Main » 2012 » February » 12 » დედა!
11:40 AM
დედა!
შენით თენდება, შენით ღამდება, 
ჩემო ძვირფასო დედა! 
გთხოვ ,მაპატიე შენი სიცოცხლე 
მე თუ ვაქციე ცრემლად 

დედა შვილისთვის ყველაფერია, 
შვილი დედისთვის-სევდა, 
ფიქრთ და დარდით გაჭაღარავდი, 
განა ვერ ვამჩნევ? ვხედავ. 

გკოცნი, გეხვევი, გეალერსები, 
თვალ-სევდიანი რომ ხარ, 
შეცდომებს აღარ გავიმეორებ 
თუკი მეორედ მოვალ. 

უცებ ბავშვივით გადავიქცევი 
როცა მომაპყრობ მზერას, 
წარსულს ,დღევანდელს და მომავალსაც 
ბავშვის თვალებით ვხედავ. 

იმედიანი დღე ხვალინდელი 
ვინ გამითენოს ნეტავ? 
ქვეყნად ორია ჩემი მშველელი 
მაღლა-ღმერთი, აქ-დედა…
Category: ♥ ლექსები ♥ | Views: 881 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: