Main » 2012 » February » 7 » ბედისწერა
11:10 PM
ბედისწერა
გოგონა მიდის ქუჩაში მარტო
და ფიქრობს მასზე,ვინც მის გულს ათბობს
თვალები უბრწყინავს,უცინის სახე
და აგონდება მას ერთი ღამე 
ღამე უჩვეულო და მშვიდი ღამე
ცაზე ვარსკვლავები და სვსე მთვარე
ეს იყო მათი შეხვედრის ღამე
ერთმანეთი რომ პირველად ნახეს
არცერთი სიტყვა არ უთქვამთ არცერთს
მათი თვალები ამბობდა სათქმელს,
თველები რომელიც ვერაფერს ამჩნევდა
და მხოლოდ უსაზღვრო სიყვარულს აფრქვევდა
მას შემდეგ გავიდა სულ სამი თვე
უერთმანეთოდ კი არცერთი დღე,
დღეები ლამაზი და მშვენიერი
ორივე იყო უსაზღვროდ ბედნიერი 
ახლაც მიიჩქარის მასთან შესახვედრად
და გულიც სიხარულით თანდათან უძგერდება
სულ ცოტა დარჩა და ნახავს მას
ვის გამოც ცხოვრება ზღაპარს გავს
ათი ნაბიჯი აშორებთ მათ 
ერთმანეთს უღიმიან ვერ ამჩნევენ სხვას
მაგრამ უეცრად ხდება ავარია
ალბათ ცხოვრება ცუდი ზღაპარია
გოგონა ეცემა მოწყვეტით ძირს
მისი თვალები ეძებენ ბიჭს
ბიჭი მივარდა და ხედავს მას
სისხლში ამოსვრილს და მომაკვდავს
გოგონა მაინც უღიმის მას
და უჩურჩულებს ''მე მიყვარხარ''
ბიჭი დაიხარა და მხურვალედ აკოცა
გოგონამ თვალები სამუდამოდ დახუჭა
მისმა ტუჩებმა შემოინახეს
უკანასკნელი მხურვალე კოცნა
იცით რა არის ბედის ირონია?
ეს კოცნა იყო პირველი კოცნაც
Category: ♥ ლექსები ♥ | Views: 943 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: