Main » 2012 » February » 11 » სტატუსები...
9:30 PM
სტატუსები...
1.მე მოვდიოდი დასაბამიდან და ჩემი სული ყვავილივით მომქონდა შენთვის.

2.ბავშვები სუფთა იბადებიან, ადამიანებს მერე გვემღვრევა სული.

3.სანამ ცოცხალი ხარ, არ მოკვდები და თუ მოკვდი მერე აბა რისიღა უნდა გეშინოდეს. სიკვდილს იქით ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა...

4.სიკვდილი ისევე ალამაზებს სიცოცხლეს, როგორც მზე და მთვარე ალამაზებენ წყვდიადს.

5.სიკვდილი ვალია, უნდა მოიხადოს კაცმა თავისი ვალი.

6.თანდათან მგლების ხროვას ემსგავსება კაცთა მოდგმა.

7.ახლა ყველა ადამიანი მოთხრობა მგონია, იმწუთშივე წარმოვიდგენ, რომ მოთხრობა ხარ და სათაურს გამოგიძებნი...

8.კაცის ნასახლარს ნუ მანახვებ და ნუ გახდება საქართველო ნახევრის - ნახევარი. და შენ, კუზიანო დედამიწავ,რამდენიც გენებოს, იტრიალე!

9.ამქვეყნად მწერალზე ადრე არავინ ჭკნება, თუ მას არ უსმენენ. მეც მინდა ისეთი მწერალი ვიყო,თუნდაც ერთ ადამიანს მაინც არ დავუჭკნე საქართველოში.

10.დედამიწა არის მზითა და მთვარით განათებული დიდი წიგნი, სადაც უამრავი ცოცხალი მოთხრობა დადის.

11.დედამიწაც ჩემი სულის გარშემო ბრუნავს.
Category: ♥ სტატუსები ♥ | Views: 925 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: