|
|
Main » 2012 » February » 12 » ♥ ℒℴѵℯ ♥
|
შენით გადაღლილი ჩემი ემოცია, ფრაზებს მივანდე და ლექსად შევუკვეთე, ტერფით ნატკენია ისევ დედამიწა, ღმერთო, ჭრილობაზე სული შეუბერე.
ხორცი მოყინული სხეულს მოეძალა, სულზე მტკაველებად გადავითვლი ტკივილს, მინდა გრძნობებისგან შენში დავიცალო, ქალის ცუდი ჩვევა გამაწითლებს ვიცი.
შენით გადაღლილი ზამთარს ვეურჩები, იქნებ დამნებდეს და წასვლა დააჩქაროს, შეძლებისდაგვარად თავსაც ვეგუები, მინდა შეგუება მანაც დამაცადოს.
მალე ღამის სუნთქვა,ისევ დასუსტდება, ადრე ირიჟრაჟებს დილა ბორიალა, შენით დაღლილი თუ შენში დავისვენებ, ვიყო ამ შეგრძნებით მაშინ წარა-მარა...
ტერფით ნატკენია ისევ დედამიწა, ღმერთო, ჭრილობაზე სული,შეუბერე, ქარის მოტანილი ზამთრის თეთრი ბოდვა, ლექსად ამ ცხოვრებას შენთვის შევუკვეთე.
|
Category: ♥ ლექსები ♥ |
Views: 895 |
Added by: benduka
| Rating: 0.0/0 |
|
|
|
|
|
|
|