძლია ესეთ დღეში უყურო ადამიანს,არა აღარ ქვია მას ადამიანი ... ის არსებაა უკვე ... არსება ,რომელსაც არც აწმყო გააჩნია და არც მომავალი _განწირული არსება ,რომელიც ყველამ გარიყა ,ხელი კრა,ზურგი აქცია ,დაივიწყა და უბრალოდ განგებას შეატოვა მისი თავი ... _ აზრი არ აქვს არაფერს ,შენც ხო იცი ? ... მე ჭაობში ვარ უკვე , უკვე გვიანია _ მე ესე გადავწყვიტე ყოფნა . ხო იცი რის გამოც ? საკუთარი დედა გავწირე _ გოგო, საკუთარი დედა და რა დარწმუნებული ხარ რო ეხლა შენც არ გიჩალიჩებ რამეს? _ ადექი და წადი... არ მჭირდება მე არც შენი და არც არავის სიბრალული , ესეთი ახვარი ვარ და ახვრულად დავიბრიდები ... ადექი და წადი თქო _ გაეთრიეეეე ... და ვხედავ როგორ ეჭიმება ძარღვი შუბლზე . საოცრად მკაცრი შესახედაობა აქვს ამწუთას, მაგრამ თვალები ყიდის . თანდათან ცრემლებით ევსება და საოცარი სიყვარული უდგას მზერაში ... _ არ წავალ ! გამაგდე , მიყვირე , იღრიალე, მაგინე . მლანძღე -იტოგში, რაც გინდა მიქენი - მიდი გამიჩალიჩე - არ მადარდებს ... არ წავალ და მორჩა ! ...მას შემდეგ რაც სახლი სახლს დავამსგავსე , მე და გიგიმ ტირილით გული ვიჯერეთ ,ყავა და ცოტა საჭმელი ამოუტანე , საშინლად დათრგუნული და გათელილი წამოვედი იქედან ... მაგრამ იმედიანად _ იმ იმედით ,რომ ყველაფერი კარგად იქნება და გიგი ისევ ადამიანი გახდება ... მე მჯერა სასწაულების : )
|
Category: ♥ ისტორიები ♥ |
Views: 930 |
Added by: benduka
| Rating: 0.0/0 |
|
|
|
|
|
|
|