Main » 2012 » February » 2 » იცოდა რომ მომენატრებოდა
6:29 PM
იცოდა რომ მომენატრებოდა
იცოდა რომ მომენატრებოდა


-შეგიძლია წახვიდე
-რატომ?
-იმიტომ რომ ასე მინდა
-მერე სიყვარული?
-რომელი სიყვარული?
-მე რომ გაჩუქე და ორივემ გავინაწილეთ
-უკან გიბრუნებ აღარ მჭირდება
-ესე მარტივად რომ არ ხდება?
-ეგ შენ გგონია..შეგიძლია წახვიდე
-არ წავალ!
-წახვალ იმიტომ რომ აღარ მჭირდები
-ვერ ვგრძნობ...ისევ გჭირდები
-ცდები...მე შენ არმიცნობ..მინდა რომ წახვიდე
-არ გინდა
-აი ხედავ ნამდვილად არ მიცნობ...მე მინდა რომ წახვიდე
-კარგი წავალ,მაგრამ მოგენატრები იმიტომ რომ გიყვარვარ
-არ მიყვარხარ სიყვარული შენ მოკალი,მონატრება არარსებობს
-არსებობს, მე უკვე მენატრები იმიტომ რომ გშორდები
-რამდენი ტყუილია შენში...უკვე მგონია რომ არარსებობა მიყვარდა
-არ გიყვარდა ეხლაც გიყვარს...მოგენატრები და დამიძახებ მაგრამ გვიან იქნება
-მიყვარხარ?~სასაცილოა არარაობა როგორ უნდა მიყვარდეს...ადამიანი რომელმაც ცხოვრება დამინგრია და არსებობის სურვილი გადამიწურა...მაგრამ მე შენ დაგივიწყე
-არა ისევ გახსოვარ
-ისევ ცდები... მე შენი ჩრდილი მახსოვს და არა ადამიანი რომელიც ეხლა ჩემს წინაშე დგას
-კარგი მივდივარ...იცოდე მოგენატრები...
-....
საკუთარ თავში დარწმუნებული სიჩუმეში მარტო დარჩენილი,მოგონებებს ვებღაუჭებოდი და მჯეროდა დამავიწყდებოდა,მწამდა რომ აღარ მიყვარდა მაგრამ მართალი იყო მე შევცდი მომენატრა...მისი სევდიანი თაფლისფერი თვალები რომელიც მუდამ სიცოცხლით იყო სავსე...ღიმილი რომელიც მთელს ჩემს სიცოცხლეს უდრიდა...ხმა რომელიც მამშვიდებდა...ის მე მიცნობდა მას მე ვუყვარდი იცოდა რომ მეც მიყვარდა ისიც იცოდა რომ მომენატრებოდა ცდილობდა შევეჩერებინე მაგრამ წავიდა… რატომ წავიდა თუკი ვუყვარდი? რატომ დამტოვა თუ იცოდა რომ მომენატრებოდა? იქნებ უნდოდა რომ მივეხვედრებინე თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის და რომ მის გარეშე გამიჭირდებოდა...როგორ მინდა დრო უკან დავაბრუნო,როგორ მინდა ისევ ჩემთან იყოს და გავიგონო სიტყვები რომელიც მკლავს და ამავდროულად სიცოცხლეს მიათმაგებს...იქნებ არწასულა და აქაა?იქნებ მხედავს და მელოდება როდის დავუძახებ...არა არა სისულელეა ის მე დავკარგე,სამუდამოდ წავიდა..მაგრამ იმედი იმედი ხომ კიდევ დამრჩა რომ დაბრუნდება კი მჯერა დაბრუნდება იმიტომ რომ მიყვარს და ვიცი გრძნობს ვიცი...
ამ ფიქრებში გადიოდა დრო...საკუთარ თავს ვაჯერებდი რომ ის დაბრუნდებოდა მაგრამ არასად არ ჩანდა მეკი ველოდი,არმღლიდა ლოდინი რადგან ვიცოდი ოდესმე დაბრუნდებოდა...და აი დადგა ის დრო მან მე მომაკლითხა ისევ იმ ღიმილით მომაჯადოვა,ისევ იმ თვალებით შემომხედა მის თვალებში სიყვარული ჩანდა უსაზღვრო სიყვარული...ჩვენ უკვე ერთად ვიყავით...არანაირი დრო არანაირი მოლოდინი არანაირი სევდა და ოცნებები ეს რეალობა იყო მე მასთან სამუდამოდ დავრჩებოდი და მეყვარებოდა მასაც ვეყვარებოდი...ჩვენ გვწამდა ერთმანეთის ჩვენს სიყვარულს ვერც დრო მოკლავდა და ვერც მანძილი რადგან სივრცის იქეთ ჰორიზონტს მიღმა ვიყავით მერტო მე,ის და ჩვენი უკვდავი სიყვარული...ჩვენ არ გვილაპარაკია თვალები ლაპარაკობდნენ....სამუდამოდ ერთად დარჩენილი თვალები…


Category: ♥ ისტორიები ♥ | Views: 932 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: