Main » 2012 » February » 19 » რატო?რატო?
6:36 PM
რატო?რატო?

ქორწილიდან სამი წლიქორწილიდან სამი წლის თავზე შეეძინათ... 
სიხარული მოიტანა დიდი... 
მარიამი დაარქვეს, ღვთის საჩუქრად ჩათვალეს... 
ასეთი გოგო დუნიაზე არ დაბადებულაო... 
არც ბიჭიო... 
ბებია ქალმა თქვა: რომ დაიბადა, შემომხედა და მეგონა, გამარჯობა მითხრაო... 
ბიძამ ექთნებს ფული აჩუქა და ორი საათის დაბადებული ნახა: 
`იცინოდა და ასე მეგონა ბიძი, როგორა ხარო, მეკითხებოდაო...~ 
მთელ სოფელს უყვარდა 
ის კი არა, მეზობელი სოფლებიდანაც მოდიოდნენ, რომ ენახათ... 
დილით მწვანე ჰქონდა თვალები, შუადღით ლურჯი, შეღამებისას თაფლისფერი, საღამოს შავი... 
დედის ოცნების ქალი და მამის სიცოცხლე... 
ორივეს სიხარული...
დედამ პიანინო დაუკრა და ისიც ორივე ხელს ურტყამდა კლავიშებს, თითქოს სოლფეჯიო გავლილი ქონდა უკვე... 
მამამ აკორდეონი დაუკრა და მარიამმა ისე აათამაშა ხელები, თითქოს `ასა ფართში~ დაბერდაოს თავზე შეეძინათ... 
სიხარული მოიტანა დიდი... 
მარიამი დაარქვეს, ღვთის საჩუქრად ჩათვალეს... 
ასეთი გოგო დუნიაზე არ დაბადებულაო... 
არც ბიჭიო... 
ბებია ქალმა თქვა: რომ დაიბადა, შემომხედა და მეგონა, გამარჯობა მითხრაო... 
ბიძამ ექთნებს ფული აჩუქა და ორი საათის დაბადებული ნახა: 
`იცინოდა და ასე მეგონა ბიძი, როგორა ხარო, მეკითხებოდაო...~ 
მთელ სოფელს უყვარდა 
ის კი არა, მეზობელი სოფლებიდანაც მოდიოდნენ, რომ ენახათ... 
დილით მწვანე ჰქონდა თვალები, შუადღით ლურჯი, შეღამებისას თაფლისფერი, საღამოს შავი... 
დედის ოცნების ქალი და მამის სიცოცხლე... 
ორივეს სიხარული...
დედამ პიანინო დაუკრა და ისიც ორივე ხელს ურტყამდა კლავიშებს, თითქოს სოლფეჯიო გავლილი ქონდა უკვე... 
მამამ აკორდეონი დაუკრა და მარიამმა ისე აათამაშა ხელები, თითქოს `ასა ფართში~ დაბერდაო... 
ბებიამ სიმღერა დაიწყო და ისე ღუღუნით აყვა, იტყოდი `მართვეში~ აქვს წლები ნამღერიო... 
ისეთი გაცისკროვნებული იყო, იქნებ უბრალო ბავშვი კი არა ანგელოზიაო, გაიფიქრა... 
ყველას ეფერებოდა, ყველას უმღეროდა, ყველას უღიმოდა... 
ყველა ეფერებოდა, ყველა უმღეროდა, ყველა უღიმოდა... 
მისთვის არავინ არ იყო ცუდი... 
ახალმოსულს სტუმარს ისე ჩაეხუტებოდა, დედას რომ ეხუტებიან მხოლოდ... 
უკვირდათ, ასე არ ხდებაო... 
ასეთი ლამაზი ბავშვი როგორ შეიძლება იყოს, ალბათ მართლა ანგელოზიაო... 
`ამფერი ჭკვიანი თვალები ამ ერცახა ბაღანას საიდან შეიძლება ჰქონდესო~ 
მერე ენა ამოიდგა და `დედა~ და `მამა~ თქვა... 
მეზობლის ქალმა შვილს დაუძახა დათოო და `დათო~ თქვა... 
პური აჭამეს და `მომე პულიო...~ 
მეზობლის ქალმა ჩაიხუტა და არ უნდოდა გაშვება... 
სამჯერ თხოვა დედამ, დამიბრუნე, უნდა ვაჭამოო... 
არაო, ჭირვეულობდა მეზობელი... 
`უუო~, ისე უთხრა მეზობლის ქალს, დედას ნუ მიჯავრებო, ორივე შეცბნენ... 
დაუბრუნდა დედას და გაიცინა ისევ... 
სოფლის ცენტრში წაიყვანა დედამ და თავისებურ ენაზე ესაუბრებოდა ყველას და ყველაფერს, რაც შეხვდა... 
ეზოებს, ხეებს, ყვავილებს, სკოლიდან წამოსულ მეზობლის ბავშვებს... 
ყველა უხაროდა... 
ხუთი ენა იცისო, ბებია ტრაბახობდა... 
რომ ეუბნებოდნენ რატომ ხარ ასეთი ლამაზიო, `რატო~ თქვა და გაიღიმა... 
რომ გაუცინეს, მოეწონა და მიაყოლა 
`რატო, რატო, რატო~... 
სიცილით... 
ბებიამ, ისეთი ლამაზი იყო, რომ ვუყურებდი, სულ მეშინოდა, რამე არ დამართნოდა და ღმერთს ვევედრებოდი, მარიამი არ წამართვაო... 
მერე დედამ სიზმარი ნახა: 
`მარიამი სისხლში ცურავდაო, მერე თითქოს ფრთები გამოისხა და გაფრინდაო... 
...ვეძახდი, დაბრუნდი მარიამ, დაბრუნდიო, ის კი ზევიდან სიცილი მეუბნებოდაო: 
`რატო, რატო, რატოო...~ 
და გამეღვიძაო... 
არც დაუძინია მერე დედას... 
შეშინდა... 
პირველი სისხლჩაქცევა კანზე, ფეხებთან... 
და საავადმყოფოს ლამაზი, მაინც უსახური კედლები... 
გამთბარი, მაინც ცივი პალატები... 
ათასნაირი ანალიზები... 
რამდენი რამე შეიძლება თურმე სჭირდეს ადამიანს... 
და ბოლოს საშინელი დასკვნა... 
აპლასტიკური ანემია... 
მილიონში ოთხს რომ ემართება მხოლოდ... 
სასწრაფოდ იყო საჭირო ოპერაცია იტალიაში... 
უკვე გაიგზავნა ანალიზები... 
პასუხის მოლოდინში დღეში ორი დონორი ყოველთვის მზად იყო იყო მეორე დადებითი სისხლით... 
მეზობლის ბიჭმა ჩოხატაურში ვიყავი სისხლის ჯგუფი რომ გამეგოო... 
პირველი აღმომაჩნდა... 
ვევედრებოდი ექიმებს, ნახეთ იქნება შეცდომაა და მეორე დადებითი მაქვსო... 
მარიამის გულისთვის სულ დავიცლებოდი სისხლისგანო... 
თუმცა არაფერს აკლებდნენ ექიმები, თანდათან სუსტდებოდა ორგანიზმი... 
სასთუმალს არ მოცილებია დედა და მამიდა... 
ცრემლი არ დაუშრა მამას, უღიმილო მარიამის შემხედავს... 
გიჟებივით დარბოდნენ ბიძები წამლებსა და ანალიზებზე... 
ცრემლიანი თვალით გახედავდა ბებია გზას, რომელსაც წაყვა მარიამი... 
ცუდს ეუბნებოდა გული... გული ტიროდა... 
დონორიც არ მოკლებია... 
უცხო სისხლზე დამზადებულ თრომბომასას ყოველთვის ვერ გუობდა ორგანიზმი... 
კრიჭა ეკროდათ ექიმებს, სასიკეთოს რომ ვერ ამბობდნენ... 
ექთნები ნემსის გაკეთება უჭირდათ, რამე არ ვატკინოთო... 
შობა დღეს პალატაში მგალობლები შემოვიდნენ... გალობა დაიწყეს... 
გადმობრუნდა და სევდიანი თვალები მიანათა სტუმართ... 
სიმღერის ძალა არ ქონდა და საცეკვაოდ შეათამაშა ხელი... 
ისეთი ლამაზი იყო, მგალობლებმა სიმღერა ვერ დაამთავრეს და ტირილით გაცვივდნენ გარეთ... 
11 იანვარს მორჩა ყველაფერი მიწიერი... 
აპლასტიკური ანემია. ინტრაცირებული სისხლჩაქცევა... და... 
ერთი წლის, ერთი თვის და ერთი დღის მარიამი ცას გაუყვა ანგელოზთა თანა... 
ცრემლით მოირწყა გზა თბილისიდან გურიამდე... 
მთელი სოფელი ელოდა მარიამს... 
პირველად იყო რომ არავის უცინოდა... 
პირველად იყო, რომ არავინ იცინოდა... 
...და ყველა ის რასაც ან ვისაც უცინოდა, ტიროდა ახლა... 
...მესამე დღეს, შუაღამის მერე მამაო ელიზბარმა პარაკლისი გადაუხადა... 
ის უკვე ცაშია, ანგელოზთა თანა არს და თქვენთვის ლოცულობს, მწუხარება გმართებთ, მაგრამ არა ზედმეტიო... 
მის სულს ნუ დაამძიმებთ, რამეთუ სამოთხეშია იგი და ეკლესიურად იცხოვრეთ, რამეთუ როცა სული თქვენი წასდგება სამსჯავროზე, თქვენმა მადლმა ცოდვები გადაწონოს და გახილოთ მარიამი, რომელსაც არავითარი ცოდვა არ ქონია და მისია სასუფეველი ცათა შინა სამარადჟამოო... 
ეჰ, ან მწუხარება და დარდი ვინ აწონგააზედმეტგააპატარა.. 
და მაინც მამაოს სიტყვებმა თავის მოკვლაზე ხელი ააღებინა დედას და მამას... 
უკვე თავშიც აღარ იცემდნენ ხელს... 
იმ ქვეყნად მაინც ვნახავთო ჩვენს ანგელოზს... 
ღამეს უთევდნენ ბიძები... 
მარიამს უნდა ეტირა ორივე და ისინი ტიროდნენ მარიამს... 
ერთს მთელი დღე ტკიოდა რაღაც მარჯვენა ფერდთან... 
არავისთვის უთქვამს, რა ტკივილი მოვიდოდა იმ ტკივილთან, რასაც მარიამის არ ყოფნა ქვია... 
დილის 5 საათი იქნებოდა... 
უფრო აიტანა ტკივილმა... 
და ასე ტკივილიანმა ჩათვლიმა წამით... 
უცებ მინდვრის ყვავილებით სავსე მწვანე მინდორში იწვა თითქოს... 
მარიამი გამოჩნდა უცებ საიდანღაც... დარბოდა მინდორში და ყვავილებს აგროვებდა... 
მერე მასთან მიირბინა, ღიმილი მიანათა და `რას შობიო, ბიძი?~ 
`რავი მარიამო, გლახათ ვარ, მტკივა რაღაც, ვკვდებიო მგონი...~ 
`შენ არაფერი არ გტკივაო, ბიძი...~ - ისევ ისე მღიმარემ უთხრა და მინდვრის ყვავილებსა და ბალახებში გაიქცა ისევ და შეერია ლამაზ ფერებს... 
გაქრა ზმანება, გამოფხიზლდა, მართლა არ ტკიოდა ფერდი... 
მარიამი ტკიოდა მხოლოდ... 
მარიამი კი იწვა უკანასკნელ მიწიერ განსასვენებლში, მშვიდი და ოდნავ დაღლილი თითქოს.. 
გარეთ გამოვიდა ატირებული... 
სახლის პირდაპირ შორს, სივრცეში ანთებული ჯვარი დალანდა... 
სასწაულად ჩათვალა, ოთახში შებრუნდა და მეორე ბიძას გამოელაპარაკა... 
ნახე ჯვარი როგორ მიფრინავსო ცაში... 
არაო, ეს კოხნარელმა ბიჭებმა გააკეთეს მთის წვერვალზე, მარიამის სახელზეო... 
ისევ გამოვიდა გარეთ და ჯვარს შეხედა, რომელიც მართლა ცაში მიფრინავდა თითქოს... 
და მარიამის ხმა ჩაესმა... 
`რატო, რატო, რატო...~ 
...მეორე დღეს მზე აცილებდა მარიამს კაშკაშა და ცა ლურჯი, შუადღით თვალები რომ ქონდა ზუსტად ისეთი... 
...და ჩუმად იცრემლებოდნენ და ჩურჩულებდნენ ირგვლივ... 
`რატო, რატო, რატო...~ 



ქორწილიდან სამი წლის თავზე შეეძინათ... 
სიხარული მოიტანა დიდი... 
მარიამი დაარქვეს, ღვთის საჩუქრად ჩათვალეს... 
ასეთი გოგო დუნიაზე არ დაბადებულაო... 
არც ბიჭიო... 
ბებია ქალმა თქვა: რომ დაიბადა, შემომხედა და მეგონა, გამარჯობა მითხრაო... 
ბიძამ ექთნებს ფული აჩუქა და ორი საათის დაბადებული ნახა: 
`იცინოდა და ასე მეგონა ბიძი, როგორა ხარო, მეკითხებოდაო...~ 
მთელ სოფელს უყვარდა 
ის კი არა, მეზობელი სოფლებიდანაც მოდიოდნენ, რომ ენახათ... 
დილით მწვანე ჰქონდა თვალები, შუადღით ლურჯი, შეღამებისას თაფლისფერი, საღამოს შავი... 
დედის ოცნების ქალი და მამის სიცოცხლე... 
ორივეს სიხარული...
დედამ პიანინო დაუკრა და ისიც ორივე ხელს ურტყამდა კლავიშებს, თითქოს სოლფეჯიო გავლილი ქონდა უკვე... 
მამამ აკორდეონი დაუკრა და მარიამმა ისე აათამაშა ხელები, თითქოს `ასა ფართში~ დაბერდაო... 
ბებიამ სიმღერა დაიწყო და ისე ღუღუნით აყვა, იტყოდი `მართვეში~ აქვს წლები ნამღერიო... 
ისეთი გაცისკროვნებული იყო, იქნებ უბრალო ბავშვი კი არა ანგელოზიაო, გაიფიქრა... 
ყველას ეფერებოდა, ყველას უმღეროდა, ყველას უღიმოდა... 
ყველა ეფერებოდა, ყველა უმღეროდა, ყველა უღიმოდა... 
მისთვის არავინ არ იყო ცუდი... 
ახალმოსულს სტუმარს ისე ჩაეხუტებოდა, დედას რომ ეხუტებიან მხოლოდ... 
უკვირდათ, ასე არ ხდებაო... 
ასეთი ლამაზი ბავშვი როგორ შეიძლება იყოს, ალბათ მართლა ანგელოზიაო... 
`ამფერი ჭკვიანი თვალები ამ ერცახა ბაღანას საიდან შეიძლება ჰქონდესო~ 
მერე ენა ამოიდგა და `დედა~ და `მამა~ თქვა... 
მეზობლის ქალმა შვილს დაუძახა დათოო და `დათო~ თქვა... 
პური აჭამეს და `მომე პულიო...~ 
მეზობლის ქალმა ჩაიხუტა და არ უნდოდა გაშვება... 
სამჯერ თხოვა დედამ, დამიბრუნე, უნდა ვაჭამოო... 
არაო, ჭირვეულობდა მეზობელი... 
`უუო~, ისე უთხრა მეზობლის ქალს, დედას ნუ მიჯავრებო, ორივე შეცბნენ... 
დაუბრუნდა დედას და გაიცინა ისევ... 
სოფლის ცენტრში წაიყვანა დედამ და თავისებურ ენაზე ესაუბრებოდა ყველას და ყველაფერს, რაც შეხვდა... 
ეზოებს, ხეებს, ყვავილებს, სკოლიდან წამოსულ მეზობლის ბავშვებს... 
ყველა უხაროდა... 
ხუთი ენა იცისო, ბებია ტრაბახობდა... 
რომ ეუბნებოდნენ რატომ ხარ ასეთი ლამაზიო, `რატო~ თქვა და გაიღიმა... 
რომ გაუცინეს, მოეწონა და მიაყოლა 
`რატო, რატო, რატო~... 
სიცილით... 
ბებიამ, ისეთი ლამაზი იყო, რომ ვუყურებდი, სულ მეშინოდა, რამე არ დამართნოდა და ღმერთს ვევედრებოდი, მარიამი არ წამართვაო... 
მერე დედამ სიზმარი ნახა: 
`მარიამი სისხლში ცურავდაო, მერე თითქოს ფრთები გამოისხა და გაფრინდაო... 
...ვეძახდი, დაბრუნდი მარიამ, დაბრუნდიო, ის კი ზევიდან სიცილი მეუბნებოდაო: 
`რატო, რატო, რატოო...~ 
და გამეღვიძაო... 
არც დაუძინია მერე დედას... 
შეშინდა... 
პირველი სისხლჩაქცევა კანზე, ფეხებთან... 
და საავადმყოფოს ლამაზი, მაინც უსახური კედლები... 
გამთბარი, მაინც ცივი პალატები... 
ათასნაირი ანალიზები... 
რამდენი რამე შეიძლება თურმე სჭირდეს ადამიანს... 
და ბოლოს საშინელი დასკვნა... 
აპლასტიკური ანემია... 
მილიონში ოთხს რომ ემართება მხოლოდ... 
სასწრაფოდ იყო საჭირო ოპერაცია იტალიაში... 
უკვე გაიგზავნა ანალიზები... 
პასუხის მოლოდინში დღეში ორი დონორი ყოველთვის მზად იყო იყო მეორე დადებითი სისხლით... 
მეზობლის ბიჭმა ჩოხატაურში ვიყავი სისხლის ჯგუფი რომ გამეგოო... 
პირველი აღმომაჩნდა... 
ვევედრებოდი ექიმებს, ნახეთ იქნება შეცდომაა და მეორე დადებითი მაქვსო... 
მარიამის გულისთვის სულ დავიცლებოდი სისხლისგანო... 
თუმცა არაფერს აკლებდნენ ექიმები, თანდათან სუსტდებოდა ორგანიზმი... 
სასთუმალს არ მოცილებია დედა და მამიდა... 
ცრემლი არ დაუშრა მამას, უღიმილო მარიამის შემხედავს... 
გიჟებივით დარბოდნენ ბიძები წამლებსა და ანალიზებზე... 
ცრემლიანი თვალით გახედავდა ბებია გზას, რომელსაც წაყვა მარიამი... 
ცუდს ეუბნებოდა გული... გული ტიროდა... 
დონორიც არ მოკლებია... 
უცხო სისხლზე დამზადებულ თრომბომასას ყოველთვის ვერ გუობდა ორგანიზმი... 
კრიჭა ეკროდათ ექიმებს, სასიკეთოს რომ ვერ ამბობდნენ... 
ექთნები ნემსის გაკეთება უჭირდათ, რამე არ ვატკინოთო... 
შობა დღეს პალატაში მგალობლები შემოვიდნენ... გალობა დაიწყეს... 
გადმობრუნდა და სევდიანი თვალები მიანათა სტუმართ... 
სიმღერის ძალა არ ქონდა და საცეკვაოდ შეათამაშა ხელი... 
ისეთი ლამაზი იყო, მგალობლებმა სიმღერა ვერ დაამთავრეს და ტირილით გაცვივდნენ გარეთ... 
11 იანვარს მორჩა ყველაფერი მიწიერი... 
აპლასტიკური ანემია. ინტრაცირებული სისხლჩაქცევა... და... 
ერთი წლის, ერთი თვის და ერთი დღის მარიამი ცას გაუყვა ანგელოზთა თანა... 
ცრემლით მოირწყა გზა თბილისიდან გურიამდე... 
მთელი სოფელი ელოდა მარიამს... 
პირველად იყო რომ არავის უცინოდა... 
პირველად იყო, რომ არავინ იცინოდა... 
...და ყველა ის რასაც ან ვისაც უცინოდა, ტიროდა ახლა... 
...მესამე დღეს, შუაღამის მერე მამაო ელიზბარმა პარაკლისი გადაუხადა... 
ის უკვე ცაშია, ანგელოზთა თანა არს და თქვენთვის ლოცულობს, მწუხარება გმართებთ, მაგრამ არა ზედმეტიო...
 
Category: ♥ ისტორიები ♥ | Views: 1045 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: