Main » 2012 » May » 17

გუშინ დავწექი რატომღაც ადრე
სწავლისგან დაღლილს თავი მტკიოდა
თითქოს მინდოდა ლექსის დაწერა
მაგრამ მუზები არ მოდიოდა

შუქი ჩავაქვრე, ოთახში ბნელა
მუზები კიდევ მიფრთხიან ხალხო
ვთქვი: დავიძინებ, - თვალს ვხუჭავ ნელა
იმ იმედით, რომ სიზმარში გნახო...
Category: ♥ ლექსები ♥ | Views: 1138 |                                                                                                        


იყო ერთი ბრმა ბიჭი, რომელსაც სიბრმავის გამო საკუთარი თავი სძულდა და სძულდა ყველა, გარდა მეგობარი გოგონასი. ერთ დღეს ბიჭმა თქვა, რომ თუ სამყაროს დანახვას შეძლებდა, მაშინ მეგობარ გოგონას ცოლად მოიყვანდა. საბედნიეროდ გამოჩნდა დონორი, ვინც თვალები აჩუქა და მან დაინახა სამყარო და გოგონაც, რომელმაც ჰკითხა: "ახლა, როცა ხედავ, შემირთავ ცოლად?” ბიჭი კი შოკირებული იყო რადგან ნახა რომ ისიც ბრმა იყო. მან უარყო თავისი პირობა.აცრემლებულმა გოგონამ უთხრა: "გთხოვ, გაუფრთხილდი ჩემს თვალებს, ძვირფასო..” და წავიდა!
Category: ♥ სტატუსები ♥ | Views: 1223 |