ვეღარ გავუძლებ ალბათ ამ ტკივილს
დაუსრულებეს, ოდნავ ნაღვლიანს.
შემოღამებას ალბათ შევხვდები
და განთიადზე ცრემლებს ავკრიფავ…
ვეღარ გავუძლებ ალბათ სიცივეს,
უმზეო დღეს და ყინულზმანებას…
სითბოს, სიყვარულს და მზეს მოვითხოვ
და ჩემი თხოვნით იაც ამოვა…
ამოვა ია და ისე თითქოს,
აღარაფერი არ იყოს ცივი…
ვივლი ქუჩებში უმისამართოდ,
მე მზესთან ერთად ღიმილით ვივლი!..