Main » 2012 » April » 22 » ჩემი ანგელოზი ხარ! (2)
10:01 AM
ჩემი ანგელოზი ხარ! (2)


– პრივეტ თათ... როგორ ხარ?
– დამერწმუნე შენზე კარგად..
– არ მეგონა თუ ესე ადრე მოდიოდი სკოლაში...
– სხვათაშორის პირველლი შემთხვევა რაც მე თვითონაც გამიკვირდა...
– ააა.... კარგი... ვინმე არის კიდე მოსული?
– არა...
უცებ ჩემმა ტელეფონმა დარეკა... ანი იყო... მითხრა მოვდივარ და შენც ამოდი სკოლაშიო...
– უკვე აქ ვარ ვიღაც უტვინოსთან ერთად... – ვუთხარი მე და თან გადავიიხარხარე...
გიორგიმ აშკარად დამცირება იგრძნო და შეწუხებული სახით კლასიდან გავიდა... არ მინდოდა რომ ვინმესთვის მეწყენინებინა თუმცა უკვე გვიანი იყო...
აი ანიც მოვიდა...
–პრივეტ თააათ...
–პრივეტ ან... გადავკოცნეთ ერთმანეთი...
მოვუყევი რაც მოხდა და თან დავაყოლე „მგონი ზედმეტი მომივიდა..."
– ზედმეტი მოგივიდა ნამდვილად...ადამიანს კარგად არც იცნობ და უკვე უტვინოს ეძახი...ანის პასუხიც ეგ იყო...
– ოოოხ... მაშინ რას მეტენება....
– ჯერ ეს ერთი ეს შეტენვა არაა... ცდილობს გაგიცნოს და ალბად შენთან მეგობრობა უნდა... ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ...ბოლოს და ბოლოს შენი კლასელია უკვე...
ანიმ დამტუქსა და მითხრა ,რომ თუ ბოდიშს არ მოვუხდიდი თვითონაც გამებუტებოდა...
– გიო ბოდიში... ზედმეტები მომივიდა...– დატუქსული სახით მივედი და ბოდიში მოვუხადე...– მაპატიე კარგი?
– არაუშავს მთავარია გაიაზრო... ეგრე მეორედ არასდროს მოექცე ადამიანს... მე უბრალოდ შენი გაცნობა მინდა ბოლოს და ბოლოს ჩემი კლასელი ხარ....–მითხრა და გაღიმებული თბილი სახით შემომხედა...
დაიწყო გაკვეთილები... მესამე გაკვეთილზე მათემატიკამ გიორგი გაიძახა დაფასთან... მაინტერესებს რა იციო... მშვენივრად ამოხსნა მაგალითები და პირველი 10–იანიც მიიღო რაც ძალიან გამიხარდა... მან კი მერხთან მისულმა თვალი ჩამიკრა რაზეც გამეცინა... გავიდა გაკვეთილები... სახლში უნდა წავსულიყავით... მე ჩემს ჩვეულებას არ ვუღალატე დავემშვიდობე ანის და ბიჭებთან ერთად გზას გავუყევი... უცებ ნაცნობმა ხმამ შეგვაჩერა ,ისევ და ისევ გიორგი იყო...
– მეც დამელოდეთ... მეც ქვევით მოვდივარ...
ამის გაგონება მართალი გითხრათ გამიხარდა... ბიჭებთან ერთად მივედი სახლში ... ასე ვთქვად მიმაცილეს...
ასე გადიოდა დღეები და კვირები... მე და გიორგი ძალიან დავმეგობრდით და რა თქმა უნდა ჩვენს სამეულში ანიც იყო... ერთმანეთის წარმატებები გვიხაროდა...
მოვიდა გამოცდების დღეებიც... ჩვენ ხომ უკვე 10 კლასში გადავდიოდით...გამოცდები წარმატებით ჩავაბარეთ სამივემ...ათოსნები ვიყავით...
ქალაქიდან არავინ გადიოდა...ამიტომ დავგეგმეთ რომ ხშირად გვესეირნა...მოკლედ სად არ ვიყავით მთაწმინდაზეც ავედით... ანიმ თავის სოფელში წაგვიყვანა... ძალიან ვერთობოდით მშვენიერ დროს ვატარებდით...
დრო გადიოდა შეუმჩნევლად,მდუმარედ და სახალისოდ.. მოვიდა 13 ივნისი, გიორგის დაბადების დღე იყო... ანი ჩემთან მოვიდა, რომ ტანსაცმელი შეგვერჩია შემდეგ კი მე უნდა ავსულიყავი მასთან... რადგან მისი საუკეთესო მეგობრები ვიყავით გვინდოდა ყველაზე ლამაზები ვყოფილიყავით... გიორგიმ დაგვირეკა წინა დღეს და გვითხრა რომ ის გამოგვივლიდა ორივეს...
აი ანი ამოვიდა ჩემთან... მიესალმა დედაჩემს და მაშინვე ჩემს ოთახში ავედით...გადმოვყარე ტანსაცმელი და დავიწყეთ არჩევა... მოკლედ მე უნდა ჩამეცვა შავი კაბა , წითელი ქამრით რომელიც მე თვითონაც ძალიან მომწონდა...თმები მაღლა უნდა ამეწია და დედაჩემი კი მაკიაჟს გამიკეთებდა... მე და ანიმ შევთანხმდით რომ სანამ გიორგი მოვიდოდა ის ჩემთან ჩამოვიდოდა რადგან დედაჩემს მაკიაჟი უნდა გაეკეთებინა მისთვისაც და ჩემთვისაც... მოკლედ ანიმ თეთრი ქათქათა კაბა ჩაიცვა და ნაზი მაკიაჟი გაიკეთა მე კი პირიქით...
აი გათენდა მეორე დღე... მე ანის დავურეკე...
– ან რას შვები? არ ემზადები? 4–ზე გიომ უნდა გამოგვიაროს...
– ხო თათ მოვდივარ... ეხლა ჩავიცვი...
მოკლედ გავემზადეთ...
– თააათ... პირველად გნახე ესეთი გაპრანჭული... და თან რაღაც ძალიან ძალიან გინდა ლამაზი იყო... შემთხვევით ის ხომ არაა რასაც ვფიქრობ?! 
– შენც ან... ლამაზი ხარ....აუ არ ვიცი ან როგორ გითხრა...გიორგი ძალიან მომწონს...
– ჰააააჰაააა...ასეც ვიცოდიიიი....აქამდე რატო არ მითხარი?შენც სიხარულო შენც ძალიან ლამაზი ხარ...... <3

აი გიომაც დარეკა...
– თათ შენს სახლთან ვდგავარ...
– ხო ეხლავე ჩამოალთ გიო...
გიო სახლის წინ დაგვხვდა... ტაქსით...  როცა დაგვინახა ყბა ჩამოუვარდა...
- გოგოები რა ლამაზები ხართ... ვაუვ....
- რა იყო არ მოელოდი???–უთხრა ანიმ...
- არა როგორ არა... უბრალოოოდ...ისეთი ლამაზები ხართ...
- კარგი გეყო... – ვუთხარი მე....–წავიდეთ დაგვაგვიანდება...
ტაქსში ჩავჯექით და აი მივედით რესტორანში...
ძალიან კარგი დრო გავატარეთ...ბევრი ვიცეკვეთ,ვიმხიარულეთ...
– ან სახლში დაბრუნების დრო მოვიდაააა...
– ხო თათ წამო დავემშვიდობოთ მშობლებს და გიოს...
სახლში გიოს მშობლებმა მარტო არ გამოგვიშვეს... ტაქსში ჩაგვაჯინეს და გიოც წამოგვყვა...
ჯერ ანი ავიყვანეთ სახლში... მერე კი მე და გიო ფეხით მოვდიოდით...მე წინ მოვდიოდი ის კი უკან მომყვებოდა,ჩემდა გასაოცრად უცებ მკლავში ხელი მომკიდა შემაჩერა და მითხრა...

Category: ♥ ისტორიები ♥ | Views: 949 | Added by: benduka | Rating: 4.5/2
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: