Main » 2012 » February » 7 » წვიმა...
11:16 PM
წვიმა...

***
ღვთის მშობელმა დაიტირა საქართველო :
რა დღეში ხარ ბევრისათვის სანატრელო,
წმინდა ნინო შენი იყო სანაქებო,
დაგვიწყნიათ ყველაფერი საბრალებო.

მე გავწირე ერთი შვილი სადარდელო,
შენ კი ბევრი ჩამოგართვეს საქართველო,
დაგიხიეს შენ ის კვართი , რომ ჩაგაცვი,
მაპატიე არ შემეძლო , რომ დამეცვი.

ჩემს კალთის ქვეშ შენ იქნები საქართველო,
ყველასათვის სანატრელო , საყვარელო .
მე სანთლებთან ვამბობ ამას სადარდელო,
შენს ლოცვაში დავაღამებ საქართველო.

უცებ წვიმამ უკლო დენას , გადაიღო ,
შეკუპრული ღრუბლები კი ცამ წაიღო .
გალუმპული მიწის იდგა სურნელიო ,
ცხრა-თვალა მზე ამობრწყინდა სულ ნელიო . 


Category: ♥ ლექსები ♥ | Views: 926 | Added by: benduka | Rating: 0.0/0
Total comments: 0
Name *:
Email *:
Code *: