Main » 2012 » February » 10 » წუთიერი დუმილი
5:41 PM
წუთიერი დუმილი
სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სოფო ახალ სკოლაში გადავიდა. უამრავი რამ მოხდა ამ სამ წელიწადში, ბევრიც კარგი და ბევრიც ცუდი. ახალი მეგობრები, ახალი თაყვანისმცემლები და ბევრი სხვა, რაც ახალ სკოლას უკავშირდება. ახლა სოფო 15 წლისაა, საშუალო სიმაღლის, მუქი ფერის თმებითა და მწვანე თვალებით. ცოტა არაორდინარული გოგოა, ცდილობს ერთფეროვანი არ იყოს და სხვებისგან ცოტათი მაინც გამოირჩეოდეს, რომ ამით ყურადღება მიიქციოს. სამი წლის წინ, როცა სკოლა შეიცვალა, ამქვეყნად უბედნიერესი ადამიანი იყო. თვლიდა, რომ ეს ნაბიჯი მის ცხოვრებას შეცვლიდა. მართლაც ასე მოხდა, ძველადაც არ გამოირჩეოდა სიმორცხვითა და დამჯერობით, მაგრამ ახალ სკოლაში მის ასეთ ხასიათს სრული გასაქანი მიეცა და მისი, ერთი შეხედვით, ერთფეროვანი ცხოვრება საინტერესოთი შეიცვალა. სკოლაში როცა გადავიდა, ერთ უფროსკლასელ ბიჭს დაუახლოვდა, რომელიც მისი უბნელი იყო, მაგრამ ადრე რატომღაც ყურადღებას არ აქცევდა. გადიოდა დრო. სოფოს ხან ვიღაც უყვარდებოდა, ხან ეზიზღებოდა. ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმში ჩადგა და დრომ თავისებურად დაიწყო გაფრენა, სანამ ერთ დღეს ჩვენმა გმირმა საშინელი ამბავი არ შეიტყო. ზაფხული იყო. სოფო ოჯახით დასასვენებლად აპირებდა წასვლას, როცა შემზარავი რამ აუწყეს. მისი მამა ერთ-ერთი მსხვილი კომპანიის თანამშრომელი იყო და მივლინებით საზღვარგარეთ წასულიყო. ტელეფონის ზარმა სოფოს აუწყა, რომ მოულოდნელად მამა გარდაცვლილიყო, გარდაცვალების მიზეზები კი დგინდებოდა. ეს უმძიმესი ტრამვა იყო მისთვის. მამას ჩამოსვენებას და დაკრძალვას დაახლოებით სამი კვირა დასჭირდა. ეს დღეები თითქოს საუკუნედ გადაიქცა მისთვის. ამ პერიოდში არავის დანახვა არ სურდა. ოთახში მარტო ჩაკეტილიყო, მამის სურათი ჩაეხუტებინა და ცხარე ცრემლით ტიროდა, არც რამეს ჭამდა და სვამდა. ღამესაც ტირილში ათევდა. გარშემო უკვე აღარაფერი აინტერესებდა. ერთადერთი ადამიანი, ვინც მძიმე წუთებში გვერდით ედგა და მის ტკივილს იზიარებდა, ბექა იყო. ერთი წუთით არ დაუტოვებია სოფო მარტო. ამ სიტუაციამ კი მათი მეგობრობა უფრო გაამყარა. გავიდა დრო, მძიმე წუთებმა გაიარა, ცხოვრებამ ჩვეული დინებით იწყო სვლა, სოფოც აგრძელებდა ცხოვრებას დიდ ტკივილთან ერთად, რომელსაც საყვარელი ადამიანის დაკარგვა ერქვა. ზამთრის ერთი ჩვეულებრივი დღე იყო. ცა მოქუფრულიყო, თითქოს საწვიმრად ემზადებაო. თბილისურად ციოდა. ირგვლივ ხეებზე ზამთრის ქარებს გადარჩენილი ერთი-ორი გამხმარი ფოთოლი ფარფატებდა. სოფო და ბექა სკოლიდან სახლში წასვლას აპირებდნენ. პარასკევი იყო. მეორე დღისათვის სამეცადინო არ ჰქონდათ, თანაც მთელი კვირის დაღლილებს დასვენება სჭირდებოდათ, ჰოდა გადაწყვიტეს სადმე გაევლოთ. ბექა უფროსი ძმასავით ზრუნავდა სოფოზე და წუთით მარტო არ ტოვებდა. ყველანაირად ცდილობდა მის გამხიარულებას, ხასიათის გამოკეთებას. სკოლასთან ახლოს მდებარე პარკში გაიარეს. სკვერში მშობლები პატარებს ასეირნებდნენ. ბავშვები ჟრიამულით დარბოდნენ იქით-აქეთ, ხან მტრედებს გაეკიდებოდნენ, ხანაც-ერთმანეთს. სოფოს ბავშვობა გაახსენდა, როცა ჯერ კიდევ სულ პატარა იყო და მამა ასეირნებდა ამ პარკში. კარგად ახსოვდა, რომ დაიღლებოდა, მამიკო კისერზე შემოისვამდა ხოლმე და ისე დაყავდა. მადლობის ნიშნად კი სოფიკო აკოცებდა. სოფოს სევდა მოეძალა, წარსულის მოგონებებმა გაიტაცეს მისი ფიქრები. თვალებზე ცრემლი მოადგა. მეგობრის ესეთი განცდები უყურადღებოდ არ დარჩენია ბექას. როდესაც მან სოფოს თვალებზე ცრემლი დაინახა, გოგონას მაგრად ჩაეხუტა. -კაი, ნუ ტირიხარ, დაწყნარდი, ყველაფერი კარგად იქნება! ბექამ მოახერხა, სოფოს გამოყვანა წარსულიდან და გაამხიარულა კიდეც. სახლისკენ წასვლას აპირებდნენ, როცა ნაცნობები ნახეს, ცოტახანი ილაპარაკეს და შინისაკენ გზას გაუყვნენ. უკვე სახლში მიდიოდნენ, სოფომ შენიშნა, რომ ბექა სახეზე ერთიანად გაწითლებულიყო და ცახცახებდა, თითქოს სუნთქვაც უჭირდა, მოულოდნელად კი წაიქცა. სოფო, ამხელა ტრამვაგამოვლილი, მეორეჯერ საყვარელი ადამინის დაკარგვას ვეღარ გაუძლებდა. საიდანღაც, ძალიან შორიდან, ჩელენტანოს სიმღერა ისმოდა, დერეფანში თეთრხალათიანები ირეოდნენ, ბოლოში კი ფორთოხლისფერქუდიანი გოგონა იჯდა და ტიროდა. ჩვეულებრივად ეცვა, როგორც ნებისმიერ ოცდამეერთე საუკუნის თინეიჯერს სჩვევია, ქურთუკი,ჯინსები და კეტები. იჯდა და ტიროდა. მოულოდნელად იგი სკამიდან წამოხტა და ერთ-ერთი პალატიდან გამოსულ ექიმთან მივარდა. -რა სჭირს ექიმო, მითხარით, მითხარით გთხოვთ არაფერი დამიმალოთ!-ამბობდა სოფო და თან ცრემლებად იღვრებოდა. -დაწყნარდი, საშიში ჯერ არაფერია, შენ ვინ ხარ? -მე, . . . მე ბექას მეგობარი ვარ, სოფო მქვია, რა სჭირს, ძალიან გთხოვთ.... -წამო, აქეთ დავილაპარაკოთ. მაღალი, უხეში გამოხედვის შავგვრემანი ვულგარულად თანაც მდიდრულად გამოწყობილი ექიმი, რომელსაც მგონი მთელი ბეჭდები რაც კი ჰქონდა ხელზე აესხა, სოფოს კაბინეტისკენ გაუძღვა. როცა კაბინეტში შევიდნენ, ექიმმა სოფოს სკამი შესთავაზა. სევდიანი სანახავი იყო თხუთმეტი-თექვსმეტი წლის გოგონა, თვალები ტირილისგან დასიებოდა, თმები ასწეწოდა და მხრებში მოხრილიყო. წუთიერი სიჩუმე ექიმის მობილურის ზარმა დაარღვია. ისევ ჩელენტანო. . . ექიმმა ზარს ჩუმად უპასუხა და სოფოსკენ შეტრიალდა. რატომღაც ამ ქალბატონს ძალიან ცივი გამოხედვა ჰქონდა, სოფოს მისი მზერა აშკარად არ სიამოვნებდა და თვალს არიდებდა. -მაშ ასეე, ესე იგი შენი მეგობარია, არა??? -დიახ, ასეა -თუ შენი მეგობარია, არ იცი რომ აკრძალული პრეპარატებით სარგებლობს??? სოფოს სახეზე ფერი წაუვიდა. . . მოხდა ის, რასაც ვერასოდეს იფიქრებდა, ნუთუ ბექა, მისი საყვარელი მეგობარი, ნარკომანი იყო?! სოფო საკუთარ ყურებს არ უჯერებდა -თქვენ, თქვენ გინდათ თქვათ რომ. . . -დიახ, თქვენი მეგობარი ნარკოტიკების მომხმარებელია, ცუდად იმიტომ გახდა, რომ ეგრეთ წოდებული `ლომკა~ ჰქონდა. გაიგეთ, პატარა ქალბატონო??? სოფო ადგილიდან ვეღარ ინძრეოდა. ექიმის დამცინავი ტონისთვის კი აღარ მიუქცევია ყურადღება. უკვე ღამის პირველი საათი იყო, როცა სოფოს დედა გაახსენდა. როგორ ინერვიულებდა ამ ხნის მანძილზე. მობილური ამოიღო და დარეკა. დედამ დაამშვიდა, უკვე ყველაფერი ვიცი, არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნებაო. ბექას პალატიდან ექთანი გამოვიდა და სოფოს იქ შესვლის ნება დართო. როცა სოფო პალატაში შევიდა, საწოლზე მწოლიარე ბექა დაინახა, რომელსაც წვეთოვანი ედგა. ბექა ჩვეულებისამებრ უღიმოდა მეგობარს, თითქოს არაფერი მომხდარიყო. სოფოს თითქოს რაღაცა ძალა აჩერებდა, რომ საყვარელ მეგობარს არ მივარდნოდა და ჩახუტებოდა. გაშტერებული იდგა ერთ ადგილას. ხელში ქურთუკი ეჭირა, მწვანე მაისური ეცვა, სწორედ ის, მამამ რომ ბოლოს ჩამოუტანა და ბექას რომ ძალიან მოსწონდა. ფორთოხლისფერი ქუდი ძალიან უხდებოდა. მის ისედაც მწვანე თვალებს კიდევ უფრო ლამაზს აჩენდა. სოფო საკუთარ გონებაში იმ უჩვეულო ძალის სახელს ეძებდა, რომელიც მას აჩერებდა და ბოლოს იპოვა კიდეც. ეს შიში იყო, რომელიც გოგონას გასაქანს არ აძლევდა, შიში რომელსაც საყვარელი ადამიანი ერქვა. ბექა გაკვირვებული უყურებდა გოგონას, რომელიც მის წინ იდგა, მაგრამ რატომღაც ხმას არ იღებდა. ბექა გრძნობდა, რომ სოფოს გულში რაღაც ხდებოდა, მაგრამ ვერ მიმხვდარიყო რა იყო ეს რაღაც. სოფო ნაცნობმა ხმამ გამოაფხიზლა, დაუკვირდა . . . ისევ ჩელენტანო იყო. ბექას გაბრაზებული გამოხედვით შეხედა და იღრიალა: -რატომ, რატომ არ მითხარი, რატოო? ნუთუ ასე ძნელი იყო ამის თქმა?! ბექა უეცრად გაშრა. ამას აშკარად არ მოელოდა, მიხვდა, რაშიც იყო საქმე, რომ დამალვას და თავის მართლებას აზრი აღარ ჰქონდა, ძალა მოიკრიბა და სოფოს ჰკითხა? -საიდან გაიგე? -ექიმმა მითხრა . . . - . . . -ხვდები, რომ თავს იკლავ? რაში გჭირდება, რატომ? რატომ? -ბევრჯერ ვცადე თავის დანებება, მაგრამ არ გამომივიდა. . . -რამდენი ხანია რაც. . . ცრემლებმა სძლია სოფოს -ნუ ტირიხარ, დაწყნარდი. უკვე ორი წელია, მეგობრებმა გამასინჯეს, და მერე . . . -და მერე შენც აყევი, არა?! განსხვავებული მეგონე, შენ კიდევ ერთი ჩვეულებრივი ქუჩის ბიჭი ყოფილხარ, რომელსაც ნარკოტიკები ცხოვრების აზრად აქვს ქცეული. -ასე არაა. . . -თავს იკლავ, ბექა რა გჭირს, რატომ? -გპირდები, გპირდები რომ აღარ გავეკარები. -ეს ცარიელი სიტყვებია! -ვნახოთ! გავიდა ერთი, ორი, სამი თვე. ცხოვრება გაგრძელდა. ბექა დანაპირებს ასრულებდა, მხოლოდ თვეში რამოდენიმეჯერ თუ წასძლევდა, ხოლმე მავნე ჩვევის ლტოლვა და იმასაც მსუბუქი ნარკოტიკით იკმაყოფილებდა. ორი-სამი თვის მერე კი საერთოდ განიკურნა. ეს სოფოს დამსახურება იყო. ახლა ორივენი ჯანმრთელები და ბედნიერები იყვნენ. სოფოს სკოლაში ვიღაც მოსწონდა, ბექა კი ცდილობდა, მათვის ისეთი სიტუაციები შეექმნა, რომ ერთმანეთს უეცრად შეხვედრილიყვნენ. მოკლედ, მეგობრულად ეხმარებოდა მეგობარს. გავიდა დრო. . ., ბექა უკვე სკოლას ამთავრებდა, მთელ დღეებს მეცადინეობაში ატარებდა. სოფოც ეხმარებოდა. ერთ დღეს როცა ისინი მათემატიკიდან ბრუნდებოდნენ . . -სოოოფ, რაღაცას გეტყვი . . . ოღონდ არ მეჩხუბო კაი? -რა იყო, რატომ მაშინებ? ? ? -შემპირდი, რომ არ გაბრაზდები. -გპირდები, მითხარი, რა გინდა? -სოოოფ, გუშინ ვეღარ მოვითმინე . . ., თან სახლში რამდენიმე ცალი ტაბლეტი კიდევ აღმოვაჩინე და . . . -ხო, შემპირდი, შემპირდი, რომ აღარ გავეკარებიო! -კი, მაგრამ ძალიან ვნერვიულიბდი და წამძლია სულმა, ვეღარ მოვითმინე, აღარ შემეძლო . . . მაპატიე რა გთხოვ . . . -კარგი, გაპატიებ, მაგრამ უკანასკნელად, ის ტაბლეტები გადაყარე, გამოცდებზე არ ინერვიულო, დარწმუნებული ვარ, რომ ჩააბარებ. -ალბათ ხო, შენ იცი ვინ ხარ? -ვინ? -ჩემი პატარა, პატარა ჭკვიანი ანგელოზი დაიკო. -შენ ჩემი დიდი გაუგონარი ძამიკო . . . ბექამ სოფო სახლამდე მიაცილა და შინ წავიდა. მეორე დილით სოფო მუსიკის ხმამ გააღვიძა, ჩელენტანო იყო . . . მოულოდნელად ოთახში დედა შემოვიდა, თვალები აცრემლებული ჰქონდა, ხელში ტელეფონი ეჭირა. -რა მოხდა, დედა, რატომ ტირიხარ? ? ? -ბექა, ბექა, . . . -რა სჭირს ბექას? ფერი წაუვიდა სოფოს. -ნახევარი საათის წინ ნარკოტიკის გადამეტებული დოზის გამო . . .
Category: ♥ ისტორიები ♥ | Views: 974 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 1
1 kristina  
0
:(:(:(:(

Name *:
Email *:
Code *: