Main » 2012 » April » 12 » სიყვარული თვითმკვლელობაა (1)
2:16 PM
სიყვარული თვითმკვლელობაა (1)

ბავშვობაიდან ვერ ვხედავდი კარგად, მაგრამ ფოტოების გადაღებას ყოველთვის ვახერხებდი და კარგადაც გამომდიოდა, მაგრამ მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ზოგჯერ გამჟღავნების ფული არ მქონდა. მაგის კი არა მამაჩემს იმდენი ვალები ქონდა მაღაზიებში, რომ უპუროდაც კი ვრჩებოდით. მაგრამ ღმერთმა გაგვაძლებინა და ფოტო ხელოვნებაზეც ჩავაბარე. მამაჩემი თავიდან წინააღმდეგი იყო, მაგრამ მერე ისე დაიწყო სმა რომ საერთოდ არ აინტერესებდა ჩემი მომავალი. ხო ისე რაც შეეხება ჩემს ოჯახს. დედა ჩემს მშობიარობას გადაყვა. მამას ძალიან უყვარდა დედა. ადრე კარგად ცხოვრობდნენ ჩემები, მაგრამ მამაჩემმა დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ ყველაფერი გაყიდა და ფული სასმელში გადაყარა. მყავდა ბებია და ბაბუა, რომლებიც იმერეთში ცხოვრობენ. იქ სოფლის ცხოვრებას მიჰყვებიან და არიან. მე და მამაჩემი კი თბილისში, სოლოლაკში ვცხოვრობდით. კაი უბანია სოლოლაკი, ბევრი რამეა აქ საინტერესო. მეორე ბინაც გვქონდა ბარნოვზე, რომლიც გაქირავებული იყო უცხოელებზე და იმ ფულით ვცხოვრობდით მე და მამაჩემი. მაგრამ ერთ მშვენიერ დღესაც დაგვტოვეს ჩვენი სახლის ინვესტორებმა და დავრჩით ხახამშრალი. მამა _ რა გვეშველება ეხლაი ცარიელი სახლი რაში მჭირდებაი არც ფული არც კლიენტი. ფუი ამის მე – კაი არ ინერვიულო რამე იქნება. აი მე ჩავაბარე ინსტიტუტში და მალე მუშაობასაც დავიწყებ მამა _ შვილო, კოტე რა უნდა აკეთო მაგ ფოტოებითი გადაიღებ და მერე რა იქნებაი ვინმე მაგაში ფულს მოგცემსი არ მიყვარდა როცა ჩემს საქმიანობას ვინმე მასხრად იგდებდა მე – მე ჩემ თავს მივხედავ და შენ რა უნდა აკეთოი ჩემი იმედი შენ არ გაქ და რას მოითხოვ საერთოდი მარტო არაყზე როგორ უნდა იფიქროი ჩემმა სიტყვებმა მამაზე ძალიან იმოქმედა. თითქოს გული დაწყდა რაღაცაზე. მართალი ყოფილა, ენაზე მწარე და ტკბილი არაფერი არააო მამა _ მე აღარ შემიძლია კოტე უნდა წავიდე სოფელში. ამ სახლს გავყიდი და შენ სწავლის ფულს გადავიხდი. შენ კიდევ გადახვალ მეორე სახლში. ის უფრო იოლი მოსავლელია და ასეთი უზარმაზარიც არაა. იცოდე მე შენი იმედი მაქ და ეგრეც ნუ გამწირავ. საბოლოოდ ყველაფერი ისე მოხდა როგორც მამაჩემმა თქვა. სახლი ვიღაც მოხუც ცოლ-ქმარს მივყიდეთ. მე კიდევ გადავედი ვაკეში, ბარნოვზე. აქ სულ სხვანაირია ყველაფერი. ხალხიც კი განსხვავებულია. ჩემ წინ მრგვალი ბაღი არის სადაც თავს იყრიდა მთელი ვაკელი გოგო ბიჭები და იყო მარიაჟობა და პრანჭაობა. მე არ მხიბლავდა ეგეთი ცხოვრება, მირჩევნია მარტო ვიჯდე და რამეს ვკითხულობდე მთელი დღეები, ვიდრე ხალხმრავალ ადგილებში ვიარო და ათას უაზრობას ვუსმინო. სწორედ კითხვამ შეიწირა ჩემი მხედველობა. განსაკუთრებით მიყვარდა ფილოსოფიების კითხვა. ბოლო დროს სულ სიყვარულზე ვკითხულობდი და მიყვარდა ეს გრძნობაც, მარა პრობლემა ის იყო რომ არავინ არ მყვარებია არასდროს. ერთი თვე იყო დარჩენილი სწავლის დაწყებამდე. თან რემონტი გავაკეთე და კარგად მოვეწყე სახლში. კაი აპარატიც ვიყიდე და თავს კარგადაც ვგრძნობდი. დასასვენებლად ვეღარ წავედი და მთელი აგვისტო სახლში გავატარე მაგრამ არც მომიწყენია, იმიტომ რომ მე და ჩემი ძმაკაცი ერთად ვიყავით სულ. მართალია ჩემი მეზობელი იყო მარა სულ ჩემთან რჩებოდა. კაი ტიპი იყო ფიზიკურათაც და ხასიათითაც. ასე რომ ვთქვათ ძაან ბევრ გოგოს მოწონდა და ესეც პონტის ბიჭობდა. სანდრო _ ბიჭო შენ გამაგიჟებ რა, მაგის დედა ვატირე სულ როგორ უნდა კითხულობდე ან უღებდე სურათებს რაღაცეებსი მე – აბა შენსავით მოცლილი ხო არ ვიქნებიი სანდრო _ ბიჭო მაგაზე არ გეუბნები. ჩაიხედე სარკეში, ფიზიკურად მაგარი დაცემა ბიჭი ხარ და გოგოებზე არ ჩალიჩობ. გადახრები ხო არ გაქ მაგ წიგნებზეი მე – სანდრიკ იცი სიყვარული თავისთვის უნდა მოვიდეს შენ მას ვერ იპოვიო ნათქვამია სანდრო _ აუ ეხა ნუ დაიწყე რა რომანტიკოსობა. იტოკში მე მოგიყვან სიყვარულს დღეს მე – რაზე ამბობი კიდევ ვიღაცეები უნდა ამოყაროი სანდრო _ დღეს შენს ძმობას ვფიცავარ მაგარ გოგოებს ამოვიყვან, თან ისეთს რომ ეგრევე შეგიყვარდება, ჯობია მენდო მე – წინაზეც ეგრე მითხარი და რაღაც მითიური ცხოველები ამომიყვანე. მე ვიცი შენ რაც გინდა. სახლის პრობლემა გაქ. სანდრო _ არა ბიჭო შენთვისაც ამოვიყვან მე – მე არ მინდა არავინ, მარა შენ ბოლოჯერ გაგისწორებ და ამოათრიე შენი ნიანგი, მარა ხმაურის გარეშე სანდრო _ ვიცოდი რო თამაშს არ გამიყიდიდი, ჯიგარი ხარ მაგარი, ჩემზე იყოს მერე კაი გოგო იმ ღამეს ამოიყვანა სანდრომ ვიღაც გოგო. მე გავედი ჩემს ოთახში და ჩემს საყვარელ წიგნებს ჩავუჯექი. მეორე ოთახიდან კი სანდროს და იმ გოგოს ხმები გამოდიოდა. ვიწექი და ვფიქრობდი თუ როგორ შეიძლება სიყვარული მეპოვნა სადმე, როგორ უნდა მივხვედრილიყავი მართლა სიყვარული იყო თუ არა. საერთოდ რა არის სიყვარული? როგორ უნდა შევიგრძნოი ასეთი ბევრი კითხვა მებადებოდა და პასუხს წიგნებში ვეძებდი, მაგრამ ზოგჯერ ვერაფერს ვერ ვგებულობდი. ეწერა რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდისო, მარა მეორე წიგნში სიყვარული სამჯერადიაო, ანუ პირველად მოწონებაო, მეორედ ვითომ ნამდვილი სიყვარულიო და მესამეჯერ შეჩვევაო. ესეთი ბევრი ფრაზა იყო რაც ეჭვს მიჩენდა, რომ სიყვარული არ არსებობსო, თან სანდროს შემხედვარე რა სიყვარული რის სიყვარული. მისი საყვარელი ფრაზა იყო, გრძნობა ფეხებს ზემოთ არასდროს არ უნდა აუშვაო, სანამ ცოცხალი ხარ უნდა გაჟიმო ყველაფერი რაც მოძრაობსო. მთელი ღამე სიყვარულზე ვფიქრობდი და ამ ფიქრებშიც ჩამეძინა. სიზმარში ერთი ულამაზესი გოგო დამესიზმრა. მეძახდა და მეუბნებოდა, რომ ძალიან მგავდა ყველაფრით. სადღაც სიბნელეში მივყავდი, მერე გაქრა და მხოლოდ ის დამიძახა რომ წინ იარეო. მეც მივდიოდი და რაღაცას ვხედავდი, კარებს გავდა მაგრამ ბოლომდე ვერ მივედი თითქოს სადღაც ჩავარდი და უცბად გამომეღვიძა. სულ სველი ვიყავი, და უცნაურად ვგრძნობდი თავს. მინდოდა იმ გოგოს სახე გამეხსენებინა მაგრამ ვერა და ვერ ვიხსენებდი. მერე აბაზანაში შევედი, დუში მივიღე და სარკესთან დავდექი, გადავწმინდე ორთქლი და ჩემს თავს ვუყურებდი. გამახსენდა სანდროს სიტყვები, მაგარი სიმპატიჩნი ხარო და მეც ვაკვირდებოდი ჩემს თავს. ნელ-ნელა იორთქლებოდა სარკე მაგრამ მე გაშტერებული ვიდექი, თითქოს ახალი რაღაცა აღმოვაჩინე. მე – რა დებილი ხარ სანდრიკ (ჩუმად ვთქვი ჩემთვის) გადავუსვი დაორთქლილ სარკეს ხელი და სიცილით გამოვბრუნდი. სწავლაც დაიწყო. მეც ავდექ დილით, როგორც ყოველთვის დუში მივიღე, ჩავიცვი და გავიქეცი ინსტიტუტში. მამაჩემი სულ სტუდენტურ ცხოვრებაზე მელაპარაკებოდა, რომ მაგაზე კარგი დრო არაფერი არააო. ხო და მეც მივედი სასწავლებელთან. უამრავი ხალხი იყო. ზოგი დაბოღმილი თვალებით იყურებოდა, ზოგი დაბნეული დადიოდა აქეთ-იქით, ზოგიც გაბრწყინებლი თვალებით ელოდა სწავლის დაწყებას. პირველი კვირა თითქმის გაცნობა იყო ერთმანეთის. პარასკევს საინტერესო ლექცია ჩაგვიტარდა ფოტო ხელოვნებაში. ლექტორი _ მე გახლავართ თენგიზ შენგელია, თქვენი ლექტორი ფოტო-ხელოვნებაში.......................... ბატონი თენგიზი აგრძელებდა თავის ლექციას და ყველა დიდი ინტერესით უსმენდა. უცბად შუა ლექციის დროს გაიღო კარები და ულამაზესი გოგო შემოვიდა. არც ბოდიში უთქვამს არც არაფერი ისე მივიდა ბატონ თენგიზთან და რაღაცა გადასცა. თენგიზმა ის იქვე დასვა და გააგრძელა თავისი ლექცია. მე ვუყურებდი ამ გოგოს, თითქოს ვიცნობდი, მაგრამ არ მეცნობოდა. სწორი, თაფლისფერი თმა ქონდა, ცისფერი თვალები, პატარა ცხვირი, ულამაზესი სახე, გამხდარი იყო, მოკლედ ესეთი გოგო არ მინახავს არც ტელევიზორში. მთელი ლექცია გაშტერებული ვუყურებდი. მგონი ეს გოგო იყო ყველა შეკითხვის პასუხი. დამთავრდა ლექცია. მეც უკან გავყევი ამ გოგოს. მთელი დღე დავყვებოდი და საბოლოოდ ჩემს სახლთანაც ავედი. გავარკვიე, რომ ის გოგო ჩემს მოპირდაპირე სახლში ცხოვრობდა. ავედი სახლში და დავიწყე ფიქრი. თითქოს ის გოგო გულში ჩამივარდა. მთელი დღე ვიწექი და პატარა რეზინის ბურთს აქეთ-იქით ვისროდი. დაღამდა და ფანჯრის რაფაზე შემოვჯექი, თან ფოტო კამერაც ავიღე და სურათებს ვუღებდი რაღაცეებს. უცბად მობილურმაც დარეკა, რა თქმა უნდა სანდრო იყო. შემეშინდა კინაღამ ფანჯრიდან გადავარდი. სანდრო _ რას შვები კოკოში პონტი არის რო ამოვიდეი მაგარი გოგოები მყავს ძაან მე – არამგონია სანდრო _ რა გჭირს შეჩემაი ხო დაგპირდი მაგარ გოგოებს ამოვიყვანთქოი მე – ხო კაი ჯანდაბას შენ თავს ამოდი. სანდრო _ იმიტომ მიყვარხარ ბრატ. ცოტა მინგრეული იყო ყველაფერი და დალაგებას შევუდექი. სანდროც მალე ამოვიდა და ამჯერად მართლა კაი გოგოები ამოიყვანა. როგორც წესი მუსიკა ჩავრთეთ და დავლიეთ. სანდრო _ იცით გოგოებო კოკოშა მაგარი ფოტოგრაფია ნინი _ აუ ვგიჟდები სურათებზე. სანდრო _ ანახე მიდი შენი შემოქმედება მეც ავდექი და ჩემი კამერა მივეცი. ის გოგოც ათვარიელებდა სურათებს. სანდრო და მისი გოგოც იქით გავიდა. თან სურათებს ნახულობდა ეს გოგო და თან მეპათხალიმებოდა. ნინი _ ვაა შენ გოგოებსაც უღებ სურათებს ჩუმადი მე – არა საერთოდ ადამიანებს არ ვუღებ სურათებს ნინი _ აბა ეს გოგო ვინააი თან რა ლამაზიააა მეგონა მეღადავებოდა, მაგრამ როცა დავხედე კამერას და ის გოგო დავინახე, რომელმაც საფიქრალში ჩამაგდო, ცოტა დავიბენი. დავაშტერდი სურათს, არც მესმოდა ის გოგო რას ლაპარაკობდა მე მხოლოდ სურათს შევსცქეროდი მე – აუ მე უნდა წავიდე რაღაც საქმე მაქვს დიდი ბოდიში ნინი _ რააი ავდექი ავიღე ჩემი კამერე და გარეთ გამოვედი. ჩავედი მრგვალ ბაღში და დავჯექი. ღამის 2საათი იქნებოდა ხალხიც თითქმის არ იყო. ვიჯექი და ვუყურებდი სურათს. ღმერთო როგორ გადავიღე ეს სურათიი ალბათ სანდრომ რომ დამირეკა მაშინ დამეჭირა ხელი. აუ როგორ მიყვარხარ სანდრო. ამ ფიქრებში ვიყავი მთელი ღამე და იქვეც ჩამეძინა. დღეები გადიოდა და იმ გოგოს ვერ ვხედავდი, მაგრამ დადგა პარასკევი და ისევ თენგიზის ლექცია ლექტორი _ ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში ჩემს სტუდენტებს ვაძლევ დავალებას გადაიღონ სურათევი რამე თემაზე. რადგანაც თქვენ ასეთი ლამაზები და კარგები ხართ თქვენი თემა იქნება სილამაზე. ამ დროს ისევ კარები იღება და შემოდის ის გოგო. ისევ არაფერს არ ამბობს, მიდის ლექტორთან, რაღაცას აძლევს და ჯდება ისევ იმ ადგილას სადაც წინაზე იჯდა. მეც გაშტერებული ვუყურებდი მთელი ლექციის განმავლობაში ამ გოგოს. ლექტორი _ ბატონო კოტე თქვენ რას მეტყვით სილამაზეზეი მე თითქოს არც გამიგია რა მკითხა თენგიზმა. ყურადღებაც არ მიმიქცევია. ლექტორი _ კოტე შვილო აქ ხართი ჩემმა წყნარად ყოფნამ ყველას ყურადღება მიიპყრო. იმ გოგოს ვუყურებდი მაინც და იმანაც გამომხედა და გაეცინა მე – უი უკაცრავად ბატონო თენგიზ არ გისმენდით ლექტორი _ შვილო კოტე აქ რის გამო დადიხარი რომ გოგოებს უყურო თუ ჩემს ლექციას უსმინოი მე – უკაცრავად მეორეჯერ აღარ განმეორდება ლექტორი _ ბიჭო რა კარგი სახელი გაქვს, კონსტანტინე, შენ კიდევ მაგ სახელის შერცხვენის უფლება არ გაქვს მე – არც შევარცხვენ ბატონო თენგიზ ლექტორი _ ლაპარაკიც გყვარებია. ვნახავთ რას გადაიღებს ბატონი კონსტანტინე წლის ბოლოს. რაში ხედავს ის სილამაზეს ლექციაც დამთავრდა. მე ისევ უკან გავყევი ამ გოგოს. გზადაგზა სურათებს ვუღებდი. მთელი ერთი კვირა უკან დავზდევდი და ჩემს კამერას მისი სურათებით ვავსებდი. რა ლამაზი იყო, მთელი დღეები მასზე ვფიქრობდი, ღამეებიც კი არ მეძინა არა და არც მისი სახელი არ ვიცოდი. მთელი ჩემი სახლიც მისი სურათებით იყო სავსე. ერთხელ ღამე მარკეტში ჩავედი, ტკბილეულობის და ასანთის ყიდვა მინდოდა. თავიდან ასანთი ავიღე, მერე მივედი შოკოლადების განყოფილებასთან და ვარჩევდი. უცბად რაღაც მანქანა გაჩერდა, მუსიკების ხმა გავიგე. მერე ვიღაც გოგო შემოვიდა მხიარული ლაპარაკით. გავხედე და უცბად სული შემეკვრა. დავინახე ის ულამაზესი არსება რომელიც ჩემი მუზის კლამი იყო. დავიბენი რა მექნა არ ვიცოდი. მერე თვითონაც დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა. ნუცა _ უკაცრავად ასანთი ხო არ გაქი მე – კი კი მაქ (დაბნეული ხმით ვუთხარი) ავანთე და მოვაკიდებინე სიგარეტისთვის. მერე დადგა და თვალებში მიყურებდა. უცბად ჩემსკენ წამოვიდა და მაკოცა. დავიბენი, მაგრამ ისეთი გრძნობა მქონდა თითქოს შიგნიდან ცეცხლში ვიწვებოდი. ნუცა _ ხო ისე უკან ნუ დამყვები კაიი მე – მე მე მე ....... უცბად სანდრო შემოვიდა მაღაზიაში სანდრო _ ბიჭო დაგინახე და შემოგყევი რაღაც საქმე მაქვს შენთან მერე დაინახა ჩემთან ერთად გოგო და გაჩერდა და გაუკვირდა სანდრო _ უი არ ვიცოდი თუ ერთად იყავით მე – ხო ეს ეს... ნუცა _ მე ნუცა ვარ სანდრო _ მე კიდეც კოკოშას ძმაკაცი სანდრო. ჩემი გაზრდილია ეს ოხერი ნუცა _ ხო ისე მე დაგტოვებთ ბიჭებო მარტო მაინც მეჩქარება სანდროს თვალებით ვანიშნე რომ გასულიყო. სანდრო _ არა არა ნუცა შენ იყავი მე გავალ ნუცა _ მე უნდა გავიდე, ძაან კაი იყო შენი გაცნობა სანდრო. უი კოკოშ ჰა ეს წიგნი, რომელიც მთხოვე ძვლივს გიშოვე მე – აააა.... უი ხო დიდი მადლობა ნუცა _ აბა ჰე პაკააა მე სანდრო _ კარგაააად მე გაოცებული ვიდექი და ხმას ვერ ვიღებდი სანდრო კიდე მეკითხებოდა რაღაცეებს ნუციზე. ისე ავედი სახლში რომ არაფერი არ გამიგია. მთელი გზა ნუცაზე და კოცნაზე ვფიქრობდი. რატომ მაკოცაი ნეტავ რას ნიშნავდა ეს ყველაფერი? და რატომ ვარ საერთოდ ესეთი დაბნეული? რაღაცა მემართება. სახლშიც შევედი და ჩემი საყვარელი ლამპა ჩავრთე რომელიც მკრთალად ანათებდა. წამოვწექი საწოლზე და ჭერს ვუყურებდი რომელიც სავსე იყო ნუცას სურათებით. ვფიქრობდი ყველაფერზე. მგონი შემიყვარდაი არ ვიცი რა არის სიყვარული, მაგრამ რაც მემართება ძაან მსიამოვნებდა. ამხელა სამყაროში მარტო მისი სახე მედგა წინ და ჩემი ფიქრები მხოლოდ მას ეკუთვნოდა. რა კარგი დღე იყო. და აი ის წიგნი რატომ მომცაი წამოვდექი და წიგნს შევხედე. ჯერომ სელინჯერის თამაში ჭვავის ყანაში? გამიკვირდა, ეს წიგნი წაკითხული მქონდა და ნეტავ რამეს უნდა ნიშნავდესი მეც გადავშალე და პირველივე გვერდზე დავინახე წარწერა. კვირას 6საათზე ბარნოვზე ლიტერატურულში, გკოცნი ნუცა. აი ეხლა კი ნამდვილად გამიხარდა. ჩავიხუტე წიგნი და ნუცას სურათი და ისე ჩამეძინა. კვირას მთელი დღე სარკესთან ვიდექი ჩემს თავს ვუყურებდი და მინდოდა რომ კარგად ვყიფილიყავი. თან ათასი ტანსაცმელი გამოვიცვალე და საბოლოოდ იმდენი მოვახერხე რომ ცოტა დავაგვიანე. ლიტერატურულში შევედი და ნუცაც დავინახე, მანაც შემომხედა, გამიღიმა საყვარლად და ხელი დამიქნია. მეც მივედი და დავჯექი. ნუცა _ ვითომ ერთმანეთს ვიცნობთ დიდი ხანია კარგიი მე – კარგი და რატომ ეგრეი ნუცა _ იმიტომ რომ თავისუფლად იყო მე – ხო მართალი ხარ ნუცა _ ხო ისე ესეთი მორცხვი რატომ ხარი რომ მოსულიყავი და გაგეცნე მაგით რამე მოგივიდოდაი მე – ხო ვაპირებდი მარა.... ოფიციანტი _ რას მიირთმევთი მე ნუცას შევხედე და ველოდებოდი რას იტყოდა ნუცა _ მმმ მე თეთრი ირისი და ყავა მინდა. კოტე შენი მე – მეც იგივეს ავიღებ (დაბნეული ხმით ვთქვი ძვლივს) შემდეგ არ ვიცი რა მეთქვა და ცოტა ხანი ჩუმად ვისხედით და ერთმანეთს ვუყურებდით. რა ლამაზი თვალები ქონდა და რა საყვარლად იღიმებოდა. მინდოდა კიდევ მეკოცნა და ხელი შემეხო მის ტანზე. მინდოდა ეს წუთები არ დამთავრებულიყო. მე – იცი ძალიან ლამაზი ხარ ნუცა _ შენც არაგიშავს მე – მარტო ბატონი თენგიზის ლექციაზე რატომ დადიხარი ნუცა _ თენგიზი ჩემი ბაბუაა და ძალიან მიყვარს მისი მოსმენა, ბევრ საინტერესო ამბებს ყვება. მე – ხო ძალიან კარგი ადამიანია. შენც შენგელია ხარი ნუცა _ არა თენგო ბაბუა დედაჩემის მამაა, მე ბერიძე ვარ. შენი მე – მე სალუქვაძე ნუცა _ როდის გაქ დაბადებისდღეი ჰოროსკოპით რა ხარი მე – 19დეკემბერს. მშვილდოსანი ვარ. შენი ნუცა _ მე 7ივნისს. ტყუპები, მარა აი ჰოროსკოპის არ მჯერა. საერთოდ რა არის დასაჯერებელი? რაღაც უაზრობაა მიდი და ენდე ვარსკვლავებს მე – ხო ისე გუშინ ის კოცნა.... ნუცა _ რა არ მოგეწონა ჩემი კოცნაი მე – კი როგორ არა, მაგრამ რას ნიშნავდაი ნუცა _ არ ვიცი ...... ოფიციანტი _ აი თქვენი შეკვეთა მე – დიდი მადლობა. ნუცა ის კოცნა რამეს ნიშნავდაი ნუცა _ იცი რაღაც უაზრო შეკითხვაა. შენი აზრით აქ ვიჯდებოდიი მე – რავი..... ნუცა _ ხო და თუ არ იცი დაფიქრდი და მერე გავაგრძელოთ ლაპარაკი. ეხა კიდე მაცადე ცოტას შევჭამ თორემ ვკვდები ისე მშია ვჭამდით და თან ერთმანეთს ვუყურებდით. მეცინებოდა და იმასაც. თან ვფიქრობდი რაზე დამელაპარაკა. ნუცა _ ხო ისე უკან რატომ დამყვებოდიი უკნიდან უფრო მოგწონდიი მე – იცი უკნიდანაც კარგი ხარ და წინიდანაც ნუცა _ ვაა რა კაი კომპლიმენტია მე – არა მართლა გეუბნები. იცი მართლა კარგად ვგრძნობ თავს ეხლა იმიტომ რომ ერთადერთი გოგო ხარ რომელთანაც სხვანაირად ვგრძნობ თავს ნუცა _ და როგორ გრძნობ ჩემთან თავსი მე – არ ვიცი მარა ძაან კარგად. შენთან ერთად პირველად ვარ მაგრამ არაფერი არ მაინტერესებს ირგვლივ რაც ხდება. ნუცა _ ხო ისე კამერა აქ ხო არ გაქ შემთხვევითი მე – კი და რა იყოი ნუცა _ მგონი კარგად ვარ და ხო არ გადამიღებ სურათებსი მთელი დღე ერთად გავატარეთ. ვსეირნობდით ერთად, ვუღებდი სურათებს მერე მრგვალ ბაღშიც დავჯექით და კაი ხანი ვიჯექით. მე – სიგარეტს რატომ ეწევიი ნუცა _ რავი აბა ისე მე – არ შეიძლება ცუდია ჯამრთელობისთვის ნუცა _ კაი მაგაზე ნუ ვილაპარაკებთ (ცოტა მოწყენილი ხმით მითხრა) მე – იცი ამდენი ხანია გიყურებ და მგონი უნაკლო ხარ ნუცა _ ხოოი ვაა რა მაგარიაი მე – ხო თან ჩემი თვალებით რომ კარგ გოგოს ვხედავ ცოტა მიკვირს ნუცა _ ეგ რა პონტში? მე – კარგად ვერ ვხედავ. მინუსი მაქ მარა სათვალესაც არ ვხმარობ და ლინზებსაც ვერა. ნუცა _ მეც არ ვიფიქრე ესე ახლოდან რატომ მიყურებსთქოი არა ისე მაგრად საყვარლად იხედები მე – შენ კიდევ საყვარლად იცინი ძაან შემდეგ ორივე გავჩუმდით და ერთმანეთს ვუყურებდით. ძაან გვიანი იყო თან და ხალხიც არ დადიოდა ქუჩაში. მას თავი ჩემს კალთაში ქონდა ჩადებული და ორივენი ცას ვუყურებდით. შემდეგ ნუცის დავხედე და მინდოდა მეკოცნა მაგრამ უცბად მობილურის ხმა გაისმა. ნუცასდედა(მობ) _ სად ხარი ამოდი დროზე მამაშენი ნერვიულობს ნუცა _ ხო ამოვალ მალე, უკვე სახლთან ვარ მე – მიდიხარი ნუცა _ ხო უნდა წავიდე ავდექით და წავედით. ნუცი სახლამდე მივაცილე და მინდოდა მეთქვა რომ მიყვარადა, მაგრამ არ მაცალა ამის თქმა უცბად მაკოცა. ნუცა _ ეს კოცნა უკვე ბევრს ნიშნავს აი ამ სიტყვებით დამემშვიდობა. მე კიდევ ფრენა-ფრენით ამოვედი სახლში. ფიქრებმა კვლავ წამიღეს ოცნებებში. აი ეხლა კი ვხვდებოდი რომ მგონი მიყვარდა. რა ლამაზი და დიდებული გრძნობა ყოფილა. ცოდვაა ის ადამიანი რომელმაც არ იცის რა არის სიყვარული. წინ მედგა ნუცას სახე, მისი ულამაზესი თვალები, მესომოდა მისი უსაყვარლესი სიცილი. რამოდენიმე დღის შემდეგ ჩემთან სანდრო ამოვიდა და ყველაფერი მოვუყევი მასსაც. სანდრო _ ბიჭო ეგ ხო კაი რომ გაკოცა, მარა იქნებ ყველა ბიჭს ეგრე ექცევაი მე – არა სანდრიკ შენს ძმობას ვფიცავარ ეგეთი არაა დარწმუნებული ვარ, რაღაც ყველასაგან განსხვავებულია, არ ვიცი რა სიტყვები ვთქვა სანდრო _ ნეტავ ეგეთი განსხვავებული მეც მომცა ეგრევე რომ მკოცნიდეს მე – კაი რა დაგემართაი იქნება და რამე ცუდი თქვაი! სანდრო _ ბიჭო მაგრად მიხარია მარა რავიცი რა, ეგრევე კოცნა რას ნიშნავდაი მაინც უნდა გაარკვიო რა. ჩემი იგივე ძმა ხარ და არ მინდა ვინმე ისეთი შეგიყვარდეს, რომელიც შენი ღირსი არ იქნება მე – ჯიგარი ხარ სანდრიკ და ყველაფერს ავწონ_დავწონი. არამგონია ცუდი გოგო რო იყოს სანდრო _ მეც ეგ მინდა ძმაო, მაგას რა ჯობია. კაი ეხა გავიქეცი რაღაც საქმეები მაქვს და გნახავ საღამოს. სანდროც წავიდა და სახლში მარტო დავრჩი. ვფიქრობდი და ისევ ვფიქრობდი. ყველაფერი მავიწყდებოდა, თითქოს ყველაფერი აღარაფრად გადაიქცა, თითქოს დრო გაჩერებული იყო. საღამომდე გულაღმა ვიწექი ჩემს საწოლზე და ნუცის სურათებს ვუყურებდი. უცბად ზარიც გაისმა კარებზე. მეზარებოდა გაღება, ან კიდევ ვინ უნდა ყოფილიყოი ალბათ მეზობელი, გასაღების დატოვება უნდოდა, მარა 7ის ნახევარზეი ძვლივს წამოვდექი ფეხზე და მივცოცდი კარებთან, გავაღე და ნუცი შემოვარდა. უცბად ვერც მოვედი აზრზე რა ხდებოდა. ნუცა _ როგორ ხარ კოტეი მაგარი კასეტები ამოვიტანე მაგარი ფილმებია, კიდევ ჩიფსები, შოკოლადები, კოკა, სასმელი და სხვა რაღაცეებიც. ჰა რას გაშტერებულხარ მომეხმარე ამ სიტყვებს მეუბნებოდა და თან ტრიალებდა აქეთ-იქით. მე – უი ხო დაიცა ნუცა _ ჰა ესენი გამომართვი, მიდი ეს კოკა და სასმელები მაცივარში შეაწყვე დანარჩენს მე მოვაგვარებ მე – ხო კაი დაბნეული ვემორჩილებოდი ნუცის, თვითონ კი დიდი ქალივით აკეთებდა ყველაფერს. გახსნა თავისი ამოტანილი ჩიფსები და რაღაცეები, მერე ადგა და ტელევიზორთან გაიტანა ყველაფერი ნუცა _ კოტიკ არ მოგწონსი რა არ მელოდიი უი ხო ისე ძაან კარგად მოწყობილხარ მე – ხო დიდი მადლობა. ძაან კარგია ყველაფერი. და ისე საიდან გაიგე სად ვცხოვრობდიი ან მშობლები არ დაგირეკავენი ნუცა _ კაი დიდი ბოდიში თუ ხელი შეგიშალე მე – არა ნუცი რა სისულელეა. ძაან გამიხარდა შენი ნახვა ნუცა _ კაი კაი მიდი შენ ჩართე ჯობია ვიდეო და კინოებს ვუყუროთ. მშობლებს ვუთხარი რომ დაქალთან ვრჩები ნუციმ ყველაფერი გამოიტანა და კარგათაც მოეწყო. მარტო კინოს ჩართვას ელოდებოდა მე – ხო ისე რომელი კინო ჩავრთოი ნუცა _ კოტიკ დღეს შენთან დარჩენაზე უარს თუ არ მეტყვი მაშინ ყველას ყურებას მოვასწრებთ მე – არა არა რა უარი. პირიქით ძაან მსიამოვნებს ერთად რო ვართ ძაან დავიბენი და არ ვიცოდი როგორ მემოქმედა. თან მაგრად მიხაროდა და ბედნიერებისაგან დავფრინავდი. ნუცა _ მაშინ ჯერ არ ბნელა და მელოდრამიდან დავიწყოთ. მანდ კაი ფილმია ერთი, ჯოშ ჰარტნეტი თამაშობს და რო დაღამდება მერე უჟასტიკებს ვუყუროთ უნდა დაგაშინოო მე – კაი გენდობი შენ. და ვინ შეშინდება მაგასაც ვნახავთ ჩავრთე ვიდეო, ტელევიზორი და ჩემს საყვარელ პუფებში ჩავსხედით, შუქებიც ჩავაქრეთ. მე როგორც ყოველთვის ახლოს მივიწიე ტელევიზორთან ჩემი მხედველობის გამო ნუცა _ აუ რა სასაცილო ხარ თვალებს რო პრუწავ მე – დიდი მადლობა ნუცა _ მოდი რა მოიწიე რა უკან. მარტო ხო არ ვიჯდები მე – ხო მარა ვერ ვხედავ, მაშინ შენ მომიყვები რა მოხდება ნუცა _ რა სულელუკა ხარ რა მე – რატომ ვარ სულელი? ნუცა _ კაი კაი დაიწყო კინო და გაჩუმდი კინოც დაიწყო. მთელი კინო ორივე ჩუმად ვისხედით და ვჭამდით სასუსნავებს. მერე ნუციმ თავი დამადო და ძალიან რომანტიკული სიტუაცია წარმოიქმნა, ფილმიც ისეთი იყო რომ სიყვარულის გრძნობას გაგიღვივებდა. ბოლოში კიდევ ნუციმ ისეთი ტირილი ატეხა რომ მეზობლები კინაღამ ამოგვივარდნენ. ნუცა _ აუუ რა მაგარიაა, აუუ აღარ შემიძლიაა, კიდევ კაი ნახეეეს მე – კაი ნუცი დაწყნარდი ყველაფერი ხო კარგად მორჩა და რა გატირებსი ნუცა _ აუუ მაგარი მომენტი იყო ძაან მერე უცბად გაჩუმდა, ცრემლები მოიწმინდა და მოკვდა სიცილით. ძალიან ცვალებადი ხასიათი ქონდა. ცუდი ხასიათიდან უცბად ეგრევე მხიარულ ხასიათზე გადადიოდა. არ გავდა სხვა გოგოებს, რაღაც ყველასგან განსხვავდებოდა და მე მასში ეს მომწონდა. თან როგორ ანათებდა მისი ცრემლიანი, ცისფერი თვალები. რა სიცილი ქონდა უბრალოდ მოგინდებოდა მთელი ცხოვრება მისი, მარტო, ყურება. ნუცა _ კაი კაი ეხა მიდი უჟასტიკები ჩართე უნდა შეგაშინოოო მე – კაი ვნახოთ. მართალია არ მიყვარს უჟასები, ისინი ადამიანის ფსიკიგაზე ცუდად მოქმედებენ და წარმოქ.......... ნუცა _ ეეე დაიცა რა ნუ ფილოსოფოსობ. უბრალოდ აღიარე რო გეშინია მე – მაგასაც ვნახავთ ვინ იქნება ბოლოს შეშინებული ნუცა _ კაი ვნახოთ. კაი ეხა მოდი აქეთ მოიწიე კინოც დაიწყო. ვერ ვიტანდი უჟასებს. არ მეშინოდა მარა რაღაც არ მომწონდა. მთელი კინო დაძაბულები ვისხედით ერთმანეთზე ჩახუტებულები. მთელი კინო პანიკებში იყო ნუცი. ზოგჯერ ისე მომიჭერდა ხელს ხელზე რომ სისხლს მიჩერებდა. მთელი ღამე თითქმის კინოების ყურებაში გავატარეთ. თან მე ძირითადად მაინც ნუცის ვუცქერდი. ძალიან ლამაზი იყო. ისეთი ლამაზი რომ ანგელოზებსაც შეშურდებოდა. რაღაც დროის შემდეგ დავინახე რომ ჩასძინებოდა. რა საყვარლად ეძინა. ნეტავ რა სიზმარს ნახულობდაი მინდოდა მეკოცნა მის ულამაზეს ტუჩებზე, მაგრამ ვერ ვბედავდი. ესე ვუყურებდი კაი ხანი, მერე ძვლივს გავბედე და ვაკოცე. კოცნის დროს ნუცის გამოეღვიძა მეც უკან ნელ-ნელა წამოვიღე თავი და დავინახე მისი სიყვარულით სავსე თვალები და ღიმილი. ნუცა _ მანდამაინც მძინარესთან უნდა გაბედო კოცნაი მე – უი?... ნუცა _ კაი გაჩუმდი და თვითონაც მაკოცა. ესე გრძელდებოდა დაახლოებით 5წუთი. თავი სამოთხეში მეგონა, ჩემზე ბედნიერი არავინ არ იყო. მართლა მაგრად მსიამოვნებდა მასთან ერთად ყოფნა. მახსენდებოდა წიგნებიდან ამოღებული სიტყვები. სიყვერული შეჩვევაა, სიყვარული სიამოვნებაა, სიყვარული კოცნაა, სიყვარული სილამაზეა და ა.შ. მე – ნუცი იცი მე შენ მგონი მიყ..... ნუცა _ კოტე ძაან მეძინება და გთხოვ მაგაზე სხვა დროს ვილაპარაკოთ კაიი მე – ხო კაი ნუცა _ გთხოვ ეხლა დავიძინოთ რა მექნა, მაინც
Category: ♥ ისტორიები ♥ | Views: 1008 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: