|
|
Main » 2012 » February » 25 » შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს
1:27 PM შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს |
შენსავით ღიმილს ვერავინ ბედავს თამამად, უფრო ბავშვური გზნებით, შემშურდა ღამის, შიშველს რომ გხედავს ტალღოვან თმით და დაღლილი მხრებით
შენსავით მხოლოდ გრიგალი დაჰქრის, ფოთლებთან ტანგოს ცეკვავს და ვერ ვცნობ, მე მიყვარს შენი ცრემლები შაქრით, სუნამო, ყელი და თხელი თეძო.
შენსავით ხატზე ვილოცე გუშინ, სიზმარში წარმართ ღმერთებს შემწირეს, ჩემი ადგილი ჩემსავე გულში არ მაქვს და შენშიც უნდა შემცირდეს.
შენსავით კაბას ვერავინ იხდენს მოგავხარ ნისლით ტანაშლილ ველებს, სიზმარში გნახე და უნდა მიხვდე განვიცდი მე შენს ტუჩებს და ხელებს...
|
Category: ♥ ლექსები ♥ |
Views: 915 |
Added by: benduka
| Rating: 0.0/0 |
|
|
|
|
|
|
|