Main » 2012 » April » 12 » სიყვარული თვითმკვლელობაა (3)
2:24 PM
სიყვარული თვითმკვლელობაა (3)

კიდევ კაი სანდრო ამოვიდა მალე და საავადმყოფოში წამიყვანა. 
ექიმი _ შენს მეგობარს დასვენება ჭირდება, ძალიან გადაეღალა თვალები ალბათ ძალიან ბევრს მუშაობს. ცოტა ხანი დაისვენოს 
სანდრო _ ექიმო ხო კარგად იქნებაი რა ჭირსი 
ექიმი _ არ ვიცი რა გითხრა. მშობლები სად არიან კოტესი? 
სანდრო _ ექიმო მითხარით რა ჭირს კოტეს! ის ჩემი ძმაა გაიგეთ! 
ექიმი _ მძიმედაა ძალიან. შენს ძმაკაცს გლაუკომა აქვს 
სანდრო _ რას ნიშნავს ექიმო გლაუკომა მითხარით 
ექიმი _ შენი ძმაკაცი მალე დაბრმავდება 
(დიდი ფიქრის და დარდის შემდეგ სანდრო აგრძელებს) 
სანდრო _ ექიმო ეხლა როგორააი 
ექიმი _ ეხლა კარგადაა, დროებით დაკარგა მხედველობა, ალბათ ან ძალიან გადაეღალა თვალები ან რამეზე ძალიან ინერვიულა, მაგრამ მალე ალბათ საერთოდ დაკარგავს მხედველობას. ძალიან ვწუხვარ 
სანდრო _ ექიმო რამეს ვერ ვიღონებთი ვერ გადავარჩენთი 
ექიმი _ გადარჩენით გადარჩება, მაგრამ მხედველობას ვერ შევუნარჩუნებთ 
მე რაღაც წამლები გამომიწერეს და საავადმყოფოდან გამოვედი. სანდრომ მითხრა რომ ნერვიულობის ან გადაღლილობის გამო დავკარგე მხედველობა, არაფერი არაა საშიშიო. მე არ ვდარდობდი ჩემს თვალებს, სულ ნუციზე ვფიქრობდი. ისევ ის სიზმარი ვნახე მხედველობის დაკარგვისას, ოღონდ ეხლა ის გოგო ვიცანი, ნუცი იყო. ისევ სადღაც მივდიოდით, მერე ნუცი იკარგებოდა. ისევ ის კარები, მაგრამ კიდევ ვერ ვახერხებდი მისვლას. ნეტავ რას ნიშნავდაი არ ვიცი არა. ეხლა მთავარია ნუცი ვნახო და ველაპარაკო ჩვენზე, მაგრამ ნუცი აღარც ლექციებზე ჩანდა, აღარც ქუჩაში, აღარც მარკეტებში და არსად. თითქოს აორთქლდა ჩემი ცხოვრებიდან. სიყვარული სიყვარულმა წამართვა. სტრესში ჩავარდი. აღარც ლექციებზე დავდიოდი, აღარც გარეთ გავდიოდი, აღარც ტელეფონს ვიღებდი. ვიჯექი მარტო სახლში და ნუცის სურათებს ვუყურებდი. ცრემლები მომდიოდა მთელი დღეები, ღამეც ვერ ვიძინებდი, მხოლოდ წარსულის მოგონებებში ვცხოვრობდი ბედნიერად, მაგრამ ეს ბედნიერებაც ნელ-ნელა ქრებოდა. ჩავაბნელე მთელი სახლი და ვიჯექი მარტო. მთელი სახლი მხოლოდ სურათებით გავავსე. ველოდებოდი იმედს, რომელიც ადამიანს არასოდეს არ ტოვებს მარტო. იმედი ღმერთივითაა, როგორც სიყვარული. თითქოს იმედი და სიყვარული ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ერთი წავა და მეორე მოვა. რა საოცებაა. მაგრამ ორივე ერთად ღმერთია. იმ იმედით ვიჯექი, რომ ღმერთი ადამიანს მარტო არასდროს არ ტოვებს. 


კარებზე ზარი. თითქოს გულმა მიგრძნო რომ ნუცი იყო. ავდექი და გავაღე. უცბად მართლაც ნუცი შემოვარდა კასეტებით და სასუსნავებით ხელში. 
ნუცა _ კოტე როგორ ხარი რა ამბავია აქი მიდი დროზე მიალაგე კასეტები მოვიტანე და ჩვენი საყვარელი სასმელ-საჭმელი. 
მე – ნუცი 
ნუცა _ რა არ გაგიხარდა ჩემი დანახვაი ესე უნდა შემხვდეი 
უცბად გავექანე და ჩავეხუტე. ისე მოვუჭირე ხელები, ვეღარ სუნთქავდა 
მე – სად იყავი ნუცი რატომ დამტოვეირატომი 
ათასი შეკითხვა ერთდროულად მივაყარე. 
ნუცა _ მოდი ჯობია დღეს მთელი ღამე ისევ ისე გავატაროთ და ხვალ დავილაპარაკოთ 
ნუციზე უარის თქმა არ შემეძლო და ის ღამე ჩახუტებულები ვიწექით პუფებში. კინოების ყურებაში ჩაგვეძინა. 
ნუცა _ გაიღვიძე მძინარე მზეთუნახავო!!! ყავა და ნამცხვარი მოგიმზადე 
მეც ავდექი და გავედი იქით და დავინახე ულამაზესი ნუცის გაშიშვლებული სხეული. დავიბენი და არ ვიცოდი რა მექნა. 
ნუცა _ მინდა რომ ჩემი ყველანაირი სურათი გქონდეს 
მეც უხმოდ დავავლე კამერას ხელი და დავიწყე გადაღება. ვუყურებდი და ვაფრენდი მასზე. რა ლამაზი იყო. შიშველი იდგა და ისე მიყვარდა რომ ერთი ბოროტი ზრახვაც არ გამჩენია და მაშინ გამახსენდა სიტყვები, სიყვარული სილამაზეა, სიყვარული არა მარტო ფიზიკურად უნდა გიყვარდეს არამედ მთელი შენი არსებით. ეხლა კი ნამდვილად დავრწმუნდი რომ ნუცი ჩემი გულის მეორე ნაწილი იყო. 
დიდი ხანი ვიღებდით სურათებს მერე ნუციმ ჩაიცვა ჩემი შორტი და მაიკა და შემოჯდა ფანჯრის რაფაზე თან სიგარეტს მოუკიდა. მე კიდე წავედი და ყველა სურათი ამოვბეჭდე. ჩუმად შევედი ჩემს ოთახში და გავაკარი ყველა. ნუცი ჩემს ოთახში ნამყოფი არ იყო ამდენი ხანი. იქ არავინ არ შემყავდა და არც ეხლა არ შემიყვანია. 
ნუცა _ რას მალავ იქ შენს ოთახში? ჰა ვინმე გყავსი 
მე – როცა დრო მოვა შეგიყვან და დამალვას რაც შეეხება იქ მხოლოდ ჩემი წიგნები იმალებიან 
ნუცა _ კოტე იცი ვიცი ძალიან უცნაურად წავედი და მინდა დაგელაპარაკო ყველაფერზე 
მე – ნუცი შენ იცი რომ მე ძალიან მაგრად მიყვარხარ, ჩემს სიცოცხლეზე მაგრად მიყვარხარ და მინდა სულ ერთად ვიყოთ. შენთვის ყველაფერს გავაკეთებ და ყველაფერს დავთმობ და ვიცი რომ შენც გიყვარვარ და მაინტერესებს რატომ არ მეუბნები 
ნუცი მიყურებდა თვალებში და ცრემლები მოდიოდა თვალებიდან. თითქოს თავის ცრემლებს უნდოდათ რაღაცის თქმა, მაგრამ ვერ ახერხებდა. იდგა ჩუმად და ნერვიულობდა. ვაკვირდებოდი ნუცის და მეჩვენებოდა, რომ რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ ვერ ამბობდა. უცბად აუტყდა ხველება, რომელიც დიდი ხანი გაგრძელდა, მე ეს უბრალოდ ხველება მეგონა, მაგრამ როცა დავინახე ნუცის პირიდან სისხლი მოდიოდა ეგრევე ხელებში ავიყვანე, სწრაფად ჩავედი ქვევით და თავისივე მანქანით საავადმყოფოში წავიყვანე. 
მე – ნუცი ნუცი ნუ გეშინია დაიცა მალე მივალთ საავადმყოფოში 
ნუცა _ კოტე.... კოტე..... 
მე – ჩუმად არ ილაპარაკო ჩუმად მალე მივალთ 
ნუცის ისევ ახველებდა და ცუდად იყო მე კიდევ შოკში ვიყავი არ ვიცოდი რა ხდებოდა. მალე საავადმყოფოშიც მივედით. 
მე – დროზე ექიმი ცუდადაა გოგო დროზე სად ხართ ვინმემ მიშველეთ 
ექიმები გამოვიდნენ ნუცი სადღაც პალატაში შეიყვნეს მეც შევყევი, მაგრამ ექიმის თხოვნით გარეთ გამოვედი. 
ვიჯექი და ველოდებოდი ექიმის ცნობას ნუცის შესახებ. ძვლივს გამოაღწია პალატიდან ექიმმა და მივარდი გიჟივით. 
მე – ექიმო როგორაა გოგო მითხარით, ოღონდ არ მითხრათ ცუდადააო 
ექიმი _ ჩემო ბიჭო ძალიან ვწუხვარ, შენი მეგობარი ძალიან ცუდადაა 
მე – რა ჭირს ექიმო მითხარით ძალიან გთხოვთ 
ექიმი _ ეჰ ესეთ ახალგაზრდას და ესეთ ლამაზ გოგოს რატომ უნდა დაემართოს ესეთი რაღაცა 
მე – რა ექიმო რააა!!!! 
ექიმი _ ფილტვის კიბო აქვს, ძალიან ვწუხვარ 
ჯობდა ვიღაცას თავი მოეჭრა ჩემთვის ვიდრე ეს სიტყვები გამეგო, მუხლები მომეკვეთა და ჩავიჩოქე. რატო, რისთვის ღმერთოი 
მე – ექიმო, გადარჩებაი 
ექიმმა შემომხედა სევდიანი თვალებით. პასუხი ვერ გამცა შეკითხვაზე უბრალოდ თავი გააქნია.
ესე ვიყავი დიდი ხანი. არ ვიცოდი რა მექნა, რითი დავხმარებოდი ჩემს სიყვარულს. რა მემოქმედა. ისევ წარსულის ფიქრები და ისევ ის წყეული სიზმარი. ცოტა ხნის შემდეგ წამოვდექი. თავი ხელში ავიყვანე და შევედი პალატაში. დავინახე მისი გაფითრებული სახე და ცრემლიანი თვალები, რომლებიც ჩემს მიმართ იყო მომართული. მივედი და იქვე ჩამოვჯექი საწოლზე. ვერ შევიკავე თავი და ცრემლები წამომივიდა. 
ნუცა _ კოტე, კოტე, ბიჭი ხარ და ცრემლები არ გეკადრება. შემომხედე 
მე – ნუცი არ ვიცი რა ვქნა 
ნუცა _ კოტე შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ. შენ არ უნდა დაიტანჯო. შენ კარგ მომავალს იმსახურებ. 
მე – ნუცი ნუ ლაპარაკობ ეგრე 
ნუცა _ მე ყველაფერი კარგად ვიცი. ის პერიოდი როცა ვერ მხედავდი გერმანიაში ვიყავი და მაშინ გავიგე, რომ ვეღარ გადავრჩებოდი 
მე – ნუცი უნდა იცოცხლო ძალიან გთხოვ 
ნუცა _ კოტე გთხოვ წადი ძალიან გთხოვ, არ მინდა ესეთი გახსოვდე. 
მე – არა ნუცი ვერ წავალ, ან როგორ უნდა წავიდეი ან სად წავიდეი 
ნუცა _ კოტე თუ გიყვარვარ წადი გთხოვ 
მე – მაშინ დამპირდი რომ გნახავ კიდევ 
ნუცა _ მე შენთვის რაღაცა უნდა მეთქვა და აუცილებლად გეტყვი, ოღონდ ეხლა წადი 
წამოვედი საავადმყოფოდან. ისევ ჩემი ბნელი ოთახი, ისევ მისი სურათები და მხოლოდ წარსულის მოგონება. ცრემლები, დარდი, გაბრაზება, ეჭვი და ყველა გრძნობა მქონდა ერთმანეთში არეული. თუ სიყვარული მოკვდებოდა რაღათ მინდა მაშინ ცხოვრებაი რისთვის ვიცოცხლოი მაგრამ მაინც ისევ იმედი მოვიდა ჩემთან. მაინც რაღაც პატარა რწმენის ნაპერწკალი მაინც მქონდა. ველოდებოდი ნუცის და აი კიდევ ერთი საღამო და ისევ კარებზე ზარი. 
ნუცა _ როგორ ხარ კოტეი მიდი ჩართე ვიდეო მაგარი კასეტები ამოგიტანე და ჩვენი საყვარელი საჭმელ-სასმელი. რა იყო არ გაგიხარდაი 
ისევ კარგად გამოიყურებოდა, როგორც ყოველთვის. გავექანე და ჰაერში ავიტაცე. ძალიან დიდ ხანს ვიყავით ჩახუტებულები და ვკოცნიდი ყველაგან. 
მე – ხო ისე შენთვის საჩუქარი მაქვს 
ნუცის ხელი მოვკიდე, თვალები ავუხვიე და ჩემს ოთახში შევიყვანე. მერე ავუხილე თვალები და დაინახა მხოლოდ მისი სურათებით გაწყობილი ოთახი. სიხარულისგან არ იცოდა რა ექნა და გადამეხვია. ძალიან გაუხარდა. 
ნუცა _ მაგრად ძალიან მაგრად მიყვარხარ 
ძალიან მესიამოვნა ეს სიტყვები მისგან და თავს კარგად ვგრძნობდი რომ ის ბედნიერი იყო. 
მერე ისევ ისე ყველაფერი. კინოებს ვუყურებდით, მარა არც ერთს არ ჩაგვეძინა. უცბად ნუციმ გამორთო ტელევიზორი. 
ნუცა _ ხო იცი რომ ვერ გადავრჩებიი აი რატომ არ გეუბნებოდი რომ მიყვარდი. არ მინდოდა დამეტანჯე. მაგრამ ეხლა გეტყვი რომ მაგრად მიყვარხარ 
გადამეხვია და მაკოცა. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე ბედნიერი და უბედური წუთები. მთელი ღამე ერთად გავატარეთ სიყვარულში და ერთმანეთის ალერსში. მართლაც ლამაზი ყოფილა სიყვარული, ეს ისეთი გრძნობაა რომელიც გონიათ ყველამ იცის მაგრამ არავინ არ იცის რა არის. სიყვარულს არც საზღვრები აქვს არც ასაკი არც მოკვდავია და არც უკვდავი. სიყვარულის ახსნა ჩემი აზრით მხოლოდ ღმერთს შეუძლია. 
დილით ველოდებოდი ნუცის თავზე დადგომას. მაგრამ არავინ არ გამაღვიძა. ავდექი და სახლი ცარიელი დამხვდა. მხოლოდ წერილი. 
კოტე მე შენ მიყვარხარ და სადაც არ უნდა ვიყო მუდამ შენი ერთგული დავრჩები. იცი შენ მართლა დამანახე რა ლამაზია სიცოცხლე და როგორ მინდა რომ მქონდეს იმის შანსი რომ ვიცოცხლო. ერთად ერთი ის მიხარია რომ სიყვარული მაპოვნინე და ეს ისყვარული შენ ხარ. მიყვარხარ. გთხოვ არ მომძებნო. შენი ნუცა 
მხოლოდ ეს სიტყვები და ცარიელი სახლი. თვალები დავხუჭე ისევ წარსულის ფიქრებში გადავარდი. ცრემლები. არ მინდოდა გამეხილა თვალები და შემეხედა სასტიკი ცხოვრებისთვის. თითქოს ღმერთმა ისმინა ჩემი თხოვნა. 
მე – სად ვარი 
მამა _ კოტე მე ვარ 
მე – მამაი რა მაქ თვალებზეი 
მამა _ შვილო კოტე 
ვიგრძენი მამაჩემის თბილი სხეული, როგორ ჩამეხუტა და ჩემი ცხოვრების განმავლობაში პირველად ვიგრძენი მამაჩემის ტირილი. 
მე – მამა რა იყო რა მოხდაი 
მამა _ არაფერი კოტე არაფერი 
ვერაფერს ვერ ვხვდებოდი, მეგონა რაღაცა მეკეთა თვალებზე, მაგრამ ხელის შეხების შემდეგ მივხვდი, რომ დავბრმავდი. მაგრამ ის მიხაროდა რომ მარტო ნუცის სახე მედგა წინ და სხვა არაფერი. ან კიდევ რა აზრი ქონდა სხვა რამესი მადლობა ღმერთო რომ, მხოლოდ მას ვხედავ და არავის სხვას. 
ინსტიტუტიდანაც გარიცხული ვიყავი. მაგრამ ჩემი დავალება მაინც შევასრულე და თენგიზს სანდრომ გადასცა ჩემი ნამუშევარი სილამაზეზე 
ნუციზე არაფერი არ მსმენია არსად. მე რა უნდა მეკეთებინაი მარტო ვეღარ ვიცხოვრებდი და ცოტა ხნით სოფელში წამიყვანეს. მზის შუქსაც ვერ ვხედავდი. ვცხოვრობდი მარტო მოგონებებში. ერთხელ ყველანი წასულები იყვნენ. ავდექი და ქვევით ოთახში ჩავედი. ბაბუაჩემს ნადირობა უყვარდა ძალიან. დავჯექი მისი თოფის წინ. ჩემი კამერა ხელში მეჭირა და მხოლოდ მასში ჩაწერილ ხმას ვუსმენდი. ვიტანჯებოდი და სული მეხუთებოდა. აღარ შემეძლო მის გარეშე. მტანჯავდა ის გრძნობა, რომ თითქოს მისი გადარჩენა შემეძლო და ვერ გადავარჩინე. არ ვიცი რატომ მაგრამ დამნაშავედ მიმაჩნდა ჩემი თავი. და ისევ სიტყვაბი, უსიყვარულოდ სიცოცხლე უაზრობაა. 
ამ დროს გაისმა თოფის ხმა. 
სწორედ იმ დროს დალია სული ნუციმაც. თითქოს ბედისწერა იყო ეს ყველაფერი. თითქოს ორ ადამიანში ცხოვრობდა ერთი სული. სწორედ იმ დროს უყურებდა მთელი ინსტიტუტი კოტეს პრეზენტაციას რომელსაც სილამაზე ერქვა. სადაც მხოლოდ ნუცას სურათები იყო ნაჩვენები. აუდიტორიაში სამარისებური სიჩუმე სუფევდა. მხოლოდ ცრემლები და ოვაციები. ალბათ ეს იყო ნამდვილი სიყვარული. 
რა არის სიყვარული? სიყვარული თვითმკვლელობაა, რომელიც გავიწყებს საკუთარ თავს და დამოკიდებულს გხდის შენი გულის მეორე ნახევარზე. ესეთი სიყვარული ალბათ მხოლოდ სულიერად ამაღლებულ ადამიანებს შეუძლიათ..
Category: ♥ ისტორიები ♥ | Views: 879 | Added by: benduka | Rating: 5.0/1
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: