Main » 2012 » February » 7 » სანამ ცოცხლები ვართ
11:29 PM
სანამ ცოცხლები ვართ
სანამ ცოცხლები ვართ

უი საწყალიო, ნათელში ამყოფოსო,
მისი სულიო, დაგვწყვიტა გულიო,
შემეცოდაო, არ ქონდა ცოდვაო,
არც ვინმეს წყენინება არ იცოდაო,
ვერ ვიჯერებო, გუშინ ვნახეო,
სულ თვალწინ მიდგას მისი სახეო,
ერთად ვიყავითო, მაშინო, ამ დღესო,
მერე მოჰყვებიან რაღაცა ამბებსო,
გაიცინებენო, სევდა ნარევადო,
ღიმილი შეაშრებათ სახეზე ნახევრადო,
მერე მოიწყენენ აქ არ არიო,
ნათელში ამყოფოსო, საწყალიო,
მერე დაიწყებენ დროს რა მოჰქონდაო,
მოვფერებოდითო შანსი ხომ გვქონდაო,
ძალზედ დაგვაკლდაო, გვძულს ეს ფაქტებიო,
მთელი ცხოვრება მოგვენატრებიო,
იცით, ეს ყველაფერი უბრალოდ სიტყვებია,
უბრალოდ სინანული, სიტყვებით ითქმებიან,
უბრაო დასასრული, უბრალო დასაწყისი,
სიცარიელისა და დანაკლისის,
კაცი რომ მოკვდება გულებს აკლდებიან,
ზოგისთვის მეტია და ზოგისთვის ნაკლებია,
გულში ყველა მალავს, საშინელ ჩანაფიქრებს,
რომელიც სიკვდილის დღეზე ჩაგვაფიქრებს,
ყველასთან მობრძანდება სიკვდილი უკითხავად,
ვერვინ ვერ ავცდებით მას განუკითხავად,
სანამ მოეტევა, სანამ მოეთრევა,
დავფიქრდეთ ერთ რამეზე და დრო ვერ მოგვერევა,
დღეს ხომ ცოცხლები ვართ, მოდით მოვეფეროთ,
ერთ-ურთი შევიყვაროთ, ერთმანეთს შევემღეროთ,
თორემ მოვა ის დღე და გვიკითხავს სად არიო,
შემდეგ კი იტყვიან, უი საწყალიო.
Views: 895 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: