როცა ახლოს გაგიცანით, მე აღვიქვი მეგობრობა. მე გავიგე, მხოლოდ სიყვარულს, არ რქმევია დიდი გრძნობა. მე ვიგრძენი წრფელი ნდობა, მართლა არის წარუშლელი. მეგობრობა ძლიერია, არის მართლაც გრძნობის მგელი.
უმეგობრო კაცი მართლაც.. ჰგვანებია გდებულ ქვას, მე ეგ თქვენთან არ მეხება, არ ვეკუთვნი ვიღაც სხვას. მიხარია მე რომ მყავხართ და რომ ჩემი დები გქვია. მაგარია ერთად რომ ვართ, მეგობრობამ აგვიხვია.
მაგარია ეს ცხოვრება, სილამაზით ტოკავს გული. მე კარგად ვარ, ვარ ბედნიერ, ძლიერია ჩემი სული. ღმერთმა ჩვენ ერთმანეთს, არასდოეს დაგვაშოროს. ჩვენ ართმანეთს ხელი არ ვკრათ, ცუდი, ავი, ჩვენ გვაშოროს.
მართლა კარგი და ტკბილია, ჩვენი სითბო, ჩვენი გრძნობა. ღმერთმა ლოცოს ვინც გვახლოებს, ვინც დაბადა მეგობრობა. რამაც ეხლა მაწერინა მომაფიქრა გრძნობის ტექსტი, მე ესენი შევათანხმე, გამოვიდა ტკბილი ლექსი.
|