Main » 2012 » February » 10 » ლექსები სიყვარულზე
8:19 PM
ლექსები სიყვარულზე
ლექსები სიყვარულზე

ვოცნებობ, იქნებ ისევ დამტოვონ შენზე ფიქრებმა,
მაინც სხვის გულზე დასვენებული შენი ვიქნები!…
არც გებრალები, არც შემიყვარებ ხვალ, როგორც უწინ,
ამიტომ ვნატრობ გამეცალონ, გაქრნენ ფიქრები…
მე ხვალინდელ დღეს შევადარებ წარსულის აჩრდილს,
დავხუჭავ თვალებს, მონატრებას მოვუხმობ ჩემთან…
ხვალ ბიჭი ისევ გამოიწვევს საცეკვად გოგოს,
მე კი დავრჩები შენს ლოდინში, მარტოდ და კენტად…
ცრემლები ისევ დამიშლიან გზისკენ გახედვას,
მათი სიკვდილი დამახუჭინებს ტკივილით თვალებს,
ისინიც ჩუმად გადაივლიან გაყინულ ლოყას,
დამიფარავენ, წამიშლიან წარსულის კვალებს.
ტუჩები ისევ მიცახცახებს სიცივისაგან,
ხვალ ბიჭი ისევ გამოიწვევს საცეკვად გოგოს,
მე კი ტანჯული, ლიანდაგზე დასვენებული -

იმაზე ფიქრი მასულდგმულებს – მოვკვდები ბოლოს!… 


*** 


ჩემი სუნთქვა ხარ და
ჩემი საუნჯე ხარ,
ჩემი სიცოცხლე ხარ…
ასე, რომ,
დედას გეფიცები,
შენი სიყვარულით,
შენი მონატრებით
ვარსებობ.

მინდა დაიჯერო,
მინდა დამიჯერო,
მინდა ჩემს ტკივილებს
უშველო.
დედას გეფიცები,
შენ რომ არა მყავდე,
თავსაც მოვიკლავდი
უშენოდ.

თუ არ მოგეფერე,
თუ არ მომეფერე,
რაღა დამრჩენია
მაშინ მე?!

დედას გეფიცები,
შენთან განშორება,
უფლის ცრემლებივით
მაშინებს.

ჩემი სუნთქვა ხარ და
ჩემი სიცოცხლე ხარ,
ჩემი საუნჯე ხარ,
ასე, რომ,
დედას გეფიცები,
შენი მონატრებით,
შენი სიყვარულით
ვარსებობ! 


***

მიუშვით ვნებები თავიანთ ნებაზე
ჩაიცვან ალერსის გარყვნილი ჯავშანი
და მკერდზე ამბორის ცხელ მიკარებაზე
სირცხვილით დაეწვათ გოგოებს თავშალი.

მიეცით სიყვარულს სიგიჟის უფლება,
პერანგის მკლავები დაგრძელდეს ფერებით,
დაუწყეთ კეფასთან სულს გასაუბრება
ჩურჩულზე დაბალი,მთრთოლვარე ბგერებით.

დაბანეთ ერთმანეთს წყვილებმა ტანები,
ჟინოწყურებული ამბორის ამალით.
აავსეთ ფრაზები ,სულ გამოცანებით,
უაზრო თემებით,აღგზნების დამალვით.

დაწექით იმდენად პატარა ლოგინზე,
გინდა თუ არ გინდა სატრფოზე გეძინოს.
საყვარელს უთხარიტ”მე ეხლა რომ გიმზერ,
რატომღაც მინდა ,რომ მეჩხუბო,მეწყინოს”.

იმდენად თამამდ შეეხეთ ქალის მკერდს,
შეკრთეს და მოუნდე,დააწყდეს ნერვები,
ხალხმრავალ ადგილას,ალერსი გარისკეთ,
რომ ვნებას არასდროს დაუცხროთ ღელვები.

იფიქრეტ,ცოტაა სადი და ბოკაჩო
იმ ვნების კოცონთან,რომელსაც თქვენ აჩენთ.
შერწყმას თუ მოგინდა,ალერსი მოქაჩო,
ხუმრობით ბავშვურად ,ნაწნავი მოქაჩე.

შეხსენით გოგოებს სირცხვილის თავშალი,
მიუშვით ვნებეი თავიანთ ნებაზე,
გახდით სიყვარულის შეშლილი მარშალი,
საყვარელს ჩურჩულით აკოცეთ კეფაზე! 


*** 


ტკივილი, გრძნობა პროტესტის, ვკვდები, მინდები…
მე ამ ყველაფერს ერთადა ვგრძნობ, მგონი ვგიჟდები,
თუ კი მომისმენ, დაფიქრდები, ალბათ მიხვდები,
როგორც არასდროს, ეხლა ისე ძლიერ მჭირდები.
მინდა, ხო მინდა, ეს მე მინდა, რომ კვლავ იცოცხლო,
არც კი გაბედო ასი წელი კიდევ სიკვდილი,
არ გამიმეტო, არ გამწირო, გთხოვ არ წახვიდე,
გთხოვ, რომ მოიგო სიცოცხლისთვის ბოლო ჭიდილი.
ჯერ ის ქორფაა, უსუსური, წმინდა, პატარა,
სათუთი, თბილი და უმანკო ვით ზეციური,
აცადე ტრფობას, სილამაზეს და სისპეტაკეს,
აცადე გახდეს ანგელოზი ამ ქვეყნიური.
უმისოდ რა ვქნა, სად წავიდე, ვის ვკადრო მეტი,
თუ ბერი გავხდე, სადმე ქვაბში დავიდო ბინა,
ისედაც წავალ, ოღონდ იგი აქ დარჩეს, თქვენ კი…
ასეთი მსხვერპლი, რისთვის გინდათ გამაგებინა.
მეტი რა გითხრათ წამიყვანეთ, მე მინდა, გესმით???


*** 


მინდა ფიქრები დაგირბიო,
ისე შემოვიჭრა შენში,
და მყუდროება დაგირღვიო,
გულის ხმამაღალი ფეთქვით,
სულის სიმშვიდე დაგიკარგო,
არ მოგასვენო წამით,
დღე ოცნებებში ჩაგექარგო,
ლამაზ სიზმრებში ღამით.
მინდა, საფიცრად გადაგექცე,
შენი მონატრება ვიყო,
ვიყო გაგიჟება შენი,
შენი მწუხარებაც ვიყო,
შენი გაზაფხული ვიყო
ატმის ყვავილების ფერი,
შენი სიყვარული ვიყო,
ვიყო უსასრულოდ შენი…

Category: ♥ ლექსები ♥ | Views: 905 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 1
1 natali baramidze  
0
<3

Name *:
Email *:
Code *: