რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია ყველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია.. მოვედი ალბათ იმიტომ, რომ გაგიხსენო მოვედი, ვუთხრა ღვთისმშობლის ხატს ჩემი სათქმელი რომ დღეს აღარ ვარ შენთან ერთად, მოვედი მარტო და ორის ნაცვლად აინთება ერთი სანთელი.. შენ ყველას უსმენ, შენი ხმა კი არავის ესმის ერთი თხოვნა მაქვს ღვთისმშობელო, მომისმენ ალბათ, მიეცი ძალა შენ ხატის წინ დაჩოქილ შვილებს რომ არასოდეს არ დაინთოს სანთელი ცალად ...