Main » 2012 » April » 12 » მენატრება
2:46 PM
მენატრება

რა, ვეღარ დაბრუნდება... უკააან....... არა ვეღარ დაბრუნდება! ნელი ნაბიჯებით გზას მივუყვებოდი ჩუმად, თითქოს ისეთი შეგრძნება მქონდა, ვიღაც უნდა მენახა. გვერდზე შემთხვევით გავიხედე და უცებ სკამზე მჯდარი მომტირალი ქერა გოგონა დავინახე, რატომღაც მასთან მისვლა და მისი მწუხარების მიზეზის გაგება მომინდა, მივედი კიდეც. ჩუმად მივუჯექი გვერდით, გოგომ თითქოს არც კი შეიმჩნია ჩემი იქ მისვლა და ტირილი განაგრძო. ფრთხილად შევეკითხე: - რა გჭირსი რატომ ტირი? მან მიპასუხა: - ეს მონატრების ცრემლებია. - ვინ გენატრებაი - ის ვინც სიცოცხლეზე მეტად მიყვარს. - კარგი რა, ნუ დარდობ, დაბრუნდება! - არა! ვეღარ დაბრუნდება, იქ ვინც მიდის უკან ვეღარ ბრუნდება... - ტირილს უმატა - კი მაგრამ სად არის წასული და მარტო რატო დაგტოვაი შენ თუ გიყვარს, ოდნავადაც არ სცემს შენს სიყვარულს ის პატივსი - ის ჩემს სიყვარულს ყოველთვის პატივს სცემდა, მაგრამ რა ჰქნას თვითონ ხომ არ უნდოდა რომ მომკვდარიყოი! - თვალებიდან ისეთი ცრემლები წამოუვიდა თითქოს მდუღარე გადაასხესო. უცებ გავჩუმდი, კითხვა ვეღარ დავუსვი და ტანში ერთიანად სიცივემ გადამიარა. გოგონამ თვითონ განაგრძო: - მე და ნიკამ ერთმანეთი შობას ეკლესიაში გავიცანით. ის ძალიან საყვარელი ბიჭი იყო. სიგიჟემდე შემიყვარდა. თბილი, მოსიყვარულე, ზრდილობიანი და წესიერი ბიჭი ყველა გოგოს უცებ მოხიბლავს. მეც უცებ მოვიხიბლე მისით. დრო მიდიოდა... მე და ნიკუშა ერთმანეთს ვხვდებოდით. სიყვარულს არც ერთი ვმალავდით. ადამიანს რომ შემოეხედა უცებ მიხვდებოდა, რომ ერთმანეთი სიგიჟემდე გვიყვარდა. ერთმანეთს თვალებით ვუხსნიდით სიყვარულს. თვალებით ვაგებინებდით რა გვინდოდა. ერთხელ ნიკამ ისე გამახარა, რომ მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს. სიყვარულის დღე იყო მე და ნიკა რუსთაველზე ვსეირნობდით. უცებ ის გაჩერდა და თვალებში ჩამაშტერდა. - ნინი, მითხარი გიყვარვარი - საწყალი თვალებით მკითხა. - რა თქმა უნდა სიცოცხლეზე მეტად! - ვუთხარი მე. - კარგი, ნინი თუ გიყვარვარ ამ თხოვნაზე უარს ნუ მეტყვი. - გისმენ ნიკა, - ვუთხარი მე. - ნინი ცოლად გამომყვებიი მითხარი გთხოვ, პასუხი რა გინდ მწარე იყოს. უკვე არ მინდა უშენოდ არც ერთი წამი. მინდა ყოველ წუთს ჩემ გვერდით გხედავდე, მინდა ჩემი გერქვას! მე გავჩუმდი, თავი შევიკავე პასუხისგან, არაფერი არ ვუთხარი და სახლისკენ გავიქეცი. აქვე რუსთაველზე ვცხოვრობ. ნიკაც რა თქმა უნდა გამომყვა, როდესაც ჩემი კორპუსის შესასვლელს მივუახლოვდი, უკან მივტრიალდი და ნიკას ვუთხარი: ძალიან მიყვარხარ მაგრამ ამ წინადადებაზე ასე უცბად არაფრით არ შემიძლია პასუხი გაგცე. - კარგი ნინი, მაშინ ხვალ დაგირეკავ, 12 საათამდე გაქვს დრო. კარგად დაფიქრდი და ისე მიპასუხე, მაგრამ მინდა რომ იცოდე რომ სიგიჟემდე მიყვარხარ! - ბოლო ხმაზე დაიყვირა, ისე რომ მთელი ხალხი ჩვენ გვიყურებდა. მე მოვტრიალდი და წამოსვლა დავაპირე. ამ დროს დამიძახა: - ნინი გთხოვ რა ერთი მაკოცე, რა იცი იქნებ ხვალამდე ვკვდები, მინდა შენი კოცნა სამუდამოდ წავიღო. მე მივტრიალდი და გაბრაზებულმა ვუთხარი: - სულელი ბიჭი ხარ, წადი ეხლა სახლისკენ, არ გამაბრაზო, - და გამოვტრიალდი, წამოვედი... წამოვედი, მაგრამ ამ სიტყვებმა რატომღაცგ ულში რაღაც ჩამწყვიტა. სახლში ავედი და ჩემს ოთახში ჩავიკეტე. ჩემზე ბედნიერი ადამიანი არ მეგულებოდა. ერთი სული მქონდა როდის გახდებოდა 12 საათი. სულ იმაზე ვფიქრობდი მე და ნიკა ერთად რა კარგად ვიქნებოდით, გვექნებოდა ქორწილი და სულ სიხარული იქნებოდა ჩვენს ოჯახში. სულ კარგზე ვფიქრობდი, მაგრამ ნიკას სიტყვები "იქნებ ხვალ ცოცხალი აღარ ვიყო"-ო სულ გულში მიტრიალებდა. ამ ფიქრებში გადიოდა ღამე და მე სულ არ მეძინებოდა. ღამის 4 საათი იყო, რომ ტელეფონმა დარეკა. ავიღე და ნიკა შემრჩა, მაგრამ თავი ისე დავიჭირე ვითიმ გავბრაზდი ასე გვიან რატომ დამირეკა. - რატომ გამაღვიძეი შენ ხომ 12 საათამდე არ უნდა დაგერეკაი! - ვიცი ნინ, მაგრამ ცუდად ვარ. უცებ ისეთი შეგრძნება გამიჩნდა ვითომ ვეღარასოდეს გნახავდი, თითქოს რაღაცის მანიშნებელია იცი?! - კარგი რა ნიკა მეც მაშინებ, გინდა მეც ცუდად ვიყოი - არა ჩემო პატარავ, უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ჩემთვის ძალაინ ძვირფასი ადამიანი ხარ და სადაც არ უნდა ვიყო მაინც მეყვარები, გინდ მოვკვდე - მაინც. - ასე ნუ მელაპარაკები ნიკა იცოდე, გულს მტკენ... ჩვენ ვერაფერი დაგვაშორებს. სიკბდილიც კი. ეხლა კი წავედი, უნდა დავიძინო. ღამე მშვიდობისა ჩემო სიხარულო, ძალიან მიყვარხარ, - და გავუთიშე, არაფრის თქმა არ ვაცადე... არც ამ ლაპარაკის მერე მომიხუჭავს თვალი, პირიქით - მისი სიტყვები მოსვენებას არ მაძლევდა, თავს ვიმშვიდებდი ეს დიდი სიყვარულის ბრალიათქო. უცებ ფანჯარაში გავიხედე და დავინახე, რომ უკვე თენდებოდა. ვგრძნობდი, რომ ეს დღე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი უნდა ყოფილიყო, თითქოს დღეს წყდებოდა ჩემი ბედი. ლოგინიდან წამოვდექი და თითქოს რაღაცამ შემაქანა. უცებ თვალი ღვთისმშობლის ხატისკენ გამექცა, მომეჩვენა რომ წმინდა მარიამი ისეთი თვალებით მიყურებდა, თითქოს ვეცოდებოდი და ფიქრობდა: "შენ რა იცი დღეს რა უნდა გადაიტანოო". ეს დღე ჩემთვის სიხარულით სავსე უნდა ყოფილიყო, მაგრამ რატომღაც გული მიტიროდა. დრო როგორც იქნა გავიდა და 12 საათიც მოვიდა. 12-ს რომ 15 დააკლდა და ტელეფონის ზარმა დარეკა, მე კანკალმა ამიტანა, ვიფიქრე ნიკას ეხლა ყველაფერს ვეტყვი, ვეტყვი იმას, რომ თანახმა ვარ მისი ცოლი გავხდე. ტელეფონი ავიღე: - გისმენთ! - ნინი შენ ხარ შვილოი - ნამტირალევი ხმა მომესმა. - კი, მე ვარ, თქვენ ვინ ბრძანდებითი - მე ნიკას დედა ვარ. თუ შეიძლება ჩვენთან ახლოს რომ საავადმყოფოა იქ ამოხვიდე, რაც შეიძლება სწრაფად! - და გამითიშა. ყურმილი დავკიდე და ვიგრძენი, რომ ცრემლები თვალებზე თავისით გადმოგირდა. უკვე ვიგრძენი, რომ წინ რაღაც საშინელება მელოდა. სწრაფად ჩავიცვი და საავადმყოფოში გავვარდი. საავადმყოფოს კიბეებთან ნიკას ძმაკაცები შევნიშნე. მივედი მათთან და ვკითხე: "რა მოხდაი..." და უცებ უამრავ ცრემლიან თვალებს წავაწყდი. - დღეს ნიკა ავარიაში მოყვა, წამომყევი, - მითხრა ექიმმა და მეც უსიტყვოდ გავყევი. პალატაში სისხლიანი ჩემი სიცოცხლე დავინახე. ლამის იქვე წავიქეცი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ახლა ამის დრო არ იყო... საწოლთან გიჟივით მივვარდი და ნიკას თვალებში ჩავხედე. თვალები დახუჭული ჰქონდა, მაგრამ როდესაც ხელი მოვკიდე, მაშინ გაახილა. შემომხედა და გაიცინა: - ჩემო ანგელოზო, მოხვედიი შენ გელოდებოდი. ისე ვერ წავიდოდი, რომ შენ ვერ მენახე და არ მეთქვა, რომ ძალიან ძალიან მიყვარხარ. აქ ვერ შევძელი შენთან ოჯახის შექმნა, მაგრამ პირობას გაძლევ 100 წლის მერე შენც რომ მოხვალ ჩემთან, იქ მაინც გვექნება ქორწილი და გვეყოლება ლამაზი შვილები, - ცრემლიანი თვალებით შემომხედა, კიდევ ერთხელ გამიცინა და სამუდამოდ დახუჭა ლურჯი თვალები. უცებ ატყდა წივილ-კივილი. ერთი კი გავიგე დედამისმა როგორ უთხრა - შვილო არ დამტოვო არ გამაუბედუროო. იმას მეტი კი არაფერი არ მახსოვს. შეშლილივით გამოვვარდი იქიდან, სად მივრბოდი არ მესმოდა. მეორე დღეს სახლში გამომეღვიძა. ქუჩაში გული წამივიდა და სახლში ვიღაცას მივუყვანივარ. არ მესმოდა რა ხდებოდა ჩემს თავს, თითქოს სიზმარი იყო ეს ყველაფერი, მაგრამ ისევ ტელეფონის ზარმა დამაბრუნა რეალობაში. დარეკეს - ხვალ ნიკას ასაფლავებენ და მოდიო. ვერაფერს ვგრძნობდი, თავისით მოდიოდა ცრემლები თვალებიდან. მეორე დღეს თავს ძალა დავატანე და წავედი სასაფლაოზე. ხალხი ძალიან ბევრი იყო, ყველა ტიროდა დიდიც და პატარაც, ქალიც და კაციც. ყველამ გამოსათხოვარი უთხრა. ბოლოს დრო დადგა მეც მივხულიყავი მასთან. მე მასთან მივედი. ნიკა ისეთი იქვა სასახლეში თითქოს ძინავსო, ოღონდ მე მისი გაღვიძება არ შემეძლო, ხელზე ხელი მოვკიდე და ვუთხარი: - ნიკუშ, სიხარულო, მე თანახმა ვარ შენი ცოლი გავხდე, დღეიდან მარტო შენ გეკუთვნი... - თითიდან მისი საყვარელი ბეჭედი გამოვაცალე და ჩემი გავუკეთე, ხოლო მე მისი გავიკეთე - შეხვედრამდე ჩემო სიცოცხლე! - ვუთხარი და შუბლზე ნაზად ვაკოცე... წამოვდექი და რატომღაც აქ აღმოვჩნდი. აი რატომ ვტირი! ეხლა გასაგებია ყველაფერი?! თუ კიდე ვერ გაიგე რა უბედური ადამიანი ვარ... გოგონა სკამიდან ძლივს წამოდგა, ქუჩაში გავიდა და გაუჩინარდა. გაოგნებული ვიყავი, ხმას ვერ ვიღებდი და ჩუმად თავჩაღუნული მივიდიოდი სახლისკენ. 20 აპრილი გათენდა, ორშაბათი დღე იყო. რატომთაც რუსთაველზე გასეირნება მომინდა და წავედი კიდეც. უცებ ერთ კორუსთან უამრავი ხალხი დავინახე და იქით წავედი საიდანაც ტირილის ხმა მოისმოდა. კორპუსის შესასვლელთან თვალი მოვკარი დიდი წითელი ასოებით დაწერილ სიტყვებს. თითქოს ჩემთვის ნათელი გახდა რატომ იყო იქ იმდენი ხალხი, მაგრამ მაინც ვიკითხე: - რა მოხდაი - 18 წლის გოგონა ნერვიულობას გადაყვა და მოკვდა. - რაზე ნერვიულობდაი - შეყვარებული მოუკვდა და ვერ გადაიტანა. რა უნდა მექნა, თავი ჩავღუნე და წამოვედი, მაგრამ ტირილის ხმა კარგა ხანს მესმოდა ყურში. სულ ის სიტყვები მახსენდებოდა დასაფლავების დღეს რომ უთხრა ნინიმ ნიკას: "შეხვედრამდე ჩემო სიცოცხლე". ეხლა ალბათ ორი ანგელოზი - ნინი და ნიკა ჩახუტებულები, ნელი ნაბიჯით სეირნობენ და უხარიათ, რომ მათ ვერავინ ვეღარ დააშორებთ - თვით სიკვდილიც კი! ისინი ღმერთისკენ კურთხეული სიყვარულით დაჯილდოვდნენ და ეს სიყვარული მარადიულია. შეიძლება ხვალ ქორწილიც კი ქონდეთ ედემის ბაღში...
Category: ♥ ისტორიები ♥ | Views: 1040 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: