Main » 2012 » April » 12 » სიყვარული თვითმკვლელობაა (2)
2:20 PM
სიყვარული თვითმკვლელობაა (2)

ნუცა _ გთხოვ ეხლა დავიძინოთ 
რა მექნა, მაინც არ მაცადა მეთქვა თუ როგორ მიყვარდა. ალბათ ძალიან დაღლილი იყო, არაუშავს სხვა დროს დაველაპარაკები მაგაზე. 
მერე უცბად გამახსენდა სანდროს სიტყვები. უცბად დავიბენი, ნუცის კიდევ დასძინებოდა. მთელი ღამე ისევ ფიქრებში გავატარე. მარა მალე მეც ჩამეძინა. 
ნუცა _ გაიღვიძეე! მძინარე მზეთუნახავოო!! ყავა და ნამცხვარი მოგიმზადეე მოდი დროზეე 
მე – მოვდივარ მოვდივარ. 
დილის 10სთ იყო. ავდექი ჩავიცვი და გავეედი მეორე ოთახში. ნუცი ძირს იწვა და ტელევიზორს უყურებდა. საჭმელიც იქვე იატაკზე იყო გაწყობილი. მეც შევუერთდი ნუცის, თან ძაან სასაცილოდ იყო გამოწყობილი. ჩემი შორტები და მაიკა ეცვა. 
მე – ძაან გიხდება ჩემი ტანსაცმელი 
ნუცა _ არ დამცინო თორე ჩემს ჩაიცმევ 
მე – არა მართლა მაგრად გიხდება 
ნუცა _ კაი კაი. აუ ისე არ ეზარებათ ყოველ დილით ადგომა ამ ჟურნალისტებსი და მერე ხალხის გართობაი 
მე – რა ქნან ეგეთი სამსახური აქვთ 
ნუცა _ შენ მიდი ჭამე და დალიე სანამ გაგიცივდა. ხო ისე სურათებს არ გადამიღები 
აი აქედან დაიწყო სილამაზე და ხელოვნება. მე და ნუციმ მოვიარეთ მთელი თბილისი და ყველგან გადავიღეთ სურათები. ზოგი სურათი ძალიან სასაცილო იყო, ზოგიც სერიოზული. თითქმის ყველანაირი სურათი მქონდა მისი. თან ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს რომ მთელი დღეები ერთად ვიყავით, მაგრამ სიყვარულზე არ დავლაპარაკებულვართ საერთოდ. ეგ არაფერი დიდი პრობლემა არ იყო. პრობლემა ის იყო რომ ძალიან ბევრ სიგარეტს ეწეოდა და მე არ მომწონდა მასში ეს თვისება. ერთხელ ჩემთან სახლში ვიყავით. 
იატაკზე ვიწექით დაღლილები და ვლაპარაკობდით. 
მე – ნუცი შენი ოცნება რა არისი 
ნუცა _ ყველასგან განსხავებით ფული არ მინდა მადლობთ მაქვს. ალბათ სიგარეტს რომ დავანებო თავი, რა თქმა უნდა შენს გამო 
მე – ძალიან კარგი, ეგ რომ გინდა მარა ეგ ოცნება არაა. 
ნუცა _ ოცნება არ ვიცი. არ დავფიქრებულვარ არასდროს. შენ მითხარი რაა შენი ოცნება. ალბათ ადრიანა ლიმასთან სექსი როგროც ყველა ბიჭს ხოი 
მე – ნუ მაგაზეც არ ვიტყოდი უარს მაგრამ არაა ეგ ჩემი პირველი ოცნება 
ნუცა _ აბა რა არის შენი პირველი ოცნებაი 

მე – ნუ ფულზე მეც გეთანხმები. ჩემი აზრით სიყვარული ფულზე მეტია, ფულზე კი არა ცხოვრებაზეც. მინდა რომ მიყვარდე მთელი ჩემი ცხოვრება და სიკვდილის შემდეგაც თუ არსებობს სიცოცხლე მინდა რომ იქაც მიყვარდე. იცი სიყვარული მარადიულია და არ კვდება არასდროს. ნუცი მე შენ მიყვარხარ და მინდა რომ შენგანაც იგივე გავიგო 
ნუცა _ კოტე არ მინდა რომ გული გატკინო. არ ვიცი ჩვენს ურთიერთობას რა დავარქვა. მაგარად მომწონხარ, მგონი მეტიც მაგრამ არ მინდა სიყვარულზე ლაპარაკი 
მე – რატომ ნუცი ვერ ვგებულობ ვერაფერს. ვინმე გყავსი 
ნუცა _ შენ რა გგონია რომ სხვაც მყავსი ეგრე მიცნობი 
მე – რავი არ ვიცი იქნება და შენ მეტყვი მიზეზს, თუ ყველა ბიჭთან ისე ხარ როგორც ჩემთან და მხოლოდ ერთობიი 
ნუცა _ რააი შენ რა ეგეთი გგონივარი 
ნუცი წამოხტა გამწარებული და წასვლა დააპირე მაგრამ შევაჩერე 
მე – ნუცი აღარ ვიცი რა ვიფიქრო, გთხოვ მითხარი რამე 
ნუცი გაჩერდა, შემობრუნდა, დავინახე მისი ცრემლიანი თვალები და ნერვიული ხმით მითხრა. 
ნუცა _ იცი შენ ჩემთვის პირველი ბიჭი ხარ. ჩემს სიცოცხლეში არავინ არ მყოლია, მაგრამ არ მიყვარხარ არაა გაიგეი! 
და უცბად აუტყდა ხველება, ისეთი რომ კინაღამ დაიხრჩო. 
მე – რა გჭირს ნუცი რა 
ნუცა _ გთხოვ გამიშვი და მერე დაგელაპარაკები. 
მეც ხელი გავუშვი და სახლიდან გაიქცა. მისმა სიტყვებმა გული მომიკლა. თითქოს რაღაცა წამართვა. მუხლები მომეკეცა და დავეცი. არ ვიცოდი რა მექნა ან რა მეფიქრა. უნდა გამერკვია ყველაფერი, მაგრამ უცბად თავი ამტკივდა და თვალები დამიბნელდა. მეგონა გონება დავკარგე, მაგრამ უფრო მხედველობის დაკარგვას გავდა
Category: ♥ ისტორიები ♥ | Views: 947 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: