Main » 2012 » February » 7 » მიყვარხარ...
11:34 PM
მიყვარხარ...

1)არა!ნუ წახვალ!
მე ვერ ავიტან უშენობას,მე ვერ ავიტან,
გოლგოთის მთაზე სიყვარულის უღელს ავიტან.
 ღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ განცდების
ტყეში,
შენთან სიშორეს,ერთაობას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან სიმარტოვის მოსვლას თავიდან,
ოღონდაც დარჩი,სამსხვერპლოზე ჩემს გულს
ავიტან,
ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ ცრემლების
თქეშში,
განმხოლოებას,განშორებას მე ვერ ავიტან,
მე ვერ ავიტან დაკენტებას წუთით,წამითაც,
ვეღარ გამოვალ უშენობის შავი ღამიდან.
დავიკარგები მარტოობის დახლართულ გზებში,
გიჟურ სურვილს და მონატრებას ვერ გადავიტან,
არა,ნუ წახვალ!..უშენობას მე ვერ ავიტან.                                                                                       

2)ახლაც ისევ ისე მენატრები

და არც მიეცემი დავიწყებას,
მარტო ეს ლექსები წაიკითხე
და არ დამჭირდება დაფიცება.
ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები,
არც მე დამკლებია სიყვარული,
მაგრამ არასოდეს მომასვენებს,
შენთან განშორების სინანული.
შენი მონატრება ტკივილია,
თურმე ასე არვინ მყვარებია
ჩემი ნაღველიც და სიხარულიც
შენი გახსენების წამებია.                                                                              

3)ლამაზ წუთებმა კარი გააღო და შემოუშვა გულში სინათლე,

ბედნიერებავ არ დამეკარგო,გთხოვ გევედრები არსად გაფრინდე,
დღეს როგორც იქნა მართლა ვიღიმი,სევდა დავტოვე იმ ბნელ კუნჭულში,
სადაც წარსული შავ ფერებშია,ახლა არ მინდა მე იმ ჯურღმულში.
დღეს როგორც იქნა გულში ინათა,სითბომ გაალღვო წლების ყინული,
ნუ მიმატოვებ ახლა  უფალო,ნუ დამაბრუნებ ამ გზას მისული.
ია ვარდებით ბილიკს ვაშენებ,ნელა ავყვები ყველა საფეხურს
იცი ტკივილი გადამავიწყდა,ცრემლით ვასველებ ყველა ნაფეხურს.
ამ აღმართზეა ჩემი სამოთხე,ჩემი სიმშვიდე ის სიხარული,
აქამდე რაც მე არ მღირსებია,წლებმა მატარა სულ სინანულით,
ახლა გამქრალან მუქი ფერები,ცაზე იისფერ ღრუბლებს დავხატავ,
მასზე ძვირფასო მხოლოდ შენ სახელს და შენს ხატებას გრძნობით ჩავხატავ.
ბედნიერია ჩემი თვალები,გული გლოცავს და შენს თავს იფერებს,
გაგიკვირდება,მაგრამ ის გედი,ახლა ამ ღამით ჩვენთვის იმღერებს,
მთვარე ნაკადულს ზღაპარს უყვება,შეხვედრის ადგილს რომ დაანათებს,
გთხოვ დამელოდე თუკი გიყვარვარ და არ იფიქრო დაიგვიანებს.
აი მოვედი მაგრამ ამ ხიდზე,სულ სხვა წყვილია ჩახუტებული,
უცებ შევცბი და თავი დავხარე,ვერ გავინძერი გაშეშებული,
მაინც მეგონა რომ მიმატოვე და არასოდეს არ გყვარებივარ,
მაგრამ მოვბრუნდი და დაგინახე,შენ იქ იდექი საოცარი ხარ.
ჩემს ცხოვრებაში მინდა ეს წამი გადავაქციო ახლა ცხოვრებად,
ვეთაყვანები მარტო იმ ბილიკს,რომელსაც გავშლი ყველა ოცნებად,
ახლა ჩემი მზე მინდა შენ იყო,ის აღმაფრენა,დიდი იმედი

რომ დავეშვები დედამიწაზე,აქაც ვიცხოვრო შენზე ფიქრებით..........                                                                           

4)  ჩემი მუზა ხარ და რომც არ იყო,

წერის მიზეზად მე თვითონ გაქცევ,

შენგან გაქცევას ბევრჯერ მპატიობ,

თუმცა, მე წასვლას გპატიობ არცერთს.

 

ბოლო ფრაზასაც დავწერ და მორჩა!

სულ გავერიდო, სჯობს, თვალებს თორემ -

საყვედურს, ნათქვამს მაგ ჩუმი მზერით,

კვლავ უპასუხო კითხვებად ვტოვებ...

 

რაში მჭირდება სხვამ გამამართლოს,

როცა შევცოდე საკუთარ თავთან

და თუკი შენს წინ თავს მორცხვად დავხრი,

ან მიყვარდი, ან... მიყვარხარ... ალბათ...                                      

5)მერე რაა,რომ გარეთ ქარი თმებს უწეწავს შემოდგომას?

მერე რაა,რომ მე და ლექსი ერთად ვებრძვით უშენობას?
მერე რაა,რომ მალე თოვლი ზაფხულისას მოშლის ხვატებს?
მერე რაა,რომ იანვარი კიდევ ერთ წელს მომიმატებს?
მერე რაა,რომ შემეჩვია ცოტა ცრემლი,სევდაც ცოტა?
მერე რაა,რომ ჩემი თავი ერთი წუთით შემეცოდა?
მერე რაა,რომ ღამეს ვაგლეჯ შენი სუნთქვით გამთბარ წუთებს?
მერე რაა,რომ ატირებულს შენი გული დამაყუჩებს?
მერე რაა,რომ შემიყვარდი უჩვეულო გითხარ რამე?
მერე რაა,რომ შენ ცოტა და მე ძალიან შეგიყვარე?
მერე რაა,რომ ამ ზამთარში ვცდილობ აღარ გაგიავდრდე!
მერე რაა,რომ გარეთ ქარი სასეირნოდ იწვევს ქუჩას
მერე რაა,რომ ცივა ცოტა,ცოტას მართლა არაუშავს!
მერე რაა,რომ გამიგრძელდა ლექსი,რა ვქნა,მაპატიე,
მერე რაა,რომ ვერ შევძელი აქაც ვეღარ ჩაგატიე.
მერე რაა,რომ კიდე დავწერ შენს თავს იქაც დაგანახებ,

მერე რაა,რომ მეშინია ნაპოვნიდან -დაკარგვამდე!              

Category: ♥ ლექსები ♥ | Views: 1112 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: