Main » ♥ ლექსები ♥
1 2 3 ... 10 11 »

ერთი პატარა გოგო მიყვარდა,
როგორც იყო და არა იყო რა,
მისმა ალერსმა გადამიყოლა,
მისმა ფერებამ გადამიყოლა.
Category: ♥ ლექსები ♥ | Views: 1204 |                                                                                                        


თავი დამავიწყეს ძველმა სონეტებმა, 
ძველი სატკივარი გამანდეს, 
ისე მომენატრა შენი მოფერება, 
როგორც არასდროს აქამდე. 
Category: ♥ ლექსები ♥ | Views: 1272 |                                                                                                        


რამ მომიყვანა ახლა ვფიქრობ ტაძარში მარტო 
მე ხომ უშენოდ აქ არასდროს არ მილოცია 
ყველა ხატის წინ დაგვინთია წმინდა სანთელი 
და ყველა ხატი სათითაოდ დაგვიკოცნია.. 

Category: ♥ ლექსები ♥ | Views: 1074 |                                                                                                        


გუშინ დავწექი რატომღაც ადრე
სწავლისგან დაღლილს თავი მტკიოდა
თითქოს მინდოდა ლექსის დაწერა
მაგრამ მუზები არ მოდიოდა

შუქი ჩავაქვრე, ოთახში ბნელა
მუზები კიდევ მიფრთხიან ხალხო
ვთქვი: დავიძინებ, - თვალს ვხუჭავ ნელა
იმ იმედით, რომ სიზმარში გნახო...
Category: ♥ ლექსები ♥ | Views: 1137 |                                                                                                        


გავხდები: შენი რიგითი წუთი,
ყოველდღიური ნაცნობი,მოძმე.
სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი,
მტვრიანი ქუჩა,აპრილის მოწმე.
გავხდები: უცხო გამვლელი ძაღლით,
შენი ხელ-პირის დაბანა დილას,
სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი,
სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა.
Category: ♥ ლექსები ♥ | Views: 1126 |                                                                                                        


თანდათან ჩემს გულში წყლულები მრავლდება,
ერთმანეთს ებრძვიან ტანჯვა და ზმანება,
ორივე იმარჯვებს, ვერცერთი მარცხდება,
მაგრამ სიყვარული არასდროს არ კვდება...
Category: ♥ ლექსები ♥ | Views: 1099 |                                                                                                        


ისევ ფიქრი მოდის,შენზე მოგონება..
ახლა სხვა ცხოვრება დაიწყო...
აწი რომ გინატრო,ჩემთან არ იქნები
ჩემო საყვარელო მამიკო..
ისევ ცრემლები და ისევ სინანული...
გზები ათასწილად გაიყო,
აწი როცა მოვალ სახლში არ დამხვდები,
ჩემო საყვარელო მამიკო..
Category: ♥ ლექსები ♥ | Views: 1248 |