Main » 2012 » April » 22 » ჩემი ანგელოზი ხარ! (1)
9:45 AM
ჩემი ანგელოზი ხარ! (1)


„–თაააათიააააააა.... გაიღვიძე შვილო სკოლაში დაგაგვიანდება...
აი ამ სიტყვებით მაღვიძებდა დედაჩემი ყოველ დილით სკოლაში წასვლის წინ და თვითონაც ემზადებოდა სამსახურში წასასვლელად... მე მოვწესრიგდებოდი ავიღებდი ჩანთას და ასე რომ ვთქვათ მივრბოდი სკოლაში... სხვათაშორის ცუდი ბავშვი არ ვარ უბრალოდ არ მიყვარს პრანჭიკელობა... კლასში თითქმის ყველასთან ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა მაგრამ ბიჭებთან უფრო კარგად ვიყავი ვიდრე გოგონებთან(ისინი ხომ მთელ დროს გაპრანჭვაში და ბიჭბზე ლაპარაკში ატარებდნენ...) მაგრამ ერთ გოგოსთან განსაკუთრებული ურთიერთობა მქონდა ეს იყო ანი.... ისიც ჩემნაირი იყო...გაპრანჭვას დიდ დროს არასდროს უთმობდა ამიტომ ერთმანეთს კარგად ვეწყობოდით...
აი მივედი სკოლაში და დაიწყო სანუკვარი გაკვეთილები...
პირველი გაკვეთილი დამრიგებლის იყო...
–გამარჯობათ ბავშვებო... დღეს ჩვენ კლასში ახალი მოსწავლე გადმოვიდა იმედი მაქვს კარგად მოექცევით და დამეგორბდებით...დაამატა–იმედი მაქვს არ გააგიჟებთ და თქვენსავით არ გაამხეცებთ...
კლასში ქერა თმიანი მაღალი და გამხდარი ბიჭი შემოვიდა და თავისი ყავისფერი თვალებით გადაათვალიერა კლასი...
–გამარჯობათ ბავშვებო ... მე ვარ გიორგი... 15წლის...
მართალი გითხრათ და ამ ბიჭს ყურადღება არც კი მივაქციე... უბრალოდ გავიფიქრე – ჰმმმ...არაუშავს რა...სიმპატიურიაა...
თუმცა მოგეხსენებათ რომ ეს წამიერი იყო... 
რა თქმა უნდა ეს ბიჭი ყველა გოგომ შეამჩნია და დაიწყეს პრანჭაობა რომ მისთვის თავი მოეწონებინათ... მასწავლებელმა იგი ჩვენს კლასელ ნიკასთან დასვა...პირველ დასვენებაზე ყველა გარს ეხვია...მე და ანი კი არც დავინტერესებულვართ ჩვენთვის ვიჯექით და გაკვეთილებზე ვლაპარაკობდით...
მეორე გაკვეთილზე ბიოლოგია გვქონდა... გამიძახა და რა თქმა უნდა 10 დამიწერა..(არა ჩაწყობით არა... ათოსანი ვიყავი. ;) )შევამჩნიე როგორ მიყურებდა ჩვენი ახალგადმოსული პრინცი თუმცა მისკენ არც გამიხედავს... როცა დავჯექი ანიმ ათიანი მომილოცა და თან თვალებით გიორგისკენ მიმანიშნა...
აი გავიდა 6 გაკვეთილიც... ანი სკოლის ზემოთ ცხოვრობდა მე კი ქვემოთ ამიტომ სახლში წასვლისას განშორება გვიწევდა... მე გადავკოცნე და დავპირდი რომ სახლში მისვლის თანავე დავურეკავდი... მე სახლში იშვიათად მივდიოდი მარტო...ხშირად ჩემ კლასელ ბიჭებთან ერთადაც ჩავდიოდი სახლამდე , გზაში კი ბევრს ვხალისობდით...
მე ჩამოვირბინე სკოლის კიბეები და სკოლის კარებიდან გამოსვლისთანავე ჩავისუნთქე სუფთა ჰაერი... ეს ეს იყო უკვე უნდა გავყოლოდი გზას რომ ვიგაცის ნაასროლი გუნდა სახეში მომხვდა... ამაზე ძალიან გავბრაზდი თუმცა როცა გავიხედე და დავინახე ,ეს გუნდა გიორგის ნასროლი იყო არც შემიმჩნევია...
სახლში მივედი,მოვწესრიგდი, ვჭამე ,უცებ გამახსენდა ანისთვის რომ უნდა დამერეკა...

–გამარჯობათ ... ანის თხოვეთ თუ შეიძლება....
– ახლავე შვილო – მიპასუხა დედამისმა.. და აი სანატრელი ანის ხმაც გაისმა...
– გოგო რა ქენი იმეცადინე რამე?
– არა რა ვიმეცადინე ან... ეხლა მოვედი ვჭამე და შენ გელაპარაკები...შენ?
– მე ხო იცი სახლში შენზე ადრე ავდივარ...ამიტომ მათემატიკა მოვრჩი...
– საღოოოოოლ.... კაი ან წავედი მე... კომპთან რო დავჯდები სკაიპში მოგწერ....
დავკიდე ყურმილი და დავიწყე მეცადინეობა.... მეცადინეობის შემდეგ ყოველთვის ვჯდები კომპიუტერთან...
–Welcome...
დაიწერა კომპის მთავარ ეკრანზე... ჩავრთე სკაიპი... ანის ვწერდი როცა შევამჩნიე რომ ვიღაცას ჩემი დამატება უნდოდა... მეც რა თქმა უნდა დავიმატე რადგან ეს ახალგადმოსული გიორგი იყო...
–ჰმ...საიდან გაიგო ჩემი სკაიპის ნიკი?
ანის მივწერე ყველაფერი,ნეტა ვინ მიცა შენი ნიკიო თვითონაც გაკვირვებული დარჩა...
გიორგის არაფერი მოუწერია... ამჯერად მე მივწერე:
–გამარჯობათ...ჩემი ნიკი ვინ მოგცათ?
– შეგიძლია შენობით მომმართოთ... არაა სავალდებულო იცოდე...
– აააა.....კარგი...მაშინ მითხარი ჩემი ნიკი ვინ მოგცა...სრული უფლება მაქ ვიცოდე ეს ხომ ჩემი სკაიპია...
– არა ვერ გეტყვი....
– კარგი ნუ მეტყვი მაინც გავიგებ...
– ოკ... ისე დღეს ჩემი გადმოსვლა აშკარად არ გაგიხარდათ ხო შენ და შენ დაქალს?
მთელი კლასი გარს მეხვია თქვენ კი არც შემიმჩნიეთ...
– ალბად უნდა მიეჩვიო რომ შეიძლება ვიღაცას არ აინტერესებდე ცხოვრებაში...
სხვა გოგოები ყველაფერს აკეთებდნენ რომ შენთვის გაპრანჭულიყვნენ და არაა საკმარისი?
– არა საკმარისი რა შუაშია... უბრალოდ როგორც ჩანს შენ არ ხარ ისეთი როგორიც სხვები...
– აი მაგაში გეთანხმები..
– მაშ როგორი ხარ?
– ეგ შენ თვითონ გაარკვიე..
იმდენად დავიღალე მისი „ლაყბობით" რომ ანის დავემშვიდობე და ჩემი ნოუთბუქიც გამორვთე...
დილით კი ისევ დედაჩემის დახმარებით სკოლაში არ დამიგვიანებია... თუმცა ადრე მივედი.... 8 საათზე უკვე სკოლაში ვიყავი... მართალი გითხრათ ძალიან გამიკვირდა...
კლასში მარტო ვიჯექი გაკვეთილს ვიმეორებდი როცა ვიღაცის ნაცნობმა ხმამ ფიქრებიდან გამომარკვია... გიორგი იყო... არ მეგონა ესე ადრე თუ მოვიდოდა სკოლაში..

Category: ♥ ისტორიები ♥ | Views: 1050 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: