Main » Entries archive
« 1 2 3 4 ... 31 32 »

...მიდი, მესროლე!....
...გამოკარი სასხლეტს ხელი!...
...რატომ კანკალებ?....
Category: ♥ ჩანახატები ♥ | Views: 1123 |                                                                                                        


თუ მოგენატრები, სიზმრად ჩაიტანე ეს დიდი სურვილი და ჩემს სუნთქვას იგრძნობ უმალ...
თუ ძალიან მოგენატრები, თვალდახუჭულიც რომ იყო, მაინც მოვა ჩემი ლანდი შენთან....
თუ მოგენატრები, ჩქარ ტალღებს დაუკვირდი და იმ ქვებზე ფეხშიშველა მორბენალს დამინახავ...
Category: ♥ ჩანახატები ♥ | Views: 1204 |                                                                                                        



აღარაფერი დარჩა დასაკარგავი დროის გარდა.. და მასაც ადრე თუ გვიან, ახლა ან თუნდაც ოდესღაც, კარგავს ადამიანი..თუნდაც ამისთვის მთელი მარადისობა დაგჭირდა, ადრე თუ გვიან.. კარგავ, რაც შენთვის ყველაზე მტკივნეული და ძვირფასია..დრო..!
Category: ♥ ჩანახატები ♥ | Views: 1085 |                                                                                                        


მცივა, ძალიან მცივა... მტკივა, სადღაც გულის სიღრმეში ძალიან მტკივა.. როგორ მინდა დავასახიჩრო ჩემი ტკივილის მიზეზი, მაგრამ არადა და არ გამომდის.. ხშირად თავის მოკვლაც მიცდია, მაგრამ ბოლო წამს შემშინებია და იარაღი ძირს მომისვრია...
Category: ♥ ჩანახატები ♥ | Views: 1037 |                                                                                                        


დედა, იცი, აქ ისვრიან სულ
ისვრიან..მართლა ისვრიან..ეს ტყვიებიც მართლა კლავს..ბიჭები,ღიმილიანი ბიჭებიც მართლა კვდებიან.. დედა…
Category: ♥ ჩანახატები ♥ | Views: 1177 |                                                                                                        


გუშინ დავწექი რატომღაც ადრე
სწავლისგან დაღლილს თავი მტკიოდა
თითქოს მინდოდა ლექსის დაწერა
მაგრამ მუზები არ მოდიოდა

შუქი ჩავაქვრე, ოთახში ბნელა
მუზები კიდევ მიფრთხიან ხალხო
ვთქვი: დავიძინებ, - თვალს ვხუჭავ ნელა
იმ იმედით, რომ სიზმარში გნახო...
Category: ♥ ლექსები ♥ | Views: 1138 |                                                                                                        


იყო ერთი ბრმა ბიჭი, რომელსაც სიბრმავის გამო საკუთარი თავი სძულდა და სძულდა ყველა, გარდა მეგობარი გოგონასი. ერთ დღეს ბიჭმა თქვა, რომ თუ სამყაროს დანახვას შეძლებდა, მაშინ მეგობარ გოგონას ცოლად მოიყვანდა. საბედნიეროდ გამოჩნდა დონორი, ვინც თვალები აჩუქა და მან დაინახა სამყარო და გოგონაც, რომელმაც ჰკითხა: "ახლა, როცა ხედავ, შემირთავ ცოლად?” ბიჭი კი შოკირებული იყო რადგან ნახა რომ ისიც ბრმა იყო. მან უარყო თავისი პირობა.აცრემლებულმა გოგონამ უთხრა: "გთხოვ, გაუფრთხილდი ჩემს თვალებს, ძვირფასო..” და წავიდა!
Category: ♥ სტატუსები ♥ | Views: 1223 |