Main » 2012 » May » 19 » თუ მართლა გტკივა..
7:10 PM
თუ მართლა გტკივა..

აღარაფერი დარჩა დასაკარგავი დროის გარდა.. და მასაც ადრე თუ გვიან, ახლა ან თუნდაც ოდესღაც, კარგავს ადამიანი..თუნდაც ამისთვის მთელი მარადისობა დაგჭირდა, ადრე თუ გვიან.. კარგავ, რაც შენთვის ყველაზე მტკივნეული და ძვირფასია..დრო..!
დრო? დრო ტკივილს კურნავსო?
არა, არ კურნავს, ის უბრალოდ გაჩვევს ტკივილს და მასთან ერთად ცხოვრებას..
განა არ ასუსტებს? არა, არ ასუსტებს, პირიქით უფრო აძლიერებს, მაგრამ ამასთან ერთად შენც იცვლები, შენც ძლიერდები და ეჩვევი, ვეღარ გრძნობ.. ისე ძლიერ, რომ გაჩვევს, გავიწყებს გტკიოდა ოდესღაც, თუ არა..
გავიწყებს?..არაა..! ალბათ მაინც გავიწყებს, რადგან გულში ისე ღრმად მარხავ, რომ გავიწყდება როგორც ძველი ზარდახშა.. გავიწყდება? არაა არ გავიწყდება, თუ მართლა გტკიოდა და გრძნობდი, არასოდეს დაგავიწყდება..
უბრალოდ წამიერად გინდა დააიგნორო, რომ დაივიწყო, სინამდვილეში კი მთელი მარადისობა გჭირდება, რომ დაივიწყო..ალბათ მარადისობაც ცოტაა, თუ მართლა გტკივა..!
Category: ♥ ჩანახატები ♥ | Views: 1098 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: