Main » 2012 » February » 7 » მაინც მივდივარ
11:21 PM
მაინც მივდივარ

მე უშენობას მიმძაფრებს სევდა,

დრო მოუთმენლად მიცდის კარებთან,

უნდა წავიდე, სხვა გზას ვერ ვხედავ,

ამდენი ფიქრით თავგზა ამებნა.

მე გავურბივარ ცრემლსა და ტკივილს,

შიში მაქვს შენგან მიტოვებისა,

თან გავიყოლებ გაყინულ ღიმილს,

რომ მანუგეშოს მარტოობისას!

წასვლა არ მინდა, მაინც მივდივარ,

ნაბიჯებს ვითრევ, ხან კი ვჩერდები,

მინდა ტირილი, ვეღარ ვტირივარ,

შენ წასვლის მიზეზს მაინც ვერ ხვდები!

Category: ♥ ლექსები ♥ | Views: 864 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: