Main » 2012 » February » 10 » გალობა ანგელოზთა–
1:47 AM
გალობა ანგელოზთა–

გალობა ანგელოზთა–

სხვა მხრივ სიჩუმე,

ჩამქრალი სინათლე–

მხოლოდ სანთლები

არავინ სულიერი–

კედლებზე ფრესკები,

არც ერთი მომლოცველი–

და მაინც ლოცვები,

ღმერთისგან შენდობილი

ამ ქვეყნის ცოდვები,

ტაძრის შუაგულში

ცოლ–ქმრად შეუღლება,

გული მიყვარხარო

სხვა გულს ეუბნება.

ცრემლი დაცემულა

პატარძლის კაბაზე

ცრემლებს უელვია

ნეფის ამაყ თვალზე,

ცრემლებს უცვივნია

მაყართა თოლებიდან

სიკეთის ცრემლები

მოდის დღეს გულიდან.

Category: ♥ ლექსები ♥ | Views: 901 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: