|
|
Main » 2012 » February » 7 » წვიმა...
|
*** ღვთის მშობელმა დაიტირა საქართველო : რა დღეში ხარ ბევრისათვის სანატრელო, წმინდა ნინო შენი იყო სანაქებო, დაგვიწყნიათ ყველაფერი საბრალებო.
მე გავწირე ერთი შვილი სადარდელო, შენ კი ბევრი ჩამოგართვეს საქართველო, დაგიხიეს შენ ის კვართი , რომ ჩაგაცვი, მაპატიე არ შემეძლო , რომ დამეცვი.
ჩემს კალთის ქვეშ შენ იქნები საქართველო, ყველასათვის სანატრელო , საყვარელო . მე სანთლებთან ვამბობ ამას სადარდელო, შენს ლოცვაში დავაღამებ საქართველო.
უცებ წვიმამ უკლო დენას , გადაიღო , შეკუპრული ღრუბლები კი ცამ წაიღო . გალუმპული მიწის იდგა სურნელიო , ცხრა-თვალა მზე ამობრწყინდა სულ ნელიო .
|
Category: ♥ ლექსები ♥ |
Views: 941 |
Added by: benduka
| Rating: 0.0/0 |
|
|
|
|
|
|
|