Main » 2012 » February » 25 » დღეს
1:08 PM
დღეს

დღეს,როცა მეც მყავს შვილი,
უფრო ლამაზი ჩანხარ,
ბედნიერი ვარ შენით,
მუდამ ჩემს გულში მყავხარ…
ბევრჯერ გატკინე გული,
ცრემლიც გადინე მე და-
თუ გაწყენინე რამე-
გთხოვ,მაპატიე დედა.
ხარ ჩემი საფიცარი,
მზის სხივზე უფრო თბილო,
დღეს სულ სხვა ხმაზე მესმის
შენი ნათქვამი ” შვილო”…
ჩემთვის ხარ უფრო ტკბილი,
შენს ამაგს უფრო ვხედავ,
დღეს,როცა მეც მყავს შვილი,
დღეს,როცა მეც ვარ დედა…..
Category: ♥ ლექსები ♥ | Views: 931 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: